| ავტორი: გეგას ჟანრი: პოეზია 12 თებერვალი, 2012 |
ეჰეეეი, ჩემო წინაპარნო, მანდ როგორა ხართ, ჩვენი შემყურე ალბათ სიმწრით თქვენსვე ძვლებსა ხრავთ.
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა როგორ არიან? -საქართველოში კვლავ უწინდელი სიმწუხარეა.
ჩვენს ქვეყანაში ადრინდელი არის ქაოსი დღევანდელობას სახე არ აქვს სააქაოსი.
უკუღმა ბრუნავს ამ უბედო ბედის ბორბალი მოწამლულ სისხლში აღმოცენდა წმინდა ხორბალი.
ეჰეი, ჩემო წინაპარო, სად ხარ, ხმა გამეც, ანდა, მოდი და მე, ცრემლგამშრალს, გულს დანა დამეც.
ჩათრეული ვართ (ჩაყოლის ნაცვლად) ბიძურ გუბეში და ქართლის დედამ ტკივილი იგრძნო გულთან, უბეში.
შენი ხმის ცდაში გაილია მრავალნი დღენი, გემუდარები, გაგვაგონე ესე ხმა შენი.
ეჰე, წმინდაო წინაპარო, არ ვართ ღირსები, საწყალთა ჩაგვრით უსქელდებათ დიდკაცთ ქისები.
ურჯულოების ხელშია დღეს წმინდა ხახული ნესტან-დარეჯანს გარს უვლიან ქაჯნი ფერხულით.
უპატრონობით პური დაობდა, დაძმარდა ღვინო, პირობას გაძლევ, თუ ვერ გაცხონებ, არც შეგარცხვინო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გენაცვალე. კაია გენაცვალე. კაია
4. პირობას გაძლევ, თუ ვერ გაცხონებ, არც შეგარცხვინო! პირობას გაძლევ, თუ ვერ გაცხონებ, არც შეგარცხვინო!
3. ღრმა ბავშვობაშია დაწერილი, თუმცა შორს არც ახლა ვარ ამ აზრებისგან ღრმა ბავშვობაშია დაწერილი, თუმცა შორს არც ახლა ვარ ამ აზრებისგან
1. პირობას გაძლევ, თუ ვერ გაცხონებ, არც შეგარცხვინო!
ეს მომეწონა, საერთო ჯამში ძალიან პესიმისტურია. პირობას გაძლევ, თუ ვერ გაცხონებ, არც შეგარცხვინო!
ეს მომეწონა, საერთო ჯამში ძალიან პესიმისტურია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|