ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: საბავშვო
6 აპრილი, 2012


ქურდბაცაცა ციცო

ქურდბაცაცა კატა ციცო,
სულ რომ კნავის,სულ რომ შია,
ცაცა ბებომ დატუქსა და
გამოაგდო ეზოშია.
მაგრამ კატა ახტა,დახტა,
-სკუპ,ფანჯრიდან შეიპარა
და ბებიას დამალული
ძეხვი მაინც მოიპარა.
ეს რომ ცაცამ დაინახა,
ციცო ცოცხით გაგვილახა
და მას შემდეგ სახლში კატა
აღარავის დაგვინახავს,
დაჭკვიანდა ქურდბაცაცა,
დადის,კუდით ეზოს ხვეტავს,
ვერც კარიდან,ვერც ფანჯრიდან
შემოპარვას ვეღარ ბედავს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები