ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეიკო ადეიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
16 თებერვალი, 2012


თანამედროვე ზღაპარი- ფასები და პენსია (მე-2 ნაწილი )

  გამოხდა ხანი.
    პენსია გაიზარდა, გაჯანსაღდა, დამშვენდა. მოკლედ, მის დანახვას არაფერი სჯობდა.ყველამ შეიყვარა, ყველა იმედის თვალით შესცქეროდა.
  სამაგიროდ, ფასებმა შეწყვიტეს ზრდა.დასუსტდა  ,დაბეჩავდა.
  „ნეტავ ,სად არის ფასები?“-ფიქრობდა პენსია.“-მის პატივისცემას რა  დამავიწყებს, როგორი
იმედი მომცა, კაცად ვიგრძენი თავი. ძალიან მენატრება. ვახსოვარ, კი?..იქნებ , ვეღარც მიცნოს.“
  წინათგრძნობა სინამდვილედ ექცა პენსიას. კვლავ შეხვდნენ  ძველი მეგობრები, თუმცა, ერთმანეთის ცნობა,  პირველად  ,გაუჭირდათ .
-ვაა,ეს შენა ხარ, მეგობარო?-გაკვირვებით დააშტერდა ფასები.-პლასტიკური გაიკეთე, თუ...?! რა ლამაზი ყოფილხარ? თან როგორ გაზრდილხარ? ამას ვინ წარმოიდგენდა. გულით გილოცავ!
ძმურად გადაეხვივნენ ერთმანეთს.სიხარულის ცრემლები აუკიაფდათ თვალებში.
პენსიამ შენიშნა,რომ ახლა ფასები დაპატარავებულიყო და  დასუსტებულიყო, მასთან შედარებით.
-რა გჭირს, ავად ხომ არ ხარ?იქნებ, შევძლო დახმარება, ხომ ხედავ რა ჯანზე ვარ!
-გმადლობ! არ ღირს შეწუხებად...შენ კი, მართლაც გვარიანად დაზრდილხარ, ყოჩაღ! მიხარია, ბედნიერებას გისურვებ გულწრფწლად! გზაჯვარედინთან მოვსულავართ, კიდეც, ერთმანეთის დაშორებაც მოგვიწევს,ალბათ.
პენსიამ შენიშნა აღმართი, საითაც უნდა წასულიყო. ფასებმა გეზი მარცხნისკენ, ანუ დაღმართისკენ აიღო.
  აქეთ მოდი,  ძმაო! ერთად ვიაროთ. ჩვენ ერთნაირი უფლებები გავქვს და ნუ გავყოფთ ჩვენს სავალ გზებს.-სთხოვა პენსიამ.
ფასებმა თანხმობისა და მადლიერების ნიშნად გაიღიმა  და ბედნიერად გაუდგნენ გზასა.

                                              ჭირი იქა, ლხინი აქა,
                                                ქატო იქა, ფქვილი.  აქა. 
             


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები