ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მისტერ ღიმილა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2012


  ჩამოტვირთვა

Bonnie and Clyde /საშვიდმარტოდ/

გამოვიგონე გზა, რომელიც შენამდე მოდის,
ხელი ჩაგკიდე, გავექეცით ყველას, ყველაფერს,
ქალაქს, რომელშიც მზე ამოდის დალასის მხრიდან,
ნატყვიარები დავუტოვეთ რეინჯერ ფრენკის.

შენ ყოველ ღამით აცრემლებულ თვალებს მაშტერებ
და გგონია, რომ ბედნიერი დასასრულისთვის,
ერთად სიკვდილი მისწრებაა და ისტორიაც,
ვერა და ვერა, ვერ დაიტევს ჩვენზე ლეგენდებს.

იმ დღეს როდესაც ჯვარსაც დაგვწერს პადრე ჯოუნსი,
მისურის შტატში ერთადერთი სანდო აბატი,
ბედნიერები დავბრუნდებით ჩვენი ქოხისკენ,
(მე - შენი კლაიდ ბეროუ, შენ - ჩემი ბონი პარკერი,)
და ტრაგიკულად დავიღუპებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები