| ავტორი: MOW ჟანრი: პოეზია 4 ოქტომბერი, 2008 |
დატრიალდება წრეზე...დატრიალდება ქვევიდან ზევით.საუკუნის და წარსულს მიღმიდან,აქეთ,ჩვენსკენ ის მოსვლას ელის.ამოდის შავბნელ ნისლიდან და ახელს მრისხანე თვალებს,შეცვლილა,როგორ შეცვლილა ეს მხარე,არე–მარე... როცა ამოვა,მალე მოხდება და დასცემს ის რისხვას მაგარს,დასცემს ყველას და ყველაფერს,რაც კი მის სახეს არ სახავს,რაც კი მის სახეს წინ უდგას და რაც არ ატარებს მის ამბავს. მე კი მენდობა და მანდობს,რათა მოგიყვეთ ამბავი მისი,რათა გადმოგცეთ ბნელი წლებიდან აწმყო,წარსული თვისი. სადაღაც,მარანის სიმბოლოს მიღმა,(უფრო კი მის შუა გულს უკან),არის ქვებისა ოთახი თბილი დიად სივრცეში მუდამ.იგრძნობა სითბო და ძლიერება,რომელიც სულს რომ ათბობს/მითბობს,რომელიც ძალით აღავსებს ყველას,ვისაც უნდა რომ იგრძნოს! იგი მოვა და არ გაჩერდება,ამას ჩურჩულებს ყურში,ფრთხილად იყავით,(და აზრზე მოდით)ყველა ეხლავე სანამ შეგიძვრათ სულში! მიჰყევით მას და მის მატარებელს და თქვენ გექნებათ მუდამ,სულის სიმშვიდე და ჰარმონია,რაც რომ კაცს,როცა უნდა! მაგრამ თუკი თქვენ დაიჩოქებთ და გამოავლენთ წუხილს,წინააღმდეგნი თუკი იქნებით,ვერ აიცილებთ ქუხილს! ვერ აიცილებს მის ცეცხლს ვერავინ,ვინც კი მდინარეს ნახავს,რათა ჩააქროს სიმართლის ცეცხლი,არა,არა და არა!!!!!!!!! მალე იქნება და უკვე არის,დროის ფრენაა საჭირო ცოტაც და მერე ყველა ერთად იხილავს,მის სიდიადის მოსვლას!!!!!!!!!!!!! და დაიწყება ახალ დროება,ეონთა ცვლა და რიდი, ო დიდო მარან,ო დიდო მარან,ჩვენ ერთნი ვართ და მიდი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. დიდი მადლობა ყველას დიდი მადლობა ყველას
7. რა ჩქარი ტემპია ყოჩაღ... რა ჩქარი ტემპია ყოჩაღ...
5. ჟანრი შეცვალე :) ჟანრი შეცვალე :)
4. :) როგორც ყოველთვის ;) :) როგორც ყოველთვის ;)
2. მოდი აქ მარტო გაგიღიმებ კაი? :) მოდი აქ მარტო გაგიღიმებ კაი? :)
1. ემოციების სპონტანური ქარიშხალი.... ემოციების სპონტანური ქარიშხალი....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|