 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 21 აპრილი, 2012 |
ჩემი ნერვები, ვიოლინოს გამწყდარი სიმი, რომელმაც უცებ გასერა სივრცე და მიიმალა, ვეღარ იპოვი, ცრემლისა და სისხლის ნაკვალევს. იგი ყვავებმა დაინაწილეს, ჯგუფურად რომ მისჩხავიან ორი ნაბიჯით წინ გასწრებულ მარადისობას და უდროობის გამო ვერასდროს, რომ ვერ ისვენებენ. ჩემი ნერვები, ორ ციცაბო კლდეს შორის გაჭიმული ბეწვის ხიდი, სიმართლეს და სიყალბეს შორის, იგი ყოველ წამს მზადაა ჩაწყდეს და ჩემი ოფლით, მარცვალ - მარცვალ ნაგროვები სიფრთხილე და მოთმინება თან ჩაიტანოს. ნუ დაიჯერებ დილის ნამის ხელშეუხებელ უმანკოებას, თორემ შენს სინდისს, მაშინვე ეჭვით დაუწყებ ცქერას. ხოლო სადაც ეჭვი ჩნდება, ვეღარ გაიგებ რა ტყუილია და რა მართალი. ჩემი ნერვები, შეწყვეტილი შავ- თეთრი ფილმი, ერთი დღის ხბოზე, ძველი კრამიტით დახურულ სახლზე და წეროების ნაგვიანევ გადაფრენაზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რა რაოდენობით ნაწარმოებები (95% ნაგავი) იდება საიტზე რომ ამ ნაწერს და საერთოდ ამ ავტორს საშუალოდ 6ჯერ უკომენტარებენ მხოლოდ აქაური მკითხველები :დ
კარგი რა თქმა უნდა ++ რა რაოდენობით ნაწარმოებები (95% ნაგავი) იდება საიტზე რომ ამ ნაწერს და საერთოდ ამ ავტორს საშუალოდ 6ჯერ უკომენტარებენ მხოლოდ აქაური მკითხველები :დ
კარგი რა თქმა უნდა ++
5. ჩემი ნერვები, შეწყვეტილი შავ- თეთრი ფილმი.........ჩემიიიი ნერვებიიიიცცცც :) ჩემი ნერვები, შეწყვეტილი შავ- თეთრი ფილმი.........ჩემიიიი ნერვებიიიიცცცც :)
4. ნუ დაიჯერებ დილის ნამის ხელშეუხებელ უმანკოებას, თორემ შენს სინდისს, მაშინვე ეჭვით დაუწყებ ცქერას. ხოლო სადაც ეჭვი ჩნდება, ვეღარ გაიგებ რა ტყუილია და რა მართალი.
ნუ დაიჯერებ დილის ნამის ხელშეუხებელ უმანკოებას, თორემ შენს სინდისს, მაშინვე ეჭვით დაუწყებ ცქერას. ხოლო სადაც ეჭვი ჩნდება, ვეღარ გაიგებ რა ტყუილია და რა მართალი.
3. ნერვები, ძალიან კარგი რამ არის , ვიოლინოს გამწვდარი სიმი გამოიცვლება, ნერვებს მოვლა უნდა! ნერვები, ძალიან კარგი რამ არის , ვიოლინოს გამწვდარი სიმი გამოიცვლება, ნერვებს მოვლა უნდა!
2. რა ვიცი..... რა ვიცი..... რა ვიცი..... რა ვიცი.....
1. ჩემი ნერვები, შეწყვეტილი შავ- თეთრი ფილმი, ერთი დღის ხბოზე, ძველი კრამიტით დახურულ სახლზე და წეროების ნაგვიანევ გადაფრენაზე.
momewona es! ჩემი ნერვები, შეწყვეტილი შავ- თეთრი ფილმი, ერთი დღის ხბოზე, ძველი კრამიტით დახურულ სახლზე და წეროების ნაგვიანევ გადაფრენაზე.
momewona es!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|