 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 20 თებერვალი, 2012 |
არაფერი არ ხდება, ან რა უნდა ხდებოდეს, დრო სულ სადღაც გარბის თან, კისერმოუტეხავად. ყოველ დილით ალაგებს ხასიათი ჩემოდნებს, მე კი ისე ვუყურებ, რა პოზაშიც ეხლა ვარ... ყოველ დილით მხვდები და მეკითხები, - როგორ ვარ? მე სულ "რა ვის" გპასუხობ და შენც რა ვერ გაიგე. იღბლიანი ბორბალი ჩემსკენ თუ გამოგორდა, ვიღაც გამოხტება და საბარგულში ჩაიგდებს... დღეა თევზის სიმლაშის, ზედ ლუდ დასაყოლები, კარზე კომუნალური გაუჩრიათ, ტკიცინა. იცი, ახლა როგორ ვარ? რომ არ მოიყოლება, რაზეც უნდა დაჯდე და გულიანად იცინო!.. "აფრენილი ალალი" ცაში დარჩა ალალად, ცად გზავნილი სურვილიც უპასუხოდ დატოვა... დარდებს საყვარელივით საწოლის ქვეშ არ ვმალავ, რადგან მე თვითონა ვარ მათი ძველი ავტორი... ვზივარ და ჩემს პრობლემებს გრძელ ნარდს ვეთამაშები, იქნება, გაუგორდეს დღეს "დუ შაში" კამათელს. სხეულით ვგრძნობ, რომ უნდა დაიბადოს საშველი, რადგან სამი ღამეა ჩემს ორსულ სულს დავათრევ... 19.02.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ცოტა ,,გაფრონცქვაც''როა კაი ხანდახან? ცოტა ,,გაფრონცქვაც``როა კაი ხანდახან?
21. ყოველ დილით მხვდები და მეკითხები, - როგორ ვარ? მე სულ "რა ვის" გპასუხობ და შენც რა ვერ გაიგე...
იცი, ახლა როგორ ვარ? რომ არ მოიყოლება, რაზეც უნდა დაჯდე და გულიანად იცინო!..
გემრიელი ლექსი. ყოველ დილით მხვდები და მეკითხები, - როგორ ვარ? მე სულ "რა ვის" გპასუხობ და შენც რა ვერ გაიგე...
იცი, ახლა როგორ ვარ? რომ არ მოიყოლება, რაზეც უნდა დაჯდე და გულიანად იცინო!..
გემრიელი ლექსი.
19. ყოველ დილით ალაგებს ხასიათი ჩემოდნებს
:)
ეგრეა. 5 ყოველ დილით ალაგებს ხასიათი ჩემოდნებს
:)
ეგრეა. 5
18. თანანა კარგია...............მაგრამ სულ ერთნაირია..............თითქოს აკოპირებ.......................შეცვალე რაღაცა...................ახლა შეიძლება მკითხო რაო.........................მე გიპასუხებ არ ვიცის......................თუმცა ვხვდები რომ რაღაც ააუცილებლად უნდა შეიცვალოს....................თუ გინდა მიაყოლე და ყველა ერთად წაიკითხე............ნახავ რომ სათაურები არ სჭირდება...................მაპატიე ჭკუას კი არ გარიგებ..................პოეტი ხარ და გაიგებ.......... თანანა კარგია...............მაგრამ სულ ერთნაირია..............თითქოს აკოპირებ.......................შეცვალე რაღაცა...................ახლა შეიძლება მკითხო რაო.........................მე გიპასუხებ არ ვიცის......................თუმცა ვხვდები რომ რაღაც ააუცილებლად უნდა შეიცვალოს....................თუ გინდა მიაყოლე და ყველა ერთად წაიკითხე............ნახავ რომ სათაურები არ სჭირდება...................მაპატიე ჭკუას კი არ გარიგებ..................პოეტი ხარ და გაიგებ..........
17. გრანდ. მადლობა ყველას, ვისაც გულზე მოგხვდათ ჩემი ლექსი! ასეთი შეფასებების მერე სული ცოტა "ამექავა", რადგან "ფრთაშესხმა" ვიგრძენი... გრანდ. მადლობა ყველას, ვისაც გულზე მოგხვდათ ჩემი ლექსი! ასეთი შეფასებების მერე სული ცოტა "ამექავა", რადგან "ფრთაშესხმა" ვიგრძენი...
16. არ დაჯდა "დუ შაში"? :) ..ერთი შეხედვით, "გაფრონცქილ" ლექსებს უნდა წერდეს თქვენნაირი ქალბატონი, მაგრამ რა გულ-ძარღვიანებს წერთ, გემრიელად! არ დაჯდა "დუ შაში"? :) ..ერთი შეხედვით, "გაფრონცქილ" ლექსებს უნდა წერდეს თქვენნაირი ქალბატონი, მაგრამ რა გულ-ძარღვიანებს წერთ, გემრიელად!
13. დღითი დღე აწეული თამასა:) სადამდე ვკითხულობ ამასა?, ვინმე გურული რამასა:)))
დღითი დღე აწეული თამასა:) სადამდე ვკითხულობ ამასა?, ვინმე გურული რამასა:)))
12. ღმერთმა გაგახაროთ, ძალიან მომეწონა :) ღმერთმა გაგახაროთ, ძალიან მომეწონა :)
11. მაგარია :)) ++ მაგარია :)) ++
10. ადამიანო-მე აქამდე ეს როგორ ვერ ვნახე???
წავაცანცარებ მე ამ ლექსს ჩემთან..
ადამიანო-მე აქამდე ეს როგორ ვერ ვნახე???
წავაცანცარებ მე ამ ლექსს ჩემთან..
9. რომ ავდგე ახლა და 5-თქო დავწერო აქ, შეიცვლება ვითომ ამით რამე? ) კომენტარებში "ფრიადის" დატოვებას, ისევ ხელზე მოკრძალებული ამბორი დაგიტოვო, ის მიჯობს მე და მომკალი თუ გინდა. )) რომ ავდგე ახლა და 5-თქო დავწერო აქ, შეიცვლება ვითომ ამით რამე? ) კომენტარებში "ფრიადის" დატოვებას, ისევ ხელზე მოკრძალებული ამბორი დაგიტოვო, ის მიჯობს მე და მომკალი თუ გინდა. ))
8. ერთი ამოსუნთქვა ემოცია...განწყობა გადამდები, იმდენად ცოცხალი...;-* მომეწონა ძალიან...5 ერთი ამოსუნთქვა ემოცია...განწყობა გადამდები, იმდენად ცოცხალი...;-* მომეწონა ძალიან...5
7. "...ძაღლისშვილი ვიყო, თუ ვიცოდე რა მინდა"...
აი, ამ განწყობაზე დამაყენა შენმა "შიგ გულში გგლიჯო" ლექსმა. გაიხარე თანანა, თ ა ნ ა ნ ა! მე ისევ მოვალ აქ, დიდი სათქმელით. "...ძაღლისშვილი ვიყო, თუ ვიცოდე რა მინდა"...
აი, ამ განწყობაზე დამაყენა შენმა "შიგ გულში გგლიჯო" ლექსმა. გაიხარე თანანა, თ ა ნ ა ნ ა! მე ისევ მოვალ აქ, დიდი სათქმელით.
6. სულ ყველაფერი უნდა დააკოპირო შენთან. აფერუმ ქალო!!! სულ ყველაფერი უნდა დააკოპირო შენთან. აფერუმ ქალო!!!
5. დღეა თევზის სიმლაშის, ზედ ლუდ დასაყოლები, კარზე კომუნალური გაუჩრიათ, ტკიცინა. იცი, ახლა როგორ ვარ? რომ არ მოიყოლება, რაზეც უნდა დაჯდე და გულიანად იცინო!..
სხეულით ვგრძნობ, რომ უნდა დაიბადოს საშველი, რადგან სამი ღამეა ჩემს ორსულ სულს დავათრევ...
დაიბადა საშველიც :)) მაგარია :) არვიცი რატომ მაგრამ კარგ განწყობაზე დამაყენა ლექსმა
ისე,იმდენად მომაბეზრებელი მელოდიაა აქვს ჩემთვის ლექსს ,რომ ხასიათს რომ არ ავეყოლიებინე და''გაესწორებინა'' ''გამიტყდებოდა'' უეჭველი :) რა ჟარგონულად ვწერ კომენტარს, მგონი კიდეც უხდება შენ ლექსებს :D დღეა თევზის სიმლაშის, ზედ ლუდ დასაყოლები, კარზე კომუნალური გაუჩრიათ, ტკიცინა. იცი, ახლა როგორ ვარ? რომ არ მოიყოლება, რაზეც უნდა დაჯდე და გულიანად იცინო!..
სხეულით ვგრძნობ, რომ უნდა დაიბადოს საშველი, რადგან სამი ღამეა ჩემს ორსულ სულს დავათრევ...
დაიბადა საშველიც :)) მაგარია :) არვიცი რატომ მაგრამ კარგ განწყობაზე დამაყენა ლექსმა
ისე,იმდენად მომაბეზრებელი მელოდიაა აქვს ჩემთვის ლექსს ,რომ ხასიათს რომ არ ავეყოლიებინე და``გაესწორებინა`` ``გამიტყდებოდა`` უეჭველი :) რა ჟარგონულად ვწერ კომენტარს, მგონი კიდეც უხდება შენ ლექსებს :D
4. მარტლა არავის გავხარ ყოველ დილით ალაგებს ხასიათი ჩემოდნებს,
დღეა თევზის სიმლაშის, ზედ ლუდ დასაყოლები,
იღბლიანი ბორბალი ჩემსკენ თუ გამოგორდა, ვიღაც გამოხტება და საბარგულში ჩაიგდებს.. . იცი, ახლა როგორ ვარ? რომ არ მოიყოლება, რაზეც უნდა დაჯდე და გულიანად იცინო!..
აფრენილი ალალი" ცაში დარჩა ალალად,
დარდებს საყვარელივით საწოლის ქვეშ არ ვმალავ, რადგან მე თვითონა ვარ მათი ძველი ავტორი.
სხეულით ვგრძნობ, რომ უნდა დაიბადოს საშველი,
მარტლა არავის გავხარ ყოველ დილით ალაგებს ხასიათი ჩემოდნებს,
დღეა თევზის სიმლაშის, ზედ ლუდ დასაყოლები,
იღბლიანი ბორბალი ჩემსკენ თუ გამოგორდა, ვიღაც გამოხტება და საბარგულში ჩაიგდებს.. . იცი, ახლა როგორ ვარ? რომ არ მოიყოლება, რაზეც უნდა დაჯდე და გულიანად იცინო!..
აფრენილი ალალი" ცაში დარჩა ალალად,
დარდებს საყვარელივით საწოლის ქვეშ არ ვმალავ, რადგან მე თვითონა ვარ მათი ძველი ავტორი.
სხეულით ვგრძნობ, რომ უნდა დაიბადოს საშველი,
3. ოჰ, რა განცდებია?! ოჰ, რა განცდებია?!
2. "აფრენილი ალალი" ცაში დარჩა ალალად, ცად გზავნილი სურვილიც უპასუხოდ დატოვა... დარდებს საყვარელივით საწოლის ქვეშ არ ვმალავ, რადგან მე თვითონა ვარ მათი ძველი ავტორი...
+5 ულაპარაკოდ! "აფრენილი ალალი" ცაში დარჩა ალალად, ცად გზავნილი სურვილიც უპასუხოდ დატოვა... დარდებს საყვარელივით საწოლის ქვეშ არ ვმალავ, რადგან მე თვითონა ვარ მათი ძველი ავტორი...
+5 ულაპარაკოდ!
1. ~დარდებს საყვარელივით საწოლის ქვეშ არ ვმალავ, რადგან მე თვითონა ვარ მათი ძველი ავტორი...~
~სხეულით ვგრძნობ, რომ უნდა დაიბადოს საშველი, რადგან სამი ღამეა ჩემს ორსულ სულს დავათრევ..~ ~დარდებს საყვარელივით საწოლის ქვეშ არ ვმალავ, რადგან მე თვითონა ვარ მათი ძველი ავტორი...~
~სხეულით ვგრძნობ, რომ უნდა დაიბადოს საშველი, რადგან სამი ღამეა ჩემს ორსულ სულს დავათრევ..~
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|