ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პროზა
10 მარტი, 2012


ქარი (ციკლიდან "მე და ჩიტები")

სულ მეფიქრება, ქარი ცუდია თუ კარგი...
საზოგადოდ ცუდია,უხასიათობას იწვევს ადამიანებში...თუმცა მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.რა არის ცუდი იმაში,რომ გარეთ ქარი ანგრევდეს ასწლოვან ხეებზე სიძველისგან ჩამომხმარ ტოტებს.ადამიანები კი ვისხდეთ თბილად და საყვარელ ადამიანებს ველოლიავებოდეთ შუადღით ძლივს ცალთვლაგახელილ მზისგან გამთბარი მზერით.
ვისხდეთ და უბრალოდ ვფიქრობდეთ,იმას რასაც კარგ და მშვიდ ამინდში არ ვფიქრობთ,რადგან სულ სადღაც გვეჩქარება...
ისე სად გვეჩქარება ყველას ასე ძალიან მიკვირს.ალბათ დავიჯერეთ,რომ წუთია ეს ცხოვრება და ვცდილობთ ამ წუთში ჩავატიოთ და მოვასწროთ ყველაფერი... არადა რა ადვილია იყო ბედნიერი და ამასთან ერთად არ გეჩქარებოდეს...თუნდაც გარეთ ქარი ანგრევდეს მიწიერი სიამოვნებისთვის აგებულ უშნო შენობებს,უშნო ხეივნებს,არაფრისმომცემ ოცნებებს და არაფრისმთქმელ ფიქრებს...

ყველაზე მეტად ხეები მეცოდებიან ქარის დროს...
არა ჩიტები,მეშინია ქარმა ბუდე არ დაუნგრიოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები