ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: akaki-2
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2008


ჩემი აფხაზეთი

აფხაზეთის მიწავ,
ჩემს სიცოცხლეს ვფიცავ,
ამ პატარა გულით
შენს სიყვარულს ვიცავ.
სიზმრად გნახე ღამით,
გავიხარე ამით,
მხოლოდ ერთი წამით,
რომ გიხილე თვალით.
ლესელიძე, გაგრა
მე მიყვარხართ მაგრად,
მომენატრეთ, მაგრამ
ნეტავ თვალით გნახავთ??
ზღვაში ჩადის მთვარე
და მზიანი მხარე.
გაყინულა არე......

აფხაზეთის მიწავ
ყველაზე წრფელს ვფიცავ.
ჩემი ნორჩი გულით
შენს სიყვარულს ვიცავ.

აკაკი გორგიაშვილი
2007წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები