365 დღე წელიწადში სიჩქარით
ანის
ასე აჯობებს - ვისკიში წყალი გავაზავოთ, სადაც ჩემია, შენი თვალებიც იქ არიან, ერთადერთი ხარ, ერთადორი, ან ერთადსამი შენ ვერასოდეს იქნები და ეს მიხარია. სადღაც მანქანის ძრავა ხმაურობს თანხმოვნებით, ბოლო ღერიდან ერთი ნაფაზიც მიწილადე, ბედნიერება ახლა ძალიან ახლოს არი... უფრო შორია გაღიმებიდან სიცილამდე. გაჩუმებულმა, ცივი თითებით ჩამატარე წარბის (მარცხენა) დაღმართი - მცირე დაქანების, როგორ მიყვარხარ, ნუ მათქმევინებ და მარტივად - სულ ერთად ვიყოთ და თუნდაც გვერქვას საყვარლები!
................................................
წარმოიდგინე შენი თავი ჩემს გარეშე, წარმოიდგინე ჩემი თავი შენს გარეშე, წარმოიდგინე გურამ რჩეულიშვილი კოსმოსში ( "ნელი ტანგოს " ავტორს სივრცე გაგიჟებით უყვარდა), წარმოიდგინე კაცობრიობა ერთმანეთისთვის აყოლებული გულისცემით, წარმოიდგინე სიზარმაცისგან გასუქებული ღმერთი შვიდი მილიარდი გულის ერთობლივი ბაგა - ბუგისგან შეწუხებული, წარმოიდგინე... ოღონდ, ნუ წარმოიდგენ იმ დღეს ოცი წლის მერე, როცა მე და შენ თავს ერთად მოვიკლავთ, რადგან მაშინ ყველაფერი წარმოუდგენლად თავისთავად უნდა მოხდეს!
................................................
შენ იცი, არსებობენ დიდი პოეტები, რომლებსაც საშუალო დონის პოეტები ეტმასნებიან და მათთან მეგობრობას იჩემებენ, თუმცა, შენ ისიც იცი, რომ მე საკმაოდ თავდაჯერებული ვარ საიმისოდ, დიდი პოეტთან მეგობრობით და მასზე დაწერილი მოგონებებით შემოვრჩე ისტორიას!
მე ვიცი, არსებობენ ქალები, რომლებიც პოეტების შეყვარებულობას თავგამოდებით იბრალებენ, თუმცა მე ისიც ვიცი, რომ შენ საკმაოდ თავდაჯერებული ხარ საიმისოდ, ჩემთან ყოფნის გამო შემორჩე ისტორიას, რადგან შენ პოეტის პოეტი შეყვარებული ხარ!
................................................
ლექსში, ასეა, შენც ხომ იცი კარგად, ვით არი: რაღაცა დოზით ყოველთვის ჩანს, თვითონ ვინცა ხარ, მე მაპატიე, ყველაფერი თუ არ გითხარი და დანარჩენი მომავლისთვის შემოვინახე. თარიღს და ადგილს არ მივაწერ (როგორც აქამდე) - ეს ლექსიც იყოს თავხედური სულისკვეთების, ამის მიზეზი მარტივია: შედევრს, დროსა და სივრცეში, ვფიქრობ, არ სჭირება დაკონკრეტება!
ქრ. შობიდან შ. შობამდე
ანის
მე გავზარმაცდი! საკუთარი თავი მიზიდავს, ხდება ხანდახან, გამოსავალს სულაც არ ვეძებთ, დგას საქართველო გამომწვევი, როგორც გრიზეტი 1. და გამვლელებთან უყოყმანოდ იყოფს სარეცელს. მომატებული (შესამჩნევად) ვწვები ჰამაკში, გუგებზე გამცვდარ ქუთუთოებს წყვილად ვიფარებ, "თავისებური ნაგავია ყველა სულმოკლე, 2. სულსაშუალო, თუ სულგრძელი ხელისუფალი" - ვფიქრობ და მერე შენზე ვფიქრობ, მთელი მარაგი მოთმინებისა გამეფლანგა, თუმცა ის კია, რომ, როგორც იქნა, ბოლო - ბოლო მეც ხომ შევიგნე - 3. ლექსების წერა საშინელი ეგოიზმია... ჩვენ ერთმანეთი, რათქმაუნდა ვეღარ ვიკმარეთ, ღია ვერანდა. ადაჯიო. ღვინო. სპაგეტი. არ გეთანხმები, როცა ამბობ, თურმე ბრწყინვალედ 4. მე სიცრუეში ნებისმიერს მივცემ გაკვეთილს. ჩვენი ცოდვები რაც არ უნდა კარგად დავმალოთ, ფუჭი შრომაა, რადგან ბრძენნი როგორც ამბობენ: "ის (ღმერთი. ბ. ა.) მოვა მაშინ, როცა არ ველით, 5. სულაც არ უნად ამისათვის ჩვენი თანხმობა..." დაუკრავს მთვრალი ანგელოზი მტვრიან არფაზე, შეგვისწავლიან მთვარის ლუპით, როგორც მიკრობებს, ჩვენზე სუყველა ისე ფიქრობს ჩემო ძვირფასო, 6. როგორც თვით იგი ღირსია, რომ უნდა ფიქრობდეს!.. ახლა ის დროა, მომაყოლო ერთი ზღაპარი, ღია ფანჯრიდან მოჩიტული მზერა აფრინო, მავანთა დარად, იმედია არ გაიკვირვებ - 7. ოცდაოთხი წლის რვა რომ არი ახლა აპრილი, ხოდა ალუჩას გაუთეთრდა სუსტი ტოტები, მდგმური მერცხალიც რა ხანია უკვე მოფრინდა, დაე, იესომ მაპატიოს ეს შეცოდება - 8. წელთა აღრიცხვა მე დავიწყე შენი შობიდან!
შ. შობიდან 24 წლის აპრილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. დიდ პოეტთან მეგობრობით. მე მგულისხმობ, ხო? დიდ პოეტთან მეგობრობით. მე მგულისხმობ, ხო?
22. გენაცვალეთ თქვენ...და დიდი სირცხვილ კიდო. მიზეზს პირადად გეტყვი ახალაია...ანის იმდენად არ ეხება,შენი ბრალია და მიტომ...:) გენაცვალეთ თქვენ...და დიდი სირცხვილ კიდო. მიზეზს პირადად გეტყვი ახალაია...ანის იმდენად არ ეხება,შენი ბრალია და მიტომ...:)
21. წარმოიდგინე სიზარმაცისგან გასუქებული ღმერთი შვიდი მილიარდი გულის ერთობლივი ბაგა - ბუგისგან შეწუხებული, წარმოიდგინე სიზარმაცისგან გასუქებული ღმერთი შვიდი მილიარდი გულის ერთობლივი ბაგა - ბუგისგან შეწუხებული,
19. დიდებული ლექსია. უნიჭიერესი ავტორი. უნიჭიერესი და უმშვენიერესი ადრესატი და მე---უბედნიერესი მკითხველი!!!!!!! დიდებული ლექსია. უნიჭიერესი ავტორი. უნიჭიერესი და უმშვენიერესი ადრესატი და მე---უბედნიერესი მკითხველი!!!!!!!
18. ავტორი: ბექა.ახალაია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
გენიალურია! მოგიკითხე პოეტო!;) ავტორი: ბექა.ახალაია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
გენიალურია! მოგიკითხე პოეტო!;)
17. პარისი და ელენე კეისარი და კლეოპატრა ტრისტანი და იზოლდა ზიგფრიდი და ბრუნჰილდა ვისოცკი და მარინა ვლადი რომეო და ჯულიეტა ამური და ფსიქეა ოდისევსი და პენელოპე ბექა და ანი მაწისს [♥][♥][♥] ვოტ ტაკ ბანალნო, მაგრამ მაგრად მიყვარხართ! პარისი და ელენე კეისარი და კლეოპატრა ტრისტანი და იზოლდა ზიგფრიდი და ბრუნჰილდა ვისოცკი და მარინა ვლადი რომეო და ჯულიეტა ამური და ფსიქეა ოდისევსი და პენელოპე ბექა და ანი მაწისს [♥][♥][♥] ვოტ ტაკ ბანალნო, მაგრამ მაგრად მიყვარხართ!
16. ერთადერთი ხარ, ერთადორი, ან ერთადსამი შენ ვერასოდეს იქნები და ეს მიხარია.
ეს მხოლოდ ანის არა, შენც გეხება, ბექა! გაიხარე, კარგი პოეტი ხარ შენ და კარგი ბიჭი! :-* ერთადერთი ხარ, ერთადორი, ან ერთადსამი შენ ვერასოდეს იქნები და ეს მიხარია.
ეს მხოლოდ ანის არა, შენც გეხება, ბექა! გაიხარე, კარგი პოეტი ხარ შენ და კარგი ბიჭი! :-*
15. მე ვიცი, არსებობენ ქალები, რომლებიც პოეტების შეყვარებულობას თავგამოდებით იბრალებენ... :)
დაე, იესომ მაპატიოს ეს შეცოდება - 8. წელთა აღრიცხვა მე დავიწყე შენი შობიდან! ლამაზია ++ მე ვიცი, არსებობენ ქალები, რომლებიც პოეტების შეყვარებულობას თავგამოდებით იბრალებენ... :)
დაე, იესომ მაპატიოს ეს შეცოდება - 8. წელთა აღრიცხვა მე დავიწყე შენი შობიდან! ლამაზია ++
14. ორივე ლექსი ვიცი, ადრე მაქვს წაკითხული.
მიყვარს ავტორ-ადრესატი. ორივე ლექსი ვიცი, ადრე მაქვს წაკითხული.
მიყვარს ავტორ-ადრესატი.
13. გამათბო... ძალიან გაიგიჟა თავი მარტმა ყივნებით, ამ ლექსმა კი ისეთი სასიამოვნო სითბო და სურნელება მომიტანა... შენს საოცარ სიყვარულს გაუმარჯოს, ბექა... კარგი ბიჭი და ნაღდი პოეტი ხარ შენ, შენს თითოეულ ლექსს მუდამ გაოცებაში მოვყავარ და იცი რატომ? სიხალასეა აქ, სიტყვები თავისთავად იბადებიან, არ წვალობ და ეს ყველა შენს ლექსს ეტყობა... გაიხარე, ბექა გამათბო... ძალიან გაიგიჟა თავი მარტმა ყივნებით, ამ ლექსმა კი ისეთი სასიამოვნო სითბო და სურნელება მომიტანა... შენს საოცარ სიყვარულს გაუმარჯოს, ბექა... კარგი ბიჭი და ნაღდი პოეტი ხარ შენ, შენს თითოეულ ლექსს მუდამ გაოცებაში მოვყავარ და იცი რატომ? სიხალასეა აქ, სიტყვები თავისთავად იბადებიან, არ წვალობ და ეს ყველა შენს ლექსს ეტყობა... გაიხარე, ბექა
12. :)) კარგია ძალიან.ლექსიც და ანიც :)
პატივისცემით: ტენდი 5 :)) კარგია ძალიან.ლექსიც და ანიც :)
პატივისცემით: ტენდი 5
11. ბიჭო. მე ვიყო ცუდი კაცი ეს არის ყველაზე მაგარი რამე რაც ვაფშე საიტ ურაკპარაკზე წამიკითხავს, თუგინდ ლიტგეზე, თუგინდ ლიტკლუბზე (რეკლამას არ ვაკეთებ).
შენ კიდევ შერჩი უკვე ისტორიას ახალაია. მაგარი ხარ :* ბიჭო. მე ვიყო ცუდი კაცი ეს არის ყველაზე მაგარი რამე რაც ვაფშე საიტ ურაკპარაკზე წამიკითხავს, თუგინდ ლიტგეზე, თუგინდ ლიტკლუბზე (რეკლამას არ ვაკეთებ).
შენ კიდევ შერჩი უკვე ისტორიას ახალაია. მაგარი ხარ :*
10. მეც ძალიან მიკალს ანი და ესეც ძალიან კარგი ნაწერია!! მეც ძალიან მიკალს ანი და ესეც ძალიან კარგი ნაწერია!!
9. შენ ჩვეულებრივი ბიჭი ხარ მე არა, ჩვეულებრივი გოგო :დ
კარგი გოგოა ანი :დ მიკალს მე :დ
პ.ს "1. მე ეკიდე მეტყვი ისაო და ესაო:))"
რა ისაო და ესაო აბა :)) შენ ჩვეულებრივი ბიჭი ხარ მე არა, ჩვეულებრივი გოგო :დ
კარგი გოგოა ანი :დ მიკალს მე :დ
პ.ს "1. მე ეკიდე მეტყვი ისაო და ესაო:))"
რა ისაო და ესაო აბა :))
8. რომ მე საკმაოდ თავდაჯერებული ვარ საიმისოდ, დიდი პოეტთან მეგობრობით და მასზე დაწერილი მოგონებებით შემოვრჩე ისტორიას! შენ შემთხვევაში რა ლამაზია, ეგ თავდაჯერებაც...სიმართლეა და იმიტომ...:-* რომ მე საკმაოდ თავდაჯერებული ვარ საიმისოდ, დიდი პოეტთან მეგობრობით და მასზე დაწერილი მოგონებებით შემოვრჩე ისტორიას! შენ შემთხვევაში რა ლამაზია, ეგ თავდაჯერებაც...სიმართლეა და იმიტომ...:-*
7. დაუკრავს მთვრალი ანგელოზი მტვრიან არფაზე, შეგვისწავლიან მთვარის ლუპით, როგორც მიკრობებს, ჩვენზე სუყველა ისე ფიქრობს ჩემო ძვირფასო, 6. როგორც თვით იგი ღირსია, რომ უნდა ფიქრობდეს!.. გენიოსო ახალაია, რა გითხრა არ ვიცი...მიხარია...მიხარია და კიდევ მიხარია... შენი ნიჭი საოცარი...:-* 5555 დაუკრავს მთვრალი ანგელოზი მტვრიან არფაზე, შეგვისწავლიან მთვარის ლუპით, როგორც მიკრობებს, ჩვენზე სუყველა ისე ფიქრობს ჩემო ძვირფასო, 6. როგორც თვით იგი ღირსია, რომ უნდა ფიქრობდეს!.. გენიოსო ახალაია, რა გითხრა არ ვიცი...მიხარია...მიხარია და კიდევ მიხარია... შენი ნიჭი საოცარი...:-* 5555
6. პოეტი ხარო პოეტი...... პოეტი ხარო პოეტი......
5. კარგი ბიჭი ხაროო :) 555! კარგი ბიჭი ხაროო :) 555!
4. ხოდა ახლა ვისკის ვსვამ ჩემო ბექა და ამ სასიამოვნო ვისკით შენს "ანის" გაუმარჯოს...:)
პატივისცემით: "ბლაგვიუს პირველი" ხოდა ახლა ვისკის ვსვამ ჩემო ბექა და ამ სასიამოვნო ვისკით შენს "ანის" გაუმარჯოს...:)
პატივისცემით: "ბლაგვიუს პირველი"
3. მშვენიერებაა. მშვენიერებაა.
2. "მე ეკიდე"
"მერე კიდე" ანუ, ანი:)) "მე ეკიდე"
"მერე კიდე" ანუ, ანი:))
1. მე ეკიდე მეტყვი ისაო და ესაო:))
ხოიცი, რომ მსოფლიოში ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელზე მეტად მიყვარხარ დედაჩემის მერე:* მე ეკიდე მეტყვი ისაო და ესაო:))
ხოიცი, რომ მსოფლიოში ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელზე მეტად მიყვარხარ დედაჩემის მერე:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|