ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2012


###

დრო
ვერ ეგუება მარტოობას,
არც მკურნალი არის ჭრილობების,
ღვინოს არ დავაბრალებ დათრობას,
თუ კი სიყვარულით დავითვრები.
სიზმრებს მოვუხერხე
-ვერაფერი,
ისევ მესიზმრება
-არაფერი,
ღამეს გავუთენე
ბოლო ღამე,
ჩუმად შევიყვარე ჩემი მტერი.
დღეებზე სწრაფად
წლები გარბის,
ხოდა მაგიჟებენ ეს ცოდვები,
ცხოვრებაში,
ბევრჯერ დავაგვიანე, მაგრამ...
გვიან, მაინც ვისწავლე ლოცვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები