ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2008


იმერეთი

მახსენდება კოლბოური,
ჩამომჯდარი ჩეროსთან,
აივნიდან თავმომწონე
იმერეთი მღეროდა...

ქალბატონი ლეონინე,
დედის თბილი ხელებით,
მეფერება და მეღვრება
იმერეთის ფერები...

იმერეთი თიხის ზღვაში
ასჯერ ამოევლება,
და მწვანეში ამოყვინთავს,
თონეებად, ქვევრებად...

სტუმრის ხილვით გაიხარებს,
წელში გაიმართება,
სუფრის თავში ჩამოდნება
ჭინჭილებად, ყანწებად...

ხაჭაპურში ჩაგიძვრება,
მჭადის გულად გექცევა,
სტუმრის ჯიბრზე აენთება,
სიმღერებად, ლექსებად...

და თუ ძილი მოგერია,
ნაბახუსებს, ნავახშმევს,
ლაჟვარდებში აგიტაცებს
და ბავშვივით დაგარწევს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები