ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2012


სადღაც...გადაღმა...

არ მინდა თქვენი მოწყალ-ქველობა
და არც ცხოვრება-მხნე და ხალასი,
ჩირად არ მიღირს უზრუნველობა
და კიდევ ხანი-მათუსალასი.

რა სიამეა უმალ მანახო
განცხრომა, ტანჯვას არმინახეთქი.
მუქთად სამკალი და საბალახო,
არ მინდა-მეთქი...არ მინდა-მეთქი...

ბრმად გამიგორე ბედის გორგალი,
თუ ხარ მეგზე და თუ ხარ მეშარე,
ან სხვისთვის სხვისი ტყვიით მომკალი,
ან...სიყვარულის ცეცხლით შემშალე.

მაწიე ისე სიკვდილის ტორი,
რომ სამარეშიც შემძრას ნადაღმა.
ან ცას მომწყვიტე, ვით მეტეორი,
სადღაც...მარადი გარსის გადაღმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები