ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2012


სამყარო

სამყარო
ერთი  სიტყვა
ერთადერთი  რეალობა
და ჩვენ ვინ ვართ  ამ სამყაროში,
ვერავინ იტყვის..
ჩვენც ისეთივე საგნები ვართ, როგორც საფერფლე,
როგორც  ეს სკამი,
რომ  დაარტყამ და  რომ ვეღარ  გამოიყენებ
ანუ მოკვდება
ზუსტად ისე, მე რომ მოვკვდები
და ისიც  ისევ, ამ სამყაროს ნაწილი  რჩება
როგორც მე მაშინ, როცა თუნდაც  გარდავიცვლები.
აქ რაღაც  ხდება, უფრო მეტი, ვიდრე სიცოცხლე,
უფრო მძიმე, ვიდრე სიკვდილი.
შეიძლება ჩვენ კადრები ვართ
ფილმი, რომელიც  მათ გადაიღეს
სწორედ ისე, ჩვენ რომ ვიღებთ, ჩვენ რომ ვიგონებთ..
იქნებ ისე  შევრჩით ჰაერს, როგორც ბგერები
რომლებიც ზუსტად იმდენჯერ ისმის, რამდენჯერაც გამოიხმობენ.
იქნებ ვიღაცის ფიქრები ვართ, ისე, როგორც ჩემი_თაკანე.
___________ __________ ___________ __________
სამყარო, სახლი სადაც ვცხოვრობთ,
სახლი, სადაც ბევრი სახლია_  ჭიანჭველის, დათვის, ჟირაფის
სადაც  სხეულებს ინსტიქტები გვაერთიანებს
და უამრავი საფრთხის მიღმა  ჯერ კვლავ ვგრძელდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები