 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 29 იანვარი, 2012 |
ეხლა ის პერიოდი ჰქონდა , როცა ოქროს შუალედს მიაგნო და ზომიერებას გაუგო გემო, იძახდა კიდევაც ადამიანი მთელ ცხოვრებას ზომიერების სწავლას ანდომებსო. მე კი ვეუბნებოდი , ეგ შენი ნატქვამი არ არი , კონფუცი იტყოდა მაგას ,ან ლაოძი , მაგრამ აწვებოდა პირველჩვენებას-ჩემიაო, ასეა თუ ისე ჭეშმარიტების საღი მარცვალი , “მისეულ” სიბრძნეში აშკარად იყო, სწორედ ასეთ დავითთან , კარგთან თუ ცუდთან, გიჟთან თუ ჭკვიანთან ვიყავით სტუმრად და ეს ყველაფერი მეტნაკლები სისრულითა და სერიოზულობიტ ლალისაც მოვახსენე. თავად ლალის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, დავითასთვის,რომ უკეთ გამეცნო. რაც ვიცოდი კარგა ხნის წინ მქონდა ნათქვამი, ამიტომაც ლალის ვთხოვე; ლალი, შენ ამიერიდან დავითის შესახებ თითქმის იმდენივე იცი, რამდენიც მე. მაგის სასიყვარულო ისტორიები არ მომიყოლია, თორემ დანარჩენი ყველაფერი. მოდი შენც მოყევი შენს შესახებ, ბარემ დავითიც გაგიცნობს და მეც შევიტყობ რამე ახალს შენს შესახებ მეთქი. მერე თუ გინდა ფიცვერცხლნაჭამებიც შევიქმნათ ოღონდ არ ვიცი გოგო ბიჭს შორის ეგ ამბავი , როგორ ხდება. ეხლა მაგის დრო არააო. ვერცხლის ჭამის თუ მოყოლის? მოყოლის. ვითომ რატომ? შევეკითხე—რა მზის ამოსვლამდე უნდა მოგეყოლა და შეამჩნიე მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა , თუ წასასვლელები ვართ სადმე და დრო არ გვაქვს, ვერ მოვასწრებთ? არა მაგიტო არაო, ეგ არ მიგულისხმიაო, “დრო არ არი” სულაც არ ნიშნავს უდროობასო. სერიოზულად დავინტერესდი რას ნიშნავდა “დრო არ არი” და პასუხიც მივიღე რას და როდესაც, რამის თქმა ან ადრეა, ან კიდევ გვიანო, ანუ ყველა სათქმელი თავის დროზე უნდა ითქვასო, ფატალიზმის სუნი ასდიოდა ამ ამბავს. შევებრძოლე, მაგრამ მერე მაგ თემაზე კამათი დამეზარა და როგორც გინდა-მეთქი. ასეა თუ ისე ჩემს მიერ დავითას წარდგენას, შედეგი მოჰყვა. ნელ ნელა აეწყო საუბარი, ჩემი რჩევა გაითვალისწინეს და მართლაც ძაღლით დაიწყეს , კარგად გამოიკითხეს ერთმანეთის ძაღლების, ძაღლური ქცევის, შესახებ ყველაფერი. მეც შესახსენებლად იმისა , რომ იქ ვიყავი, აღარ დავაყოვნე და ახალი სადღეგრძელო შევთავაზე, სადღეგრეძელოს თემა, მათ საუბარს მოჰყვა, ძაღლების და მეგობრების სადღეგრძელო გავაერთიანე და მოვითხოვე ეს ყველაფერი განსხვავებულით დაგველია. არ დამიჯერს. მაშინ სამივეს ჭიქა ჩემკენ მოვწიე-შევავსე კონიაკით და სამივე დავლიე. ეგრე რატომო?-იკითხეს ავუხსენი, რომ პირველი ჭიქით მეგობრების დავლიე, მეორეთი ძაღლების და მესამით ძაღლების, როგორც მეგობრების და მეგობრების როგორც ერთგული ძაღლების ეგრე შევსვი-თქო.. იმ წუთს მეგონა რომ სიბრძნეს, ახალგახსნილ ფანტანივით დაუნანებლად ვაფრქვევდი. მომეკიდა სასმელი, დივანზე მოხერხებულად მოვკალათდი, თვალები მიმელულა , მესმოდა მუსიკის და დავითას ხმა, უკვე თავის სტიქიაში იყო. ერთს თუ ამოიქოქებოდა მერე ძნელი იყო მისი გაჩერება. გააგიჟებს საწყალ გოგოს , მაგრამ არ ჰგავდა ლალი , იმ ჩამოსხმას ეგეთი ისტორიები რომ აგიჟებს…
ჩამეძინა, მესიზმრა “პარნოიში” ვარ, თავზე კოღო დამზუის,მიკვირს აქ კოღოს რა უნდა? ამ შობელძაღლს ფრთები, რატომ არ უსველდება, არ უმძიმდება და ძირს არ ვარდება? კოღო კიდე "ნაგლი" სჩანს და მეტანება, აშკარად ადგილას არჩევს “პასადკისთვის”, და მერე ნათელია სისხლს ამიღებს. გულში მეცინება; “ რომ იცოდეს რამდენი მაქვს დალეული, ეგრე გულმოდგინედ არ მოონდომებდა ჩემს დაკბენას”----, მერე ვფიქრობ კოღოს სულ სახსრიან ფეხებზე ჰკიდია ჩემი ალკოჰოლი, შეიძლება ჩემთვის თავის “სპიდიანი” ხორთუმის ჩასობას აპირებს და იყავი მერე გვრიტივით. მაგას არაფერი მოუვა , დიდი დიდი ჩემი ალკოჰოლიანი სისხლით , ფრთები აერიოს და პატარა ავარია მოუვიდეს, მე რაღა მეშველება?. გავბოროტდი სიზმარში და ვფიქრობ , თუ მიკბინა დავიჭერ ამ კოღოს და მერე ვინმე სხვას დავაკბენინებ(თითქოს ძაღლი იყოს) ეგრე უნდათ მაგათი დედაც მეთქი, აბა მარტო მე ხო არ მოვკვდები? ბოლოს საღმა აზრმა გაიმარჯვა. კოღოს მოკვლა განვიზრახვე. მაგრამ წამოწოლილი ვარ და საშინლად ზარმაცი, მეზარება, მაგრაც მცხელა, ნეტავ მექისე მოვიდეს მადლიანი, ვედროთი ცივი წყალი დაგვასხას მეც და ამ ნაბოზვარ კოღოსაც—ვნატრულობ. ისე აგიხდა ყველაფერი. ვიგრძენი სახეზე ცივი წყალი, …გამოვფხიზლდი, თავზე ლალი მედგა და წყალს მაპკურებს უაზრო თვალებით ავხედე , ვერ მივხვდი რა ხდებოდა , მახსოვს გავიფიქრე "კოღოს რა მოუვიდა"... შენ რა მართლა ჩაგეძინა, თუ თავს იმძინარებ და შენ ძმაკაცს საქმეს უჩალიჩებ? რაო, რაო-- დავაჭყიტე თვალები, ვის, რა საქმეს ვუჩალიჩებ?, მე მივდივარ და შენ როგორც გინდა. სად მიდიხარ? რა მოხდა , აღარ იტყვი? შენი ძმაკაცი, მე მგონი გაჟიმვას მიპირებს და ეხლა მე მაგის თავი არა მაქვს. რააააა?????-გამოვფხიზლდი ბოლომდე. ქალი ამოუყვანე შენს ძმაკაცს და ეგეც ცდილობს რა - მეტი არაფერი. რა ქალი, რის ქალი . გიჟი ხარ? რა კი არა, ვინ ქალი. ყველა კაცი საბოლოოდ ის ერთი ადგილია და მეტი არაფერი . დათო სადაა? დათო კი არა დავითი , ეგრე არ მეუბნებოდი დავითი ჰქვიაო. კარგი, სადააა დავითი? სადაა და კონიაკის საყიდლად წავიდა ძლივს მოვიშორე. ყვირილი არ მინდოდა და ჩხუბი. სასმელზე გავუშვი და მაგით მოვიშორე, კონიაკი დავლიოთ კიდევ-მეთქი. რატომ არ გამაღვიძე, შეგეშინდა? ხო ეგეც იყო , დავფიქრდი; ორი ვარიანტი იყო, ან ჩემი აქ ამოყვანა შეთანხმებული გქონდათ და ბიჭს ნაშა ამოუყვანე, მაშინ უნდა მშინებოდა, ან მსგავსი არაფერი იყო და რომ გამეღვიზებინე შეიძლება გეჩხუბათ, მაგისაც შემეშინდა . რა გამოვიდა? ყველა ვარიანტში უნდა მშინებოდა, ამითომაც რომ წავიდა, მხოლოდ მაშინ გაგაღვიძე. რომ ამოვა აღარ ვეჩხუბები? აღარ ეჩხუბები. რატომ გგონია? იმიტომ, რომ უკვე კარგახანია გელაპარაკები, სიბრაზემ გამიარა და არ მინდა, რომ ეჩხუბო, დათვრა ეგ საწყალი და ქალი მოუნდა, რომ არ იჩხუბო ადგები და ჩემთან ერთად წამოხვალ. ეხლა მეცინება, რომ მახსენდება, როგორ მეჩალიჩებოდა, მაგრამ მაშინ? ბიჭო ტვინში სულ ეგ როგორ გიტრიალებთ, სხვაზე ვერაფერზე ფიქრობთ, შეიძლება ვარკვლავებზე, სიყვარულზე და თავგაწირვაზე ელაპარაკობდეთ ქალს და ამ დროს ტვინში ის გიტრიალებდეს ,როგორ ჩაიწვინო ლოგინში, მაიცა რა ლალი , ვარსვკლავები არა , ანდრომედას ნისლეულობა. აი, არაფერიც არ გვიტრიალებს და ეგ ყველაფერი შენი “დაგადკებია”. “დაგადკებია”? , წამო წავიდეთ და გზაში მოგიყვები. მერე შენ თქვი, რა როგორ იყო. არ დაველოდოთ? გაგიჟდი? გეუბნები მთვრალია და მაგის ღლაბუცს ვერ გავუძლებ. რამ დაათვრო, ნახევარი ბოთლი კონიაკიც კი აღარ იყო. კონიაკი გამოცალა და მერე ღვინოც დალია , შენ არ მოყევი, ერთ ჭიქაზე თვრებოდაო? ხო მაგრამ ეგ უწინ იყო. უწინ კი არა ეგ ყოველთვის ეგრეა, შენ არ იცი , “ბივში კაგებეშნიკების” ამბავი ? რა ამბავი?- დავიბენი რა და ბუნებასი რომ არ არსებობენ. მაგით რისი თქმა გინდა ? ლოთები და ნარკომანებიც ეგრე არიან. “ბივშები” არ არსებობენ. წავედით რა, თორემ მოვა. კაი, ნუ გეშინია , საათზე დავიხედე ამასობაში 4 საათი გამხდარიყო, ეგ ძერჟინსკის კუთხემდე იყო ჩასასვლელი , იქაა მაღაზია ღია, უბანში ეგ ერთი მუშაობს “კრუგლასუტოჩნა.” ჰოდა , წასვლა წამოსვლა ნახევარი საათის ამბავია, “ტაკჩტო” ძალიანაც ნუ ვიქურციკებთ, არ გვჭირდება და ნელა წამოვდექი. კარები არ დავკეტოთ?-მეკიტხება ლალი. გასაღები თუ თანა აქვს დავკეტოთ. თუ არადა უბრალოდ მოვიხუროთ და იყოს ეგრე. არავინაა აქ მომსვლელი და რომც მოვიდეს, რა ჩემს ფეხებს წაიღებენ? ეგ გიჟიც მალევე მოვა. მაშ გაჟიმვას გიპირებდა? ვახ ეგ ჩათლახი, მოინდომა არა ბიჭმა.... წერილს დავუტოვებ, მოიცა ერთი წუთით. ქაღალდის ნაგლეჯზე დავუწერე რომ წავედით, ვთხოვდი მეტი აღარ დაელია და ისიც მივუწერე რომ მაგრა გამიტყდა რაც გააკეტა.… კარი გამოვიხურეთ და კიბეებს ჩავუყევით.
გარეთ ზაფხულის ღამე თუ უკვე გამთენია იყო, უფრო კი ის დრო, ღამე რომ გრძნობს დაერხა და იცის ნელანელა უნდა ჩალაგდეს. ის პერიოდია, ჩიტები რომ “სპინიმ მოზგომ” ხვდებიან გათენდება ცოტახანში, და ჯერ კი არ ხმაურობოენ, მაგრამ ბუდეებში ერთი გვერდიდან მეორეზე, მხარს ინაცვლებენ, ტრიალდებიან და ღამის სიჩუმეს, სწორედაც მათი გვერდის მოცვლის ხმა არღვევს. ჩემი მანქანა დავინახე. გამიხარდა გამახსენდა , მანქანით რომ ამოვედით. ლალი, ლალი ჩემო ლალი-ვეუბნები ლალის, რაო ჩემო რამაზაო, მხარს მიბამს. ძალიან თუ აღარ ბრაზობ ჩამიბრძანდი მანქანაში.-რითმაში არ ჯდებოდა მაგრამ.... … აღარ ვბრაზობ, რა აზრი აქვს თორემ ჰა ვიბრაზებ. ჰო, არა ღირს , ცუდი ბიჭი კი არ არი, მაგრამ რაღაც ამბავში მართალი ხარ, ეტყობა დალია და აერია რამსები, ვეღარ მიხვდა რა პონტში ავედით, ჰო თან მეც რო ჩამეძინა.... ნაღდი ეგრე იფიქრა რა, რაც შენ თქვი, შეიძლება არც უნდოდა მაგრამ.... რამე ცუდი არ იფიქროს, ამ გოგომ ჩემზეო. კი, კი ეგრე იქნებოდა, ხმამაღლა ფიქრს ვაგრძელებ მე. შენ რას გეტყვი იცი? ---მაგრა ახურებ რამაზ. რას ვახურებ? რას და მაგ შენი ძმაკაცის დასაწუნი რა მაქვს მე? მერე ვინ თქვა, ეგეთი სისულელე? ვინ და შენ. რას ნიშნავდა , შეიძლება არც უნდოდაო, ბაბუა მაგისამ რა , ყოველდღე, შუაღამისას ჩემნაირი ქალები აკითხავენ. შენ რა შარიანი ვინმე ხარ , ვერაფერი გავიგე შენი -ვუღიმი მე, რადგან ეგრეა ავბრუნდეთ და გადავამოწმოთ მართალი ვინაა. მოიცა, სად უნდა ავბრუნდეთ. დაქოქე და დავახვიეთ აქედან. დავქოქე და დავახვიე, დავითა რომ არ შემხვედროდა , ჩიტაძეზე ზემოთ ავაჭერი. ჰაა რა ვქნათ? საითკენ შევუხვიო, მარცხნივ თუ მარჯვნივ? სადაც ჩვენიანები არიან –მეუბნება ლალი. ჩვენიანები მარჯვნივ არიან-- ვამბობ და მარჯვნივ ვუხვევ. მანდეთ რატომ? რატომ და მარცხნივ, თავისუფლებაზე მომიწევს გასვლა. იქ დიდი შანსია გამაჩერონ და მაშინ შენი გადანახული ევროებიდან მოგიწევს ფულის დაძრობა. ხოო, კაი მაშინ ეგრე წადი და მერე ბესიკისკენ ჩაუხვიე, ეგრე ვაპირებ კიდევაც. ავუყევი და ვხვდები რომ , სახლში და ლოგინში შეხტომა მინდა, მამთქნარებს. რა მინდოდა? ჩემი ზარმაცი და კრეტინი თავის ... ვაგინებ ჩემ თავს გამეღო ის ჭიშკარი და შევსულიყავი სახლში. იქნებ ისე შევიყვანო ლალი სახლში რომ ვერავინ გაიგოს?-აბა , გარეთ ხომ არ დავტოვებ. არაა ფანტასტიკის სფეროდან , მაგრამ მერე სად დავაწვინო, ისე რომ ვერავინ გაიგოს, ეგ არ ვიცი. გამთენიას დაქალთან ვერ მივიყვანდი. არადა ერთბაშად მომეკიდა დაღლა , ხომ მეძინა დავითთან, მაგრამ იმ კოღოს ზუილმა არ მომასვენა. ლალი რა გავაკეთოთ? არ ვიცი რამაზ. გულში ალბათ იძახი “ რა დებილი ვარ , ეს ვინ ავიკიდეო? ჩემს გადაღლილ ტვინში ზიხარ, ხუმრობაში გადამყავს, მაგრამ მეტყობა, რომ სიმართლე თქვა. მაპატიე ლალი, ეს ყველაფერი დროებითი სისუსტეა, ხო მაპატიებ? მოდი მომიყევი დავითა რას გეჩალიცებოდა, გავხალისდებით და გადამივლის ეს სისუსტე. გითხარი უკვე რასაც მეჩალიცებოდა. თვალები მიხუჭე თუ არა , ჩაირთო...… ეგ, სანამ თვალებს მივხუჭავდი მანამდე ჩაირთო. რა მნიშვნელობა აქვს , მოკლედ არ გაჩერებულა, ინდოეთში მოგზაურობის ამბავი მოყვა . მართალი გითხრა მაგრა მაცინა. მაგარი ისტორიაა, ხო ზეპირად ვიცი, მაგრამ რამდენჯერაც მოყვება ყოველთვის მეცინება. მართლა ეგრე იყო , როგორც ყვება? ვინც ახლდა ეთანხმებიან, ეგრე იქნებოდა , თუმცა მაგისას რას გაიგებ. ხოდა მიყვება, თან სვამს, ამ სიცილ კისკისში, ერთი ჭიქა მეც დამალევინა, თვითონ ის დარჩენილი კონიაკი დალია და რაღაც მომენტში, რომ გამომხედა მივხვდი საქმე ავად იყო, მერე ღვინოც გამოიტანა, ეხლა ინდოეთის სადღეგრძელო ვახტანგურით უნდა დავლიოთო. ვუთხარი ღვინოს არც ვახტანგურით ვსვამ და არც დავითურით. სიმჟავე მაქვს აწეული , “სტარაოსტ ნე რადოსტ”, თან მივაყოლე, იქნებ სიბერის შეხსენებამ, ჟინი გაუნელოს,შენც არ მომიკვდე.... ლალი, ეგ რა შეცდომა დაგიშვია—მეცინება. რა შეცდომა? რა და დავითას ზედმეთ სახელად რას ეძახდენ იცი? რას? რას და გერონტას. გერონტა რა შუაშია? ბავშვობიდან თავისზე ბევრად დიდი ქალები ევასებოდა, გერონტოფილობის ამბავში, გერონტა დავარქვით, წარმოიდგინე სიბერეზე წუწუნს, რომ დაიწყებდი მაგრა გაუსწორდებოდა. ესეც ასე , დავით-გერონტაზე, უკვე ყველაფერი იცი. მართლა? ნაღდი ბრუტუსას შთამომავალი ხარ, მოღალატე. ესე იგი სიბერის გამო დავევასე არა? ტაქსში მაგრა მარწმუნებდი , კოხტა და ფარცქვალა გოგო ხარო? ეგეთი ხარ, ეგეთი , მართლა გეუბნები, კოხტა და ფარცქვალა. ინდოეთის სადღეგრძელო, თანაც ვახტანგურითო არა? ისე კი ეკუთვვნის მაგ ამბავს ვახტანგური.
ამბავი დავითას მიერ ინდოეთის მოხილვისა, ლალისთვის მის მიერვე მოყოლილი, რომელიც მე ისედაც ვიცოდი. მოსკოვში ვართ. შემოდგომის ბოლოა, საზიზღარი ამინდით. მირეკავს ზურა, წამალზე მეკითხება გაქვსო? ცოტა მქონდა დარჩენილი , კოკნარი , მაგისგან დავალებული ვარ და არ დამიმალია, ვუთხარი 3-4 Dდღე თავს რომ გავიტანთ იმდენი მაქვს, მერე რამე გამოჩნდება-მეთქი. მერე ინდოეთი გამოჩნდებაო, ნახევარ საათში დამადგა ნომერში. ცუდად იყო , დავეხმარე . ხმა რომ ამოიღო--ინდოეთში ჯგუფი მიდის, ჩემი მეგობარია საშკა, იმის ფირმას მიყავს. ორი კაცის წაყვანა შემიძლია ჩემს გარდა. წავიდეთ წამალიც იღება და თან გავთბებით. ნახე რა ცივა , გარეთ გახედვა არ მინდაო. მართლა მაგარი სიცივე იყო, საქმე არაფერი მქონდა , რა საქმე უნდა მქონოდა? ჩემი მეგობრების ხარჯზე ვიყავი, იმათ ბიზნესი ჰქონდათ და მოთმინებითა დიდითა, უცდიდნენ როდის გამოვსწორდებოდი, დღე მაიმუნობაში გადიოდა. წავიდეთ—ვეუბნები. რამეს ვაკეთებ თუ რა? ნუგზარა , ხომ იცი (ჩვენი მეგობარი იყო ავლაბრელი კარგი ბიჭი, მოკვდა საწყალი) “კაკრას” გუშინ ველაპარაკე, ინდოეთის ამბებს მიყვებოდა, ახალი ჩამოსული იყო იქიდან, კეთილ ზღაპრებს ყვებოდა , კეთილ ზღაპარში , კიდევ წამალი ბლომადაა და მაგარა იაფი ღირს. ხოდა , დავურეკე ნუგზარას და წვრილი წვრილად გამოვიკითხე იქაური ამბები, ბარიგის მისამართ--კოორდინატები. დაგიხაზავო თორემ ვერ გაიგებ სადა ცხოვრობსო, სურათი სასტუმროს ფაქსზე გამომიგზავნა, ბარიგას “სტრანნი” სახელი სინჯარა ერქვა, რაღაცა აშკარად შეცდომით იყო , მაგრამ დიდი მნიშვნელობა არა ჰქონდა სინჯარა ერქმეოდა თუ ბრაჰმაპუტრა. მოკლედ ამ ამბიდან მესამე დღეს აეროპორტში ვართ მე, კუსა და ზურა, თვითმფრინავში ასვლიდან 5 საათში კიდევ, უკვე ინდოეთსი გავიჩითეთ. ეგეთი გაუგებარი ქვეყანა გეუბნები არ გენახოს, მახსოვს რაღაცას ვკითხულობდი ინდოეთზე, იქ ეწერა ინდოეთი კონტრასტების ქვეყანა. ნაღდინ ეგრეა. ერთ ადგილას მოვხვდი , ტელევიზორის ყუთიდან ქალი გამოძვრა , იმას კიდე სამი თუ ოთხი ბავშვი გამოყვა, შიგნიდან კაცის ყვირილის ხმა ისმოდა, გარეთ გამოსულებს აგინებდა. გამოვშტერდი, რავი სად ეტეოდნენ, გაკვირვებული სახე მქონდა , იმას კიდევ ეგონა ბავშვებს ვათვალიერებდი. აზრზე ხარ, მეუბნება; მომე 5 დოლარი და რომელ ბავშვსაც ხელს დაადებ მოგყიდიო. ძლივს გამოვექეცი , ის კი მომდევს , მისტერ , მისტერ მეძახის და მანიშნებს, რომ 2 დოლარზეც თანანხმაა. რანაირი უბანი იყო? მაცივრის ყუთი პენტჰაუზად ითვლებოდა. არადა, ჩვენ სადაც დავბინავდით, მაგარი 5 ვარსვკლავიანი სასტუმრო დაიჩითა. ძველებური შენობა, ვიღაც რაჯას ყოფილი სასახლე , თუ რაღაც მსგავსი. შიგნით 21 საუკუნე, სრული კომფორტი. კონდიციონერები და აუზები. პირველ დღეს შევედი სასტუმროში, წამოვწექი საწოლზე, დაღლილი ვარ რა, ავხედე ჭერს და “ბლიად” რას ვხედავ უზარმაზარი ხვლიკი მიყურებს ზემოდან , გადმოუგდია ენა, ასასვსავებს და კუდს ჭერს უტყაპუნებს. ხვლიკი , გველი , ბაყაყი , აი ეგეთებს ჩემს სამეგობროში ვერ ნახავ , მოვრთე გინება , ყვირილი. შეშინებული ვერც იმას ვიხსენებ ხვლიკები შხამიანები არიან თუ “პროსტა” იკბინებიან. მოკლედ პანიკა ავწიე. შემოვარდა მომსახურე პერსონალი , მაწყნარებენ რა მოხდაო, მე ვეუბნები თქვე შობელძაღლებო, მეტი რა უნდა მოხდეს , ჭერზე ხვლიკი გულაობს , აბაზანაში ალბათ ნიანგი “ზაგარს” იღებს, დამიბრუნეთ ჩემი ფული, უნდა გიჩივლოთ მეთქი, ამათ ახედეს ხვლიკს და სიცილი დაიწყეს , თან რაღაცას მეუბნებიან, ზურგზე ხელს მიპარტყუნებენ, მაწყნარებენ არ იკბინებაო, ამასობაში მოვიდა ვიღაცა შავგვრემანი ვეებერთელა მასტი, თავზე ინდური ჩალმით, მიხსნის რომ ეს ხვლიკი ამ სასტუმროს თილისმაა და ჩემი ბედი, რომ არაფერი დავუშავე, თორემ ეზოში ვეფხვი, რომ დაგვიდის, აი იმას შევაჭმევდი შენს თავსო, გულში ვფიქრობ შენ მოსკოვში მყავდე , შენი ვეფხვიანად შეგჭამდი , მაგრამ აქ რას იზამ , თავის ქვეყანაშია , თან იმდენნი არიან ჯგუფებად თუ არ დაითვალე, რიცხვები არ გეყოფა. გავჩერდი , არ შევიმჩნიე მუქარას რომ მივუხვდი. აბა, მაგას ხო არ გავაგულავებდი. ბევრი რო არ გავატრაკო, ამ ხვლიკმაც კი ვერ დამავიწყა რისთვისაც ვიყავი ამ სიშორეზე ჩამოსული. მინდოდა ეხლა მე ტაჯმაჰალები და კანდარია მაჰადევები? საფულედან ოთხად გადაკეცილი, ჩემი რუქა-შპარგალკა გავაძვრე და გავწიე ჩემი ბარიგის მოსაძებნად. ზურა და კუსა მიმკვდარუნებულები იყვნენ და ეძინათ. გავანებე თავი. გარეთ გამოსული , სასტუმროსთან უსაქმურად მდგომ რიკშას გავურიგდი და იმ უბანის სახელი ვუთხარი სადაც წასვლას ვაპირებდი, სამასი რუპიაო ეგ დაახლოებით 10 დოლარი იყო, ვუთხარი 10 დოლარად 5 ბავშვს ვყიდულობდი, თუ გინდა 5 დოლარს მოგცემ. არაო ძალიან შორსააო , კაი მეთქი , თან მაგრად მიკვირს ესე რამ გამაწუწურაქა, სრული საათნახევარი მიდიოდა რა გზით იარა და რა სიჩქარით ვერ გეტყვი, ბოლო-ბოლო , ერთ ვიწრო ქუჩაზე გამიყვანა , ესეც შენი "პუნქტ ნაზნაჩენია", ამის იქით რიკშებით მოგზაურობა აკრძალულიაო, აღარაფერი დარჩა, ფეხით უფრო მალე მიხვალო. შენც ნალებით ასფალტი არ გააფუჭო- გავიფიქრე, თქმით არაფერი მითქვამს.ამდენი ჭუჭყიანი ადამიანი ერთად არასდროს მინახია, ვიწრო ქუჩები სავსე იყო , ყველა ჯურის ხალხით , საწყლები ჭუჭყიანები,დაუბანლები, გაუბედურებული, აშკარად ეტყობოდათ კაი ხნის უჭმელები იყვნენ, ცოტა შემეშინდა , ალბათ ფიქრობენ , ამ ფუთქუნა, ფითქინა ბიჭს , რა ნაწილი უფრო გემრიელი ექნებაო , ავიჯაგრე , თქვენი ფუთქუნა ვინაა გულში ვფიქრობ, მაგრამ იმათთან შედარებით მართლა ფუთქუნა ვიყავი,(ფითქინობაზე არაფერს ვიტყვი) მიუხედვად იმისა, რომ ბოლო 3 კვირა კოკნარის გარდა არაფერი მქონდა არც ნაჭამი და არც დალეული, მაინც იმათთან შედარები ქონში ვცურავდი, ჯიბესი დანა მოვსინჯე , “ჩემ ჩორტ ნე შუტით”,რა იცი რა ხდება, ვნერვიულობ , ვეუბნები მანახეთ აი ეს ადგილი რუქას ვანახებ, (თქვა რუქამან არაკი) და იმ ადგილას მცხოვრები, სინჯარა თუ სინრაჯა “ხუი ივო ზნაეტ მეთქი,” და ამ წვალებაში მივადექი , აზრზე ხარ იმის სახლს, იცი სად ცხოვრობდა? წარმოიდგინე ჩინეტის კედელი, მაგხელა კედელი იყო, გეუბნები და იმ კედელზე უფრო მაღალი კიდევ, ამ კედელში უამრავი ფანჯარა , თუ კარები ვერ გაიგებ, ერთი ფანჯარა დამანახეს სადღაც მეექვსე სართულის პონტში, მითხრეს აი იმ ფანჯარასი ცხოვრობს , ის შენი სინჯარაო. ვეუბნები იქ როგორ უნდა მოვხვდე, ან “ვაბშე” ის ეხლა იქაა თუ არა, როგორ უნდა გავიგო. მერე ერთი დავკერე , დამთანხმდა 20 ცენტად ავძვრები და გავიგებ იქაა თუ არა. თუ იქაა, კიბესაც ჩამოვაგდებინებო. გავკარი სპაიდერმენს , ეს მასტი კედელზე დაძვრებოდა, ორ წუთში, ფანჯრიდან მეორე მასტთან ერთად გადმოიხედა, ჩემი თავი დაანახა და თან რაღაცს უხსნიდა, ბოლოს ეტყობა დაითანხმა და ზემოდან კიბე ჩამოაგდეს. მე რა ხერგიანი ვარ, ხო აზრზე ხარ. ნახევარი საათი მივძვრებოდი. კიბე, აქეთ იქით ქანაობს, ვეხეთქები კედელს, დავლურჯდი , ჩემს წვალებას რო უყურეს შევეცოდე , ქვემოთ ვიღაცეებს ჩასძახეს, იმათ კიბის ბოლო დაიჭირეს და მერე გამიადვილდა , როგორც იქნა ავძვერი და სიმაღლეში მეტრა ნახევრიან და კვადრატურაში 3-4 კვადრატულიან ოთახ--გამოქვაბულში აღმოვჩნდი. მასტი მეკიტხება ვინა ხარო, მე კიდე ვეუბნები ავლაბრელმა ნუგზარამ მომცა შენი მისამართი და თან მოგიკითხა , ხო ნაღდათ სინჯარა ხარ მეთქი, აზრზე ხარ? გაიხსენა ამ ჩემისამ ნუგზარა, მაგრა გამისწორდა, დამიფასდა ამხელა თავგაწირვა. რა გინდაო? რა მინდა კეთილო კაცო და გავიგე ხალხს ზღაპარში ახვედრებ, მოდი ერთი კარგი ზღაპრის გმირი გამხადე მეთქი. ეხლა მარტო ოპიუმიანი ზღაპარი მაქვსო. ეეე, გაგახარებს შივა და რამა, სანსარას წრეს აცდენოდი, პირდაპირ ნირვანაში მენახოს შენი თავი, დავლოცე როგორც შემეძლო.
მაიტა მაგ ზღაპრის, ყველა გვერდს ვყიდულობ. შენ როგორ გაწყენინებო, 30 დოლარად 40 ჩეკამდე რომ წამალი გამოვიდოდა იმდენი ავიღე, მეტი არა ჰქონდა. ვიფიქრე , საქართველოს დედაც , კუსასიც და ზურასიც. სად უნდა წავიდე ამაზე მაგარ ადგილას, ავიღებ ამის მეზობლად ოროთახიან გამოქვაბულს, ცოტა უფრო მოზრდილს და აქედან ქვემოთ ჩამსვლელის დედაც. გეუბნები სრული სერიოზულობით დავფიქრდი ამ საკითხზე, მაგრამ ერთი რამე მაბრკოლებდა--ფულის საკითხი. გადავწყვიტე ჩავალ ცოტა ხნით, გურჯისტანში ამ საკითხს მოვაგვარებ, ჩემს ბინას გავყიდი, ამ ფულით , იქ 40 წელი არაფერი მომაკლდებოდა. ორმოც წელიწადს კიდევ, რომელი მათუსალა მე ვარ ვიცოცხლო , დაჟე შემეძლო დარჩენილი ფულით ჩემი სახელობის ფონდიც კი დამეარსებინა, უპატრონო ნარკომანებისთვის. ზღაპარში შემეძლო ცხოვრება. ზღაპარში ყოფნა არ მიჯობდა , უაზრო ყოველდღიურობას? ასე ვფიქრობდი, მაგრამ არ გამომივიდა. საბოოლოდ თბილისში ჩამოვედი და შევრჩი. ამ ქალაქს ხო ეგ აქვს თვისება, იძახი ჭაობია, არაფერი ხდება , აქ რა მინდა , მაგრამ მაინც ვერსად მიდიხარ , რჩები ჭაობში და ბაყაყივით აგრძელებ ყიყინს. . ესე სევდიანად დამიმთავრა თხრობა თავის ინდოეთსი მოგზაურობის შესახებ. მოყვა ეს ისტორია და შემომიტია , იფიქრა ციტადელი აღებულია და ჯერ , ხომ გითხარი ვახტანგური მომთხოვა თავის შემდგომი კოცნა-პროშტნით და მომავალი კოტრიალით, ეგ რომ არ გამოუვიდა სავარძლის სახელურზე ჩამომიჯდა , ჩემი მედალიონით დაინტერესდა. კი მეცოდებოდა, ვიფიქრე ვაკოცნინებ, ამ უბედურს წმინდა პორპირეს ხატზე , მაგრამ ვერ გაიგებდა მთლად მართებულად და გადავიფიქრე, მაშინ იყო , რომ ვთხოვე კონიაკის მოტანა. ბეწვზე ხარ გადარჩენილი ჩემო ლალი-ვუღიმი. ბეწვზე მე კი არა ეგაა გადარჩენილი , რისი თავი ჰქონდა მაგ უბედურს, ძლივს ბოდავდა რაღააცეებს, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო , ხო ვიცი ბოზის “ბროშკასავით”, მკერდიდან მეყოლებოდა მოსახსნელი. მოიცა, რეებს იძახი ამიტყდა სიცილი, დაგამტვრევ და ნახავ მერე. მკაცრი ხარ ძალიან, ეგრეც არაა საქმე ჩემო კარგო-ვეხუმრები. კარგი არ ვიქნები მკაცრი, და იცი რა ვქნათ, რა? ეხლა მომაფიქრდა , მოდი გვეყოფა ბოდიალი , ესე ხომ არ ვიწანწალებთ მთელი ღამე. მივიდეთ აბანოებამდე, ცოტა რომ შერიჟრაჟდება, აბანოში შევიდეთ, თორემ ხვალ ვერ ვივარგებთ. აბანოში შესვლამდე კი, შენი ნებართვით , თვალს მოვხუჭავ მანქანში, თუ მანამდე სადმე არ გადმომსვამ და არ გადმომაგდებ. ვაპირებდი , მაგის გაკეთებას მაგრამ , რადგან მთხოვე და დამასწარი აღარ ვიზამ , შეგიცოდებ, ოღონდ სადმე მაღაზიაში , ერთ ბოთლ არაყს ვიყიდი, კარგი? თუ ეგრე ძალიან გინდა იყოდე , მაგრამ მე თუ მეკითხები, გეტყვი რომ აღარ გჭირდება. მჭირდება, ლალი ,მჭირდება, ცოტას დავლევ და მეც მივიძინებ ,გულით მინდა შენ მშვიდ ძილს ვუდარაჯო , მაგრამ პოლიციეს მივანდობ მაგ კარგ საქმეს და მეც შენთან ერთად ჰიპნოზის საუფლოში გავინავარდებ. სად იყიდი არაყს.? ეგ მაგარი ძნელი ამბავია, ზემელზე შევიაროთ მაღაზიაში, შენ გინდა რამე ?-ვეკითხები ლალის. არა , არაფერი. არაყს , ტიკტაკს (ეგ საჭირო “ვეშია”), პაუზისათვის "ტვიქსებს" ვიყიდი, მიდის არაყზე. რაც გინდა იყიდე , მე პიტნის საღეჭი მიყიდე კაი- ვუთხარი და მაღაზიასთან შევაჩერე. რაც მინდოდა ყველაფერი ავიღე. ლალის საღეჭი რეზინაც და ტიკ ტაკიტ პირგამოტენილმა , მანქანა ჭრელი აბანოებისკენ წავიყვანე. ხუთი ხდებოდა ჭრელ აბანოებთან მანქანა რომ შევაჩერე. გადარცენისა დასალევი მაქვს, ვთქვი ჩემთვის რა გადარჩენის? პოლიციამ რომ არ გაგვაჩერა. ჰო, კარგია ეგ. მე კი დავიღალე ძალიან. მითხრა ლალიმ , მეძინება. გადაწიე საზურგე,სკამიც უკან დაწიე, მოეწყვე ნორმალურად და დაიძინე. შვიდზე გაგვეღვიძება? “სტაიანშიკს” ვთხოვ და გაგვაღვიძებს, დაიძინე, დაიძინე. მე გადავალ “სტაიანშიკს” დაველაპარაკები. ჯიბეში არაყი და ორი “ტვიკსი” ჩავიდე და გადავედი. რომ მოვალ დაძინებული დამხვდი-დავუბარე ლალის და მოწყენით მდგარ დარაჯისკენ გავწიე. კაი , კაცს გაუმარჯოს. გაგიმარჯოს , მომესალმა. “სმენა” რომელზე გეცვლება , კეთილო ადამიანო? 7-ზე –მოვა მეწყვილე. ჰქენი სიკეთე რომ შეიცვლები , აგე იმ მანქანაში ვიჯდები,(დავანახე) ცოტახნით დავიძინებ და მაგ დროისთვის გამაღვიძე, კარგი? კი ბატონო , რა პრობლემაა. შენ არ გეძინება?-ვეკითხები. მივეჩვი, როცა ჩემი მორიგეობაა, აღარ მეძინება, უწინ უფრო მიჭირდა , ეხლა აღარ. ხო არ დალევდი , არაყი მაქვს-ვეპატიჟები. საათზე დაიხედა. რატომაც არა, შეიძლება უკვე. არაყი ამოვიღე ჯიბიდან და შოკოლადები. ერთი მივაწოდე. მადლობა გადამიხადა. საიდანღაც ორი პატარა ჭიქაც გააძრო. დავისხით . დაილოცე-ვთხოვე. გაგვიმარჯოს, აგე დილა დგება, და მშვიდობიანი დღე გაგვთენებოდეს, არ ვიცი საიდან მოდიხარ და რას აპირებ , მაგრამ მინდა რომ შენც , მეც ყველას ჩვენ გარშემო , ბედნიერი და მზიანი დღე გაგვითენდეს . მომიჭახუნა და გადაჰკრა. ეგრე იყოს მეთქი დავეთანხმე , აღარ განვევრცე და დავლიე. მოდი , ეხლა მე ერთსაც დავლევ და წავალ, კეთილო კაცო, თორემ ფეხზე ვეღარ ვდგევარ, თუ არ მიწყენ. რა უნდა გიწყინო –გამიღიმა. მოხვედი პატივი მეცი. კეთილი სიტყვა მითხარი. ხოდა მანდა ვარ, ჩემო ძმაო. ჩამოვასხი ჭიქებში და გავაგრძელე; დღეს ვნახეთ ერთმანეთი და ვინ იცის კიდევ შევხვდებით თუ არა, სახელი არ ვიცი მე შენი და შენ ჩემი, მაგრამ კარგი სიტყვა არ დაგვიმადლებია და დალოცვა ერთმანეთის, მოდი, ყოველთვის და ყველგან ასე ყოფილიყოს , არ დაგვნანებოდეს მეორე კაცისთვის კეთილი სიტყვა და არც იმას ჩვენთვის. გაიხარეო , მითხრა და დავლიეთ. მოდი ძმაო , ეს არაყი შენ დაიტოვე , გათენებანდე კიდევ შეგხვდება ვინმე ჩემნაირი და დაგჭირდება. მე კი , როგორც შევთანხმდით 7-სთვის გამაღვიძე. მიდი ,ძმაო მოისვენე. ლალის ეძინა , ფრთხილად გავაღე და უფრო ფრთხილად მოვიხურე, რომ არ შემეწუხებინა. თავი, საწყლად გადაეგდო გვერდულად და ეძინა , ასე უსახლკაროდ და უძიროდ დარჩენილს, ღმერთო უშველე რამე-გადავიწერე პირჯვარი და ლეთას წყლები პირზე მოვიცხე. … …………………………………………………
კაკუნის ხმამ გამომაღვიძა, დარაჯი იყო. გაიღვიძე ძმაკაც მივდივარ უკვე. საათთს მანახებს, ნახევარია რვის, მეტს ვეღარ გავჩერდებიო. ფანჯარა ჩავწიე. შვიდზე, რომ მოვედი ისე გეძინა , შემეცოდე აღარ გაგაღვიძე, მეწყვილესაც დავუბარებდი , მაგრამ იქნებ როგორ გეჩქარება და მაგიტომაც აღარ შეგეშვი და გაგაღვიძეო. კაი კაცი ხარ, კარგი ჰქენი , ნაღდათ საქმეებია. აბა , კაი გაგვეგოს ერთმანეთისო. გამომემშვიდობა და წავიდა. ლალი! შევნჯღრიე ოდნავ. ჰოოოო...… გაიღვიძე, რვის ნახევარია. მღვიძავს-პასუხი. ვიცი და მაგიტომაც გეუბნები. საზურგე გადმოწია , სკამიც გაასწორა. სარკეში ჩაიხედა;--აუ რას ვგავარ. რას გავხარ და ახალ გაღვიძებულ ქალს. ქალს კი არა ბაბაიაგას ვგევარ. ვანებებ დაწყნარებას თავს-ვიცი აზრი არ აქვს. მანქანიდან გადმოვედით. რას იზამ, შემოხვალ?-მეკითხება ლალი სად? კარგი რა, გათენდა უკვე , შენ კიდევ ღამევე ამოწურე შტერული კითხვების ლიმიტი. არა, არ შემოვალ, არაა საჭირო. გამიცინა, არა რა, არაფერი გეშველებათ კაცებს. რა გვაქვს ვითომ საშველი? რა იფიქრე , ეხლა შენ? რა ვიფიქრე? კარგი , ბატომო თუ ეგრე გინდა გამოიშტერე თავი. შემოდი და იბანავე , მე საერთოში შევდივარ, ქალებში კიდევ შენ არ შემოგიშვებენ, ძალიანაც რომ გინდოდეს. მიდი, მიდი შენც შედი იბანავე , იცი რა მაგარია , მთელ დაღლილობას მოგიხსნის, მერე სახლამდეც ხალისით მიმიყვან. სახლამდე ისედაც მიმყავდი, ნუ გეშინია. აბანოში შევდივარ. დაილოცოს გოგირდის აბანოს მომგონი. ახალდაბადებულივით ვარდისფერი და ნორჩი გამოვედი აბანოდან, ხალიასიანი და დაღლილობის კვალ გამქრალი. ცოტახანში ლალიც გამოვიდა. ჰა , დავემსგავსე ადამიანს?--მეკითხება. ისედაც ჰგავდი და არა გჯერა. ახლა უბრალოდ კარგ ადამიანს გევხარ-ვეანგლები. ათარბეგოვზე გავიდე?-ვეკიტხები. კი, რომელი საათია? ცხრაა არი უკვე, სანამ მივალთ ნახევარიც გახდება ათის ,ჩემი დაქალიც მარტო იქნება, ბავშვებიც წასულები იქნებიან სკოლაში და ქმარიც სამსახურში. დავსხდებით, ვიჭორავებთ. მიყვარს ეგ დრო, მარტო რომ ვრჩებით, მე და ჩემი დაქალი. შენც მოხვდები დღევანდელ გასაჭორებში. აბა შენ იცი ძალიანაც არ გამიმეტოთ. ნუ გეშინია , ცუდ არაფერს ვიტყვით და კარგი კიდევ იყოს ბევრი, რა გენაღველბა, ჰო , ეგრე შეიძლება. ჭავჭავაძის აღმართზე ავუხვიე. ეგეც უბანი, ისეთი შეგრძნება მაქვს, შორი გზიდან მოვბრუნდით. რას ერჩი , მაგრად ვიბოდიალეთ , არა? ჰო, არაუშავდა. მითხარი , მაგრამ დამავიწყდა, სად ცხოვრობს ის შენი დაქალი? მარჯვნივ გაუხვიე, მეორე სახლია მარჯვნივ, გასაგებია. მოვუხვიე .ესაა.? ჰო ესაა, გააჩერე. იცი მგონია რომ , ყველაფერი ამეწყობა და მაინც წავალ საფრანგეთში. ბუბუ თუ დაინახე უჩემოდ ბაღში მორბენალი, იცოდე რომ წავედი და ბუბუსიკს ქრთამი უნდა მიუტანი , სამი კილო პედიგრი,… მოსულა? ხუთს მივუტან, ვიცი ყველაფერი გამოგივა. აგე, თუ არა, ეს კარგი ნიშანია. რაზე ამბობ? დავითას ვერ ხედავ? უი, დათო! დათო კი არა დავითი, ვუსწორებ მე. დავითა იჯდა ტროტუარზე , ყვავილებით ხელში, დასახატი იყო რა. გაუხარდა ჩვენ დანახვა, ეგრეც ვიცოდი, შენთან გავიარე სახლში არააო, ტელეფონი გამორთული გაქვს . მერე აქ ამოვედი-მეთქი მოიყვანს, აბა რას იზამს... ლალის მიუბრუნდა, ხო მაპატიებ? არ უნდა დავლიო რა, ოდნავ მეტი მომივა და ვშტერდები, რა ვქენი კი არ მახსოვს, მაგრამ ამის წერილი ვნახე დილას და გული გამისკდა—ჩემზე იძახის არაფერი დავით , ნამდვილად არაფერი---უღიმის ლალი. მართლაა?? მაგრამ ვინერვიულე. გაიხარე , ამოვისუნთქე ესე იგი , მაპატიე? გაპატიე , გაპატიე. ლალი, ეს ყვავილები ჩემგან შენ. მადლობა დავით. აჰა , დილა ყვავილებით დაგეწყო , რა გინდა მეტი? წავალთ მაშინ ჩვენ. კარგად იყავით , ჩემო კარგებო, მოდი გაკოცოთ--გვეუბნება ლალი. გადავკოცნეთ, დავემშვიდობეთ. პირობა არ დაგავიწყდეს-მეუბნება ლალი, ნუ გეშინია, ირბენს ბუბუ ამაყად მაძღარი. კარგად ლალი, ვემშვიდობებით. გამიყვან სახლში? მეკითხება დავითი. აბა , რას ვიზამ.
ესეც იმ ღამის ისტორია, ჩემო ძმაო გია, მოგიყევი ყველაფერი, რადგან ასე გაინტერესებდა. სულ ეს იყო? აბა, მეტი რა უნდა ყოფილიყო? რა ვიცი აბა? მეგონა მართლა რაღაც მოხდა. არაფერი მეტი, ეგ იყო თავი და ბოლო, თუმცა ბოლო არა. ბოლო ეხლა იქნება, მიდი ძმურად მაღაზიაში გადადი და პედიგრი იყიდე. ფულს ვაძლევს გიას, მე მანამდე ოთახს მივალაგებ, თორემ კიკეთიდან ჩამოდიან დღეს ჩემები. მერე ამ პედიგრის რა ვუყო? მოიტან და არაყს მივაყოლებთ. კაი შტერი ხარ რა, ეგე, შავთვთმიანი ქალი რომ დგას ზურგით, იმას მიეცი, უთხარი ეგ ბუბუს ძღვენია თქო. კარგი გავედი, მოვალ მალე-მეუბნება გია. მიდი, მიდი გელოდები. –ვპასუხობ მე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. დღეს ჰარის დღე მქონდა! :*
მაგარ! დღეს ჰარის დღე მქონდა! :*
მაგარ!
14. თქლაფა-თქლუფით წავიკითხე!!!ჰარი მიიღეთ ჩემი გულწრფელი აღტაცება! თქლაფა-თქლუფით წავიკითხე!!!ჰარი მიიღეთ ჩემი გულწრფელი აღტაცება!
13. გული მეტკინა... შემეცოდა ბუბუ და ლალი...რაც არ უნდა იყოს, აქედან წასვლა ძალიან ძნელია....უფრო მეტად მიუსაფარი ხარ უცხო, თანაც მაძღარ ქვეყანაში და თავს კი ვერსად გაეცევი.... მოკითხვა და კეთილი სურვილები ავტორსა....:) გული მეტკინა... შემეცოდა ბუბუ და ლალი...რაც არ უნდა იყოს, აქედან წასვლა ძალიან ძნელია....უფრო მეტად მიუსაფარი ხარ უცხო, თანაც მაძღარ ქვეყანაში და თავს კი ვერსად გაეცევი.... მოკითხვა და კეთილი სურვილები ავტორსა....:)
12. ძალიან კარგად წერთ, მომეწონა ძალიან :) ძალიან კარგად წერთ, მომეწონა ძალიან :)
11. ჩემი ქება შეიძლება იყოს სუბიექტური, გამარჯვება, დამიჯერე,შეგხვდა ობიექტური, ხარ ყველასთვის საყვარელი და ჭკვიანი ავტორი, ზე-კაც! უფლის ჯარისკაცი! სიყვარულის დოქტორი!
ჩემი ქება შეიძლება იყოს სუბიექტური, გამარჯვება, დამიჯერე,შეგხვდა ობიექტური, ხარ ყველასთვის საყვარელი და ჭკვიანი ავტორი, ზე-კაც! უფლის ჯარისკაცი! სიყვარულის დოქტორი!
10. ჰარიკო, დიალოგის დეფიზებს თუ არ დასვამ, არაფერი გამოვა. როცა კითხულობ, გეგონება, კი არ საუბრობენ, შენი წერის სტილია თითო ხაზზე 2-2 სიტყვის წერაო... :) ჰარიკო, დიალოგის დეფიზებს თუ არ დასვამ, არაფერი გამოვა. როცა კითხულობ, გეგონება, კი არ საუბრობენ, შენი წერის სტილია თითო ხაზზე 2-2 სიტყვის წერაო... :)
9. ვერცერთ ფრაზას ვერ გამოვყოფ , მთლიანად მომეწონა თავისი კორექტურებიანად! ვერცერთ ფრაზას ვერ გამოვყოფ , მთლიანად მომეწონა თავისი კორექტურებიანად!
8. საწყლად გადაეგდო გვერდულად და ეძინა , ასე უსახლკაროდ და უძიროდ დარჩენილს, ღმერთო უშველე რამე-გადავიწერე პირჯვარი და ლეთას წყლები პირზე მოვიცხე. …
:( კარგი კაცი ხარ, შენ ...და კარგი, ძალიან კარგი ავტორი :) კორექტურებს გპატიობ. რიგირთი მკიტხველი ;)
პ.ს. საონტერესოა ლალი როგორ არის ახლა? საწყლად გადაეგდო გვერდულად და ეძინა , ასე უსახლკაროდ და უძიროდ დარჩენილს, ღმერთო უშველე რამე-გადავიწერე პირჯვარი და ლეთას წყლები პირზე მოვიცხე. …
:( კარგი კაცი ხარ, შენ ...და კარგი, ძალიან კარგი ავტორი :) კორექტურებს გპატიობ. რიგირთი მკიტხველი ;)
პ.ს. საონტერესოა ლალი როგორ არის ახლა?
7. მომეწონა, საინტერესოა და კარგად იკითხება. მომეწონა, საინტერესოა და კარგად იკითხება.
6. მომწონს მომწონს,აი,შთაბეჭდილების ქვეშ ვტოვებ აქაურობას ხასიათიდან გამომდინარე რაღაც ძალიან ემოციურად კი წამეკითხა....:| მოგიკითხე ჰარი:* მომწონს მომწონს,აი,შთაბეჭდილების ქვეშ ვტოვებ აქაურობას ხასიათიდან გამომდინარე რაღაც ძალიან ემოციურად კი წამეკითხა....:| მოგიკითხე ჰარი:*
5. ეეეჰ, როდის ისწავლი შენ ტექსტის აკრეფას? ახლა უკვე კომენტარზე ვამბობ... ე ბიჯო, იყიდე ერთი 20-ლარიანი კლავიატურა... შენც დაისვენებ და ჩვენც.
ტექსტში - 5 ეეეჰ, როდის ისწავლი შენ ტექსტის აკრეფას? ახლა უკვე კომენტარზე ვამბობ... ე ბიჯო, იყიდე ერთი 20-ლარიანი კლავიატურა... შენც დაისვენებ და ჩვენც.
ტექსტში - 5
4. მადლობ ჯნათან ჭაო ა მედეა, ნამდილად ვაფასებ თვენ თავდაებას,მე რაც ჭავიკთხე, ვერ დავმალრე ჩემი აღშფოება:), პირობას ვდებ, ამ ორ დღEშ ავსწორებ და ბევრად უკეტესი წასაკიტხი გხდება ვიდრე ეხლაა:))სანამ არ დვდებ ვერ ვასწორბ, თან ეს კომპიც ასობს არ მიბეჭდავს,ამიტომ , მოიტევე, ვინც გაწვააალდით, და Vინც გაიწვადებით,ჩავსწორებ, ეხლაც რა საშიელება მიწერია , ნე ვიავატ ია კომპ სამ პრიშოლ:) მადლობ ჯნათან ჭაო ა მედეა, ნამდილად ვაფასებ თვენ თავდაებას,მე რაც ჭავიკთხე, ვერ დავმალრე ჩემი აღშფოება:), პირობას ვდებ, ამ ორ დღEშ ავსწორებ და ბევრად უკეტესი წასაკიტხი გხდება ვიდრე ეხლაა:))სანამ არ დვდებ ვერ ვასწორბ, თან ეს კომპიც ასობს არ მიბეჭდავს,ამიტომ , მოიტევე, ვინც გაწვააალდით, და Vინც გაიწვადებით,ჩავსწორებ, ეხლაც რა საშიელება მიწერია , ნე ვიავატ ია კომპ სამ პრიშოლ:)
3. ტღე ბიენ! სე მანიფიკ! ხომ "გევასებათ", ფრანგულად რომ ლაპარაკობენ ქალები:) ხელახლა წავიკითხე, თავიდან ბოლომდე... ასე უფრო "გემრიელია":) ...და ღირდა ლოდინად! ტღე ბიენ! სე მანიფიკ! ხომ "გევასებათ", ფრანგულად რომ ლაპარაკობენ ქალები:) ხელახლა წავიკითხე, თავიდან ბოლომდე... ასე უფრო "გემრიელია":) ...და ღირდა ლოდინად!
2. "გარეთ ზაფხულის ღამე თუ უკვე გამთენია იყო, უფრო კი ის დრო, ღამე რომ გრძნობს დაერხა და იცის ნელანელა უნდა ჩალაგდეს. ის პერიოდია, ჩიტები რომ “სპინიმ მოზგომ” ხვდებიან გათენდება ცოტახანში, და ჯერ კი არ ხმაურობოენ, მაგრამ ბუდეებში ერთი გვერდიდან მეორეზე, მხარს ინაცვლებენ, ტრიალდებიან და ღამის სიჩუმეს, სწორედაც მათი გვერდის მოცვლის ხმა არღვევს." რა კარგიააა... რა ლამაზად თენდება...
სახსრიან ფეხებიანი კოღოც მაგრად მომეწონა...ინდოეთის ამბებიც და საერთოდ მაგრად ყვები... საოცრად მომიხვლელი ხელწერა გაქვს...თბილი...ქალაქური... 555555555555 "გარეთ ზაფხულის ღამე თუ უკვე გამთენია იყო, უფრო კი ის დრო, ღამე რომ გრძნობს დაერხა და იცის ნელანელა უნდა ჩალაგდეს. ის პერიოდია, ჩიტები რომ “სპინიმ მოზგომ” ხვდებიან გათენდება ცოტახანში, და ჯერ კი არ ხმაურობოენ, მაგრამ ბუდეებში ერთი გვერდიდან მეორეზე, მხარს ინაცვლებენ, ტრიალდებიან და ღამის სიჩუმეს, სწორედაც მათი გვერდის მოცვლის ხმა არღვევს." რა კარგიააა... რა ლამაზად თენდება...
სახსრიან ფეხებიანი კოღოც მაგრად მომეწონა...ინდოეთის ამბებიც და საერთოდ მაგრად ყვები... საოცრად მომიხვლელი ხელწერა გაქვს...თბილი...ქალაქური... 555555555555
1. Mმიდი ძმურად მაღაზიაში გადადი, და პედიგრი იყიდე. ფულს ვაძლევს გიას, მე მანამდე ოთახს მივალაგებ, თორემ კიკეთიდან ჩამოდიან დღეს ჩემები. M მერე ამ პედიგრის რა ვუყო? მოიტან და არაყს მივაყოლებთ , შენც კაი შტერი ხარ რა, ეგე, შავთვთმიანი ქალი რომ დგას ზურგით, იმას მიეცი, უთხარი ეგ ბუბუს ძღვენია თქო.
ცრემლი ყელში ბურთივით გამეჩხირა.... კარგი ადამიანი ხარ რამაზ..
Mმიდი ძმურად მაღაზიაში გადადი, და პედიგრი იყიდე. ფულს ვაძლევს გიას, მე მანამდე ოთახს მივალაგებ, თორემ კიკეთიდან ჩამოდიან დღეს ჩემები. M მერე ამ პედიგრის რა ვუყო? მოიტან და არაყს მივაყოლებთ , შენც კაი შტერი ხარ რა, ეგე, შავთვთმიანი ქალი რომ დგას ზურგით, იმას მიეცი, უთხარი ეგ ბუბუს ძღვენია თქო.
ცრემლი ყელში ბურთივით გამეჩხირა.... კარგი ადამიანი ხარ რამაზ..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|