| ავტორი: მარიოტა ჟანრი: პოეზია 10 მარტი, 2012 |
ახლა ცხრაფერა დღეებს, წარსულთა, მიერეკება ბნელში დრო ცხარი. დასრულდა ზავთი, ჯანყიც დასრულდა, ასე ლამაზი, ასე ცოცხალი.
მეც ბედისწერას მძევლად ვურჩები, სიკვდილ-სიცოცხლის ზავი მაოცებს. ყველა მუნჯები, ყველა ურჩები, წვანან გვერდიგვერდ სასაფლაოზე.
სძინავთ ტკივილებს, სძინავთ იარებს, გულს რომ პირუთვნელ მაყრად რჩებოდა. ნუთუ, იმიტომ ღმერთს ვეზიარე, რომ უღმერთობა დამბრალებოდა?...
მტყუან-მართალის გახუნდა ფერი, ჟამს უფერული დააქვს მანდილი. სად არის თეთრი ღიმილის ჩქერი, ზეცის ბაგიდან გადმოვარდნილი.
გინდა ილხინე...გინდა იოხრე... ყრუ სადგურისკენ მიდის გზა ყველა. მაინც სიცოცხლით სავსე სიცოცხლემ, ბოლოს სიკვდილი ამოახველა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ამ "ამოახველამ" უკვე მართლა ამოახველა რაა :/ ამ "ამოახველამ" უკვე მართლა ამოახველა რაა :/
9. არ მომეწონა არ მომეწონა
8. ხიფათი და თამაში. ორივე ძალიან მიყვარს.
...ლუ ანდრეას სალომე-ს ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ლანდი.
კარგი ხარ ლალი, ძალიან. ხიფათი და თამაში. ორივე ძალიან მიყვარს.
...ლუ ანდრეას სალომე-ს ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ლანდი.
კარგი ხარ ლალი, ძალიან.
7. ხულიგანკა და ვრედნიცა ზოგადად ვარ:) ''ცელქობაც''კომენტარებში მიყვარს. ამ გვერდზეც :) ახლა სერიოზულად- აღიარებული და ცნობილი პოეტი ბრძანდებით. კარგი პოეტი.მეც ზუსტად ასე ვფიქრობ ... და მარტლა პატივს გცემთ და გაფასებთ როგორც პოეტს და ადამიანს. ვისთანაც ეს ასე არაა არ ვერიდები და ამასაც ვეუბნები ხოლმე. გულწრფელი პატივისცემით და მოკითხვით. და გავედი:) ვაღირებ რომ მიყვარს კირკიტი თქვენი ლექსების :)ეს ყველასთან არა ანუ ამას დამსახურება უნდა:) ხულიგანკა და ვრედნიცა ზოგადად ვარ:) ``ცელქობაც``კომენტარებში მიყვარს. ამ გვერდზეც :) ახლა სერიოზულად- აღიარებული და ცნობილი პოეტი ბრძანდებით. კარგი პოეტი.მეც ზუსტად ასე ვფიქრობ ... და მარტლა პატივს გცემთ და გაფასებთ როგორც პოეტს და ადამიანს. ვისთანაც ეს ასე არაა არ ვერიდები და ამასაც ვეუბნები ხოლმე. გულწრფელი პატივისცემით და მოკითხვით. და გავედი:) ვაღირებ რომ მიყვარს კირკიტი თქვენი ლექსების :)ეს ყველასთან არა ანუ ამას დამსახურება უნდა:)
6. მიყვარს თქვენი ლექსები...5 დადიან და დააქვთ წუთისოფლის ჭირვარამი... იარონ...თუნდაც ხველებ-ხველებით...:-* მიყვარს თქვენი ლექსები...5 დადიან და დააქვთ წუთისოფლის ჭირვარამი... იარონ...თუნდაც ხველებ-ხველებით...:-*
5. . ამოახველა ``დღეს ბოლო თოვლი წამალივით დალია მიწამ და გაზაფხულის ყვავილები ამოახველა.``ბორიო ქარაფმა ნისლი ამოახველა" -ახალაია ბექა და ხეობიდან ჭლექშეყრილივით ქარმა ნისლები ამოახველა. მურღვა არდოტელი `` ჰა, საღამომ ძველი ბოღმა ამოახველა`` ირმა შიოლაშვილი ეს მარტო ამ საიტზე არაგვმა ბგერები ძლივს ამოახველა – ეტყობა სათქმელი სასულეს გადასცდა. ``ამის ავტორი არ ვიცი
მოკლედ ეს რაც გამახსენდა და ვიცი და რამდენია კიდევ .გადაცვითეტრა ეს ამოახველა პოეტებმა .სათაურის წაკითხვის მერე სიცოცხლემ სიკვდილი ამოახველა ლექსისწაკითხვის სურვილი დავკარგე .მინუსი კარგპოეტს და მე მარტალი ვარ:) ``ეს აცდენილი მეტაფორაა. იმის სურვილით დაწერილი, რომ ორიგინალური რამე თქვა. ``ეს ერტ ერტ ასეტ ამოხველებაზე დაუწერა მიხო მოსულიშვილმა ერტ ავტორს :)
ლალი. 2012-03-10 15:43:18
ლალი, გეთაყვა! მე, ეს საწყალი და უნიჭო ლექსი, ორიგინალური თქმისთვის, როგორც თავად ამბობ, ნაღდად არ დამიწერია. 1998 წელი იყო, აბასთუმანში, კერძოდ აღობილში, ვიყავი, ჰაერი მჭირდებოდა ფილტვებისთვის, ჰოდა, იქ ამომახველა სისხლი ,(ბოდიშს მოვუხდი პუბლიკუმს არაეთიკური საუბრისთვის) რამაც ეს ნაცოდვილარი ლექსი "შვა". 2001-ში ეს საწყალი ლექსი ჟურნალ "ჭოროხში" დაიბეჭდა. 2004-ში კი ლექსების კრებულში( იხილეთ "უფლის ოქროს ჭურჭელი". გვ. 20. გამომცემლობა აჭარა, ქ. ბათუმი. თუკი ჩემს გულწრფელობას დაეჯერება, დავსძენ, რომ საერთოდ არ ვიცნობ არც მურღვა არდოტელს ,არც ირმა შიოლაშვილს და არც მათ ნაწერებს, ისე როგორც ისინი-მე. არც პირველობას ვიჩემებ და არც ლექსის ღირებულებას ვჩემულობ. ისეც მთელ საქართველოს ახველებს და კიდევ ბევრს ამოახველებს ვატყობ. რაც შეეხება, კოლა ბრონიონსა და მის შალაშინს, ფრანსის ჟამის "ლოცვები სამოთხეში ვირებით შესვლაზე" ჯობია მგონი.
ისე, ნუ მიწყენთ, ქალბატონო ლალი და,( კინაღამ ნანო დავწერე) გამოჩენისთვის დაწერილი კომენტარი მგონოა მე ეს. არადა, მიყვარს შენი ცელქი კომენტარები. გაიხარე. . ამოახველა ``დღეს ბოლო თოვლი წამალივით დალია მიწამ და გაზაფხულის ყვავილები ამოახველა.``ბორიო ქარაფმა ნისლი ამოახველა" -ახალაია ბექა და ხეობიდან ჭლექშეყრილივით ქარმა ნისლები ამოახველა. მურღვა არდოტელი `` ჰა, საღამომ ძველი ბოღმა ამოახველა`` ირმა შიოლაშვილი ეს მარტო ამ საიტზე არაგვმა ბგერები ძლივს ამოახველა – ეტყობა სათქმელი სასულეს გადასცდა. ``ამის ავტორი არ ვიცი
მოკლედ ეს რაც გამახსენდა და ვიცი და რამდენია კიდევ .გადაცვითეტრა ეს ამოახველა პოეტებმა .სათაურის წაკითხვის მერე სიცოცხლემ სიკვდილი ამოახველა ლექსისწაკითხვის სურვილი დავკარგე .მინუსი კარგპოეტს და მე მარტალი ვარ:) ``ეს აცდენილი მეტაფორაა. იმის სურვილით დაწერილი, რომ ორიგინალური რამე თქვა. ``ეს ერტ ერტ ასეტ ამოხველებაზე დაუწერა მიხო მოსულიშვილმა ერტ ავტორს :)
ლალი. 2012-03-10 15:43:18
ლალი, გეთაყვა! მე, ეს საწყალი და უნიჭო ლექსი, ორიგინალური თქმისთვის, როგორც თავად ამბობ, ნაღდად არ დამიწერია. 1998 წელი იყო, აბასთუმანში, კერძოდ აღობილში, ვიყავი, ჰაერი მჭირდებოდა ფილტვებისთვის, ჰოდა, იქ ამომახველა სისხლი ,(ბოდიშს მოვუხდი პუბლიკუმს არაეთიკური საუბრისთვის) რამაც ეს ნაცოდვილარი ლექსი "შვა". 2001-ში ეს საწყალი ლექსი ჟურნალ "ჭოროხში" დაიბეჭდა. 2004-ში კი ლექსების კრებულში( იხილეთ "უფლის ოქროს ჭურჭელი". გვ. 20. გამომცემლობა აჭარა, ქ. ბათუმი. თუკი ჩემს გულწრფელობას დაეჯერება, დავსძენ, რომ საერთოდ არ ვიცნობ არც მურღვა არდოტელს ,არც ირმა შიოლაშვილს და არც მათ ნაწერებს, ისე როგორც ისინი-მე. არც პირველობას ვიჩემებ და არც ლექსის ღირებულებას ვჩემულობ. ისეც მთელ საქართველოს ახველებს და კიდევ ბევრს ამოახველებს ვატყობ. რაც შეეხება, კოლა ბრონიონსა და მის შალაშინს, ფრანსის ჟამის "ლოცვები სამოთხეში ვირებით შესვლაზე" ჯობია მგონი.
ისე, ნუ მიწყენთ, ქალბატონო ლალი და,( კინაღამ ნანო დავწერე) გამოჩენისთვის დაწერილი კომენტარი მგონოა მე ეს. არადა, მიყვარს შენი ცელქი კომენტარები. გაიხარე.
4. ნინი,ვინ პირველი იტყვის,მაგას არ აქვს მნიშვნელობა? :დდდდდ
:* ნინი,ვინ პირველი იტყვის,მაგას არ აქვს მნიშვნელობა? :დდდდდ
:*
3. ნინი, ეგ მე მითხრა ბატონმა მიხომ, რამდენადაც მახსოვს, თუმცა, დიდი პატივისცემის მიუხედავად არც მაშინ დავეთანხმე და არც ახლა ვეთანხმები, უბრალოდ სხვა რამის გამო აღარ მევასება ეგ ჩემი ლექსი, როგორც სხვა არა ერთი.
ამ ლექსს რაც შეეხება, კოლა ბრონიონის შალაშინს თუ მოვიმარჯვებთ, კარგ ლირიკულ ლექსს გამოვიყვანთ! შენს მიერ მოხმობილ "ამოხველებებს" ნაკლები აქვთ საერთო ამ ლექსის ფინალურ "ამოხველებასთან", ზმნა "ამოახველა" კი, წარმოსადგენად ცოტა არაესთეტიური, მაგრამ მაინც ზმნაა და ვფიქრობ, ისეთივე უფლება აქვს პოეზიაში იხმარებოდეს, როგორც მაგალითად "აღმოუტევა".
მოგიკითხე.
ავტორს არ ვიცნობ, მაგრამ ავტორსაც მოვიკითხავ და წარმატებას ვუსურვებ. ნინი, ეგ მე მითხრა ბატონმა მიხომ, რამდენადაც მახსოვს, თუმცა, დიდი პატივისცემის მიუხედავად არც მაშინ დავეთანხმე და არც ახლა ვეთანხმები, უბრალოდ სხვა რამის გამო აღარ მევასება ეგ ჩემი ლექსი, როგორც სხვა არა ერთი.
ამ ლექსს რაც შეეხება, კოლა ბრონიონის შალაშინს თუ მოვიმარჯვებთ, კარგ ლირიკულ ლექსს გამოვიყვანთ! შენს მიერ მოხმობილ "ამოხველებებს" ნაკლები აქვთ საერთო ამ ლექსის ფინალურ "ამოხველებასთან", ზმნა "ამოახველა" კი, წარმოსადგენად ცოტა არაესთეტიური, მაგრამ მაინც ზმნაა და ვფიქრობ, ისეთივე უფლება აქვს პოეზიაში იხმარებოდეს, როგორც მაგალითად "აღმოუტევა".
მოგიკითხე.
ავტორს არ ვიცნობ, მაგრამ ავტორსაც მოვიკითხავ და წარმატებას ვუსურვებ.
2. ამოახველა ''დღეს ბოლო თოვლი წამალივით დალია მიწამ და გაზაფხულის ყვავილები ამოახველა.''ბორიო ქარაფმა ნისლი ამოახველა" -ახალაია ბექა და ხეობიდან ჭლექშეყრილივით ქარმა ნისლები ამოახველა. მურღვა არდოტელი '' ჰა, საღამომ ძველი ბოღმა ამოახველა'' ირმა შიოლაშვილი ეს მარტო ამ საიტზე არაგვმა ბგერები ძლივს ამოახველა – ეტყობა სათქმელი სასულეს გადასცდა. ''ამის ავტორი არ ვიცი
მოკლედ ეს რაც გამახსენდა და ვიცი და რამდენია კიდევ .გადაცვითეტრა ეს ამოახველა პოეტებმა .სათაურის წაკითხვის მერე სიცოცხლემ სიკვდილი ამოახველა ლექსისწაკითხვის სურვილი დავკარგე .მინუსი კარგპოეტს და მე მარტალი ვარ:) ''ეს აცდენილი მეტაფორაა. იმის სურვილით დაწერილი, რომ ორიგინალური რამე თქვა. ''ეს ერტ ერტ ასეტ ამოხველებაზე დაუწერა მიხო მოსულიშვილმა ერტ ავტორს :)
ამოახველა ``დღეს ბოლო თოვლი წამალივით დალია მიწამ და გაზაფხულის ყვავილები ამოახველა.``ბორიო ქარაფმა ნისლი ამოახველა" -ახალაია ბექა და ხეობიდან ჭლექშეყრილივით ქარმა ნისლები ამოახველა. მურღვა არდოტელი `` ჰა, საღამომ ძველი ბოღმა ამოახველა`` ირმა შიოლაშვილი ეს მარტო ამ საიტზე არაგვმა ბგერები ძლივს ამოახველა – ეტყობა სათქმელი სასულეს გადასცდა. ``ამის ავტორი არ ვიცი
მოკლედ ეს რაც გამახსენდა და ვიცი და რამდენია კიდევ .გადაცვითეტრა ეს ამოახველა პოეტებმა .სათაურის წაკითხვის მერე სიცოცხლემ სიკვდილი ამოახველა ლექსისწაკითხვის სურვილი დავკარგე .მინუსი კარგპოეტს და მე მარტალი ვარ:) ``ეს აცდენილი მეტაფორაა. იმის სურვილით დაწერილი, რომ ორიგინალური რამე თქვა. ``ეს ერტ ერტ ასეტ ამოხველებაზე დაუწერა მიხო მოსულიშვილმა ერტ ავტორს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|