 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 30 მარტი, 2012 |
ამბავი, რომელიც ახლა მინდა გიამბოთ ამ ოთხიოდე წლის წინ მოხდა. ეს ის დროა , როცა საშუალო სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდი დამიდგა. სწავლით ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, სკოლაში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი, ასე რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება დიდად არც გამჭირვებია. ჩემს მშობლებს სამწუხაროდ იმის საშუალებაც არ ქონდათ, რომ ჩემთვის სწავლის ფული ეხადათ. ახლაც თვალწინ მიდგას მამაჩემის სასოწარკვეთილი, უიმედო სახე და დედაჩემის ცრემლიანი თვალები. წუწუნი არ დამიწყია, შევეგუე , რომ იმ წელს სტუდენტად გახდომა არ მეწერა. მე კარგად მესმოდა ჩემი მშობლების, ისინი ხომ ჩემს გარდა პატარა და-ძმას არჩენდნენ. მახსოვს მამაჩემმა, ცხოვრებაში პირველად, გვერდით დიდი კაცივით გამინაპირა და შექმნილი სიტუაცია ამიხსნა. მაშინ პირველად ვიგრძენი როგორ მაფასებდნენ სახლში. ასე ვთქვათ ბედს შევეგუე, სხვა გზა არც იყო და მეც ალბათ უსწავლელი დავრჩებოდი, რომ არა ერთი მოულოდნელი შემთხვევა. მე და მამაჩემის საუბრიდან ორიოდ დღეში ჩვენთან სტუმრად დედაჩემის ძმა ჯორჯი და მისი მეუღლე კეტრინი მოვიდნენ. საერთოდ ისინი არც თუ ისე ხშირად დადიოდნენ ჩვენთან, თითქმის არასდროს, მაგრამ როგორც ჩანს ეს შემთხვევა ჩემი იღბლის დამსახურება გახლდათ. ბიძია ჯორჯი და ბიცოლა კეტრინი ქალაქის ცენტრში, საერთო ბინებში მარტო ცხოვრობდნენ. დედაჩემი სულ დარდობდა მათ გამო, რადგან მიუხედავად ერთად ცხოვრების 30 წლისა შვილი არ უჩნდებოდათ. მართალი გითხრათ დიდად გულზე არ მეხატებოდა ეს წყვილი,რაღაცნაირი ქედმაღლური იერით უყურებდნენ ჩემს ოჯახს. ბიძია ჯორჯი შანსს არ უშვებდა ხელიდან , დამრიგლებური ტონით მამაჩემისთვის ჭკუა რომ არ ესწავლებინა, ბიცოლა კეტრინი კი დედაჩემს მეუღლის წინაამღდეგ აბუნტებდა. არ მინდა თავის მართლებასავით გამომივიდეს, მაგრამ მე კარგად ვხედავდი ჩემი მშობლების მუხლჩაუხრელ შრომას. ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ , რომ მათ შვილებს ელემენტარული ცხოვრების პირობები ქონოდათ, თუმცა ეს ცხოვრება ყველასთვის ნათელი ფერებით სავსე ხომ არაა? იმ დღესაც ძირითადად ჯორჯი და კეტრინი ლაპარაკობდნენ, ხანდახან თუ ჩააკვეხებდა ორიოდე სიტყვას მამაჩემი. მიმოიხილეს იმ დროინდელი მძიმე პოლიტიკური ვითარება. ქვეყანა განსაცდელშიაო ოხრავდა ბიძია ჯორჯი, ბიცოლა კეტრინი კი ამ ქვეყნის მმართველებს წყევლა-კრულვას უთვლიდა. მრგვალ მაგიდასთან მოეყარათ თავი. ეს მაგიდა ჩვენი ოჯახის რელიქვიად ითვლებოდა. წაბლისგან დამზადებული, საკმაოდ მძიმე, პრიალა ზედაპირითა და დაკლაკნილი, ალაგ-ალაგ ჩუქურთმებით გაწყობილი, მასიური ფეხებით. ძალიან კარგად მახსოვს ჩემს პატარაობაში, ასეთი ძვირფასი ავეჯით სავსე ჩემი სახლი. თუმცა ჩემი და ჩემი და-ძმების ასაკის მატებასთან ერთად, ავეჯმა ნელ-ნელა კლება იწყო. ახლაც არ ვიცი როდის, როგორ, ვერც კი ვამჩნევდი ისე აკლდებოდა სახლს ძველი, სპილოსძვლისკლავიშებიანი პიანინო, უზარმაზარი,ოქროსვარაყებიანი სარკე, ძვირფასი ხისგან დამზადებული სკამები... ჩემს მშობლებს ამის შესახებ არასდროს სიტყვაც არ დაცდენიათ, რომ გავიზარდე მერე ჩემით მივხვდი რაღაცეებს. ჰოდა ზიან ასე, ბიძაჩემი ჩაფსკვნილი, წარმოსადეგი კაცი, პირში კუბური სიგარით, ღაჟღაჟა, დაბერილი ლოყებით, სწრაფ-სწრაფად ახამხამებს თვალებს და ნება-ნება უშვებს მაღლა კვამლის ღრუბლებს. მამაჩემი მორჩილად ურევს დომინოს, მერე რა რომ იგებს, სტუმრის პატივისცემა და რიდი ავალდებულებს, რომ ასე გააკეთოს. ბიცოლა კეტრინი და დედაჩემი გვერდით მიმჯდარან, სადილისთვის ლობიოს არჩევენ და თან ლაპარაკობენ. მე მამაჩემის გვერდით ვზივარ და გაფაციცებით ვადევნებ თვალ-ყურს თამაშს. ჩემი პატარა და-ძმა, მეორე ოთახში ბიძაჩემის ნაჩუქარ ბამბის ნაყინს მიირთმევს. დომინოს ქვების რახა-რუხში და საანგარიშო ჩოთქის მონოტონურ ხმაში ვამჩნევ , როგორ ნელ-ნელა მცირდება საკმაოდ დიდი სხვაობა. -ესეც 15 ქულა-მხიარულად როხროხებს ბიძია ჯორჯი და კოტიტა თითებით დინჯად უმატებს 25 ქულას თავის მონაგარს. -10 ქულა-იძახის და 30 ქულას ჩამოდის-ასეა, არიფები წინ უნდა გაუშვა ჰარი და ბოლოს ლამაზად დაამარცხო-თვალს მიკრავს, ლამის ყვირის აღტაცებისგან. შემდეგ ისე, რომ პირის დაღებას არ მაცლის, ამჯერად მამჩემს უჭყივის: -ასე არ შეიძლება რალფ, კარგად დავინახე,რაღაც იმამაძაღლე , გგონია მეც შენსავით არიფი ვარ? პარტია ჩემია, მე მოვიგე-აღტაცებული და ბედნიერია,მამაჩემი კი დიდსულოვნად უთმობს... მერე სადილიც კეთდება... იმ დღეს მამაჩემმა პირველად გამოიჩინა სიმკაცრე და ბავშვები მალევე დაგვითხოვა სუფრიდან. სახლში ძალიან გვიან დავბრუნდი. ერთი სული მქონდა ფეხბურთის თამაშისგან დაღლილს და გაოფლილს ჩემი ულუფა ვახშამი მეჭამა და დროზე შევვარდნილიყავი ლოგინში. სწრაფად ავირბინე , ძველებური, ხის სახლის კიბეები და შევჩერდი. კარებთან მამაჩემი იდგა. -ჰარი შენთან სალაპარაკო მაქვს-წყნარად მითხრა, ოდნავ დაძაბული ხმა ქონდა. ასეთი რამ უკვე მეორედ ხდებოდა. როგორც ჩანდა მამაჩემი ჩემთან კიდევ ერთ სერიოზულ საუბარს აპირებდა. -კარგი მამა-მორჩილად მივუგე-ბიძია ჯორჯი და ბიცოლა კეტრინი წავიდნენ? მამას პასუხი არ გაუცია. მხარზე ხელი გადამხვია. -წამოდი გავისეირნოთ. -წავიდეთ მამა. ნელა მივუყვებოდით ჩაბნელებულ ქუჩას. მამა ჩუმად ,მაგრამ სავსებით გასაგებად მელაპარაკებოდა. -გინდა ალბათ დიდი კაცი გახდე, ისწავლო, ასეა? -ჰოო, მაგრამ მე შენი მესმის... -მოკლედ-მძიმედ ამოისუნთქა, შეჩერდა და დიდხანს მიყურებდა თვალებში-მე შენი გულისთვის ვაკეთებ ამას, მინდა ეს იცოდე. მთავარია შენც თანახმა იყო. ვერაფერი გამეგო, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. მამამ ჩვეულად, მშვიდად დამიწყო ახსნა. როდესაც უკან ვბრუნდებოდით მე უკვე ყველაფერი ვიცოდი. კიბეებზე ასვლისას შემაჩერა და მკითხა: -თანახმა ხარ ჰარი? -ჰო...ჰო...-ყრუდ ჩავიბურდღუნე.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. კარგი იქნება გაგრძელებებს ნომრები დააწერო! კარგი იქნება გაგრძელებებს ნომრები დააწერო!
17. შინაარსი გავიგე და საერთოდ მომწონს წერის სტილი! შინაარსი გავიგე და საერთოდ მომწონს წერის სტილი!
16. მიხარია რომ საწყენად არ მიიღე )) მიხარია რომ საწყენად არ მიიღე ))
15. ლევან, სწორად მიმხვდარხარ რომ ეს ქართული ამბავია. აზგო სულ სხვა რამეს ამბობდა...რატომ წერ ინგლისელებზე როცა მათ შესახებ მხოლოდ ფილმებში გიყურებიაო. (სახელები დაასკვნა ალბათ რომ ინგლისელებზე ვწერ) ასე მინდოდა, ქართული ამბავი უცხოური სახელებით. ვინც წაიკითხა სწორედ ეს ფაქტი არ მოეწონა არც ერთს, მე კი რაღაცატომ ვფიქრობდი რომ ასე უნდა ყოფილიყო. გავაგრძელებ ასეც. ახლა კიდეც რომ მინდოდეს ვეღარ გადავაკეთებ. კრიტიკა მისაღებია :) ლევან, სწორად მიმხვდარხარ რომ ეს ქართული ამბავია. აზგო სულ სხვა რამეს ამბობდა...რატომ წერ ინგლისელებზე როცა მათ შესახებ მხოლოდ ფილმებში გიყურებიაო. (სახელები დაასკვნა ალბათ რომ ინგლისელებზე ვწერ) ასე მინდოდა, ქართული ამბავი უცხოური სახელებით. ვინც წაიკითხა სწორედ ეს ფაქტი არ მოეწონა არც ერთს, მე კი რაღაცატომ ვფიქრობდი რომ ასე უნდა ყოფილიყო. გავაგრძელებ ასეც. ახლა კიდეც რომ მინდოდეს ვეღარ გადავაკეთებ. კრიტიკა მისაღებია :)
14. გადავხედე მაინც კომენტარებს. აზგო სამწუხაროდ მართალია ზაალ. გუშინ ბატონმა მიშა რატიანმა დამდო პატივი და ჩემი ერთ-ერთი ნაწაროები განიხილა. ასეთი რაღაც მითხრა, "ორი დიდი თევზი გეჭირა ხელში და ორივე წყალში გადააგეო" დაახლოებით იგივე სიტუაციაა, თევზი არა მაგრამ რაღაც თევზმარავლი ადგილი გიპოვია, მოკალათებულხარ და მერე ქვები ჩაგიყრია და წავიდა ყველა. ამას გაქვს დაახლოებით დასაწყისის ამბავი. გადავხედე მაინც კომენტარებს. აზგო სამწუხაროდ მართალია ზაალ. გუშინ ბატონმა მიშა რატიანმა დამდო პატივი და ჩემი ერთ-ერთი ნაწაროები განიხილა. ასეთი რაღაც მითხრა, "ორი დიდი თევზი გეჭირა ხელში და ორივე წყალში გადააგეო" დაახლოებით იგივე სიტუაციაა, თევზი არა მაგრამ რაღაც თევზმარავლი ადგილი გიპოვია, მოკალათებულხარ და მერე ქვები ჩაგიყრია და წავიდა ყველა. ამას გაქვს დაახლოებით დასაწყისის ამბავი.
13. კომენტარებისთის არ გადამიხედავს არ ვიცი ვინ რას ფიქრობს მაგრამ აშკარად იმედები გამიცრუვდა. დაიწყო ძალიან ქართულად, ჩვეულებრივი ქართული ოჯახის მდგომარეობიდან და უცბად ვიღაც ჯორჯი, ჰარი და რალფი მრჩება ხელში, ვერაა კარგად გაკეთებული. სრულიად უსარგებლოა ჩემის (ჰ)აზრით. რომელიმე ოჯახურ საგას ნუ დაამგვანებ ტიპიური სერიალიდან. წარმატებები )) უკეთესები მენახოს. ისიც მესმის რომ გაგრძლება იქნება, მაგრამ თუ აქამდე ვერაფერი, მერე მითუმეტეს გამიძნელდება ჩავუჯდე. თუ შმდეგში მოახერხებ და კარგად განავითარებ ყველაფერს მაშინ ეს ყველაფერი მარკეტინგულად წამგებიანია. )) კომენტარებისთის არ გადამიხედავს არ ვიცი ვინ რას ფიქრობს მაგრამ აშკარად იმედები გამიცრუვდა. დაიწყო ძალიან ქართულად, ჩვეულებრივი ქართული ოჯახის მდგომარეობიდან და უცბად ვიღაც ჯორჯი, ჰარი და რალფი მრჩება ხელში, ვერაა კარგად გაკეთებული. სრულიად უსარგებლოა ჩემის (ჰ)აზრით. რომელიმე ოჯახურ საგას ნუ დაამგვანებ ტიპიური სერიალიდან. წარმატებები )) უკეთესები მენახოს. ისიც მესმის რომ გაგრძლება იქნება, მაგრამ თუ აქამდე ვერაფერი, მერე მითუმეტეს გამიძნელდება ჩავუჯდე. თუ შმდეგში მოახერხებ და კარგად განავითარებ ყველაფერს მაშინ ეს ყველაფერი მარკეტინგულად წამგებიანია. ))
12. აზგო ვერაფერივ ვერ გაიგე სამწუხაროდ :( უტა ლაშხს რა უნდა ეს მე ვერ გავიგე :) მეუდაბნოვეს მადლობა. აზგო ვერაფერივ ვერ გაიგე სამწუხაროდ :( უტა ლაშხს რა უნდა ეს მე ვერ გავიგე :) მეუდაბნოვეს მადლობა.
11. მომეწონა, თავისუფლად და კარგად წერთ. სიუჟეტი მსუბუქად, ძალდაუტანებლად ვითარდება. აღწერილი სიტუაციები, ძალიან ქართულია: ავეჯის გაყიდვა, ბამბის ნაყინი და დომინოს თამაშის ტიპი(15, 25, 30) ასევე ის ემოციები, რომელსაც ბიძია ჯორჯი გადმოსცემს. მომეწონა, თავისუფლად და კარგად წერთ. სიუჟეტი მსუბუქად, ძალდაუტანებლად ვითარდება. აღწერილი სიტუაციები, ძალიან ქართულია: ავეჯის გაყიდვა, ბამბის ნაყინი და დომინოს თამაშის ტიპი(15, 25, 30) ასევე ის ემოციები, რომელსაც ბიძია ჯორჯი გადმოსცემს.
10. "აზგო გასაგებია პროტესტის გრძნობა" - ზეუსი, მე ზუსტად მაგას გეუბნები, რომ არც პროტესტის და საერთოდ არც არაფრის გრძნობა არ გამჩენია, იმიტომ რომ, როცა ავტორი წერს ისეთ რამეებზე, რომლებშიც ზედმიწევნით არაა ჩახედული, მაშინ ტექსტი არადამაჯერებელია და არავითარ ემოციებს (მაგ. ინტერესს) არ აღუძრავს მკითხველს. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასეა, და შენ რომ ამბობ მერე სხვანაირად წავა საქმეო, ეს თითქმის არაფერს არ ცვლის. პირველივე აბზაციდან უნდა ჩაითრიო მკითხველი. თუმცა, ზუსტად პირველი აბზაცი აქ მართლაც ჩამთრევია. სამწუხაროდ, ძალიან მალე ხდება მისი "გაბათილება". ბევრი ე.წ. "ნარატივია" (თხრობა). თავიდან მაინც მოქმედება სჯობია, და როცა მკითხველს "ჩაითრევ" მერე თხრობებსაც და აღწერებსაც თავისუფლად "ჩააყლაპებ". და ისე რა თქმა უნდა, შენი ტექსტისა შენ იცი და ი-ნეტის იქით მის გატანას თუ არ აპირებ, მაშინ მის გამო ამდენი ტვინის ჭყლეტაც არ ღირს. აქ ყველაფერი "წავა". და თუ გინდა არ "წავიდეს", მერე რა? "აზგო გასაგებია პროტესტის გრძნობა" - ზეუსი, მე ზუსტად მაგას გეუბნები, რომ არც პროტესტის და საერთოდ არც არაფრის გრძნობა არ გამჩენია, იმიტომ რომ, როცა ავტორი წერს ისეთ რამეებზე, რომლებშიც ზედმიწევნით არაა ჩახედული, მაშინ ტექსტი არადამაჯერებელია და არავითარ ემოციებს (მაგ. ინტერესს) არ აღუძრავს მკითხველს. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასეა, და შენ რომ ამბობ მერე სხვანაირად წავა საქმეო, ეს თითქმის არაფერს არ ცვლის. პირველივე აბზაციდან უნდა ჩაითრიო მკითხველი. თუმცა, ზუსტად პირველი აბზაცი აქ მართლაც ჩამთრევია. სამწუხაროდ, ძალიან მალე ხდება მისი "გაბათილება". ბევრი ე.წ. "ნარატივია" (თხრობა). თავიდან მაინც მოქმედება სჯობია, და როცა მკითხველს "ჩაითრევ" მერე თხრობებსაც და აღწერებსაც თავისუფლად "ჩააყლაპებ". და ისე რა თქმა უნდა, შენი ტექსტისა შენ იცი და ი-ნეტის იქით მის გატანას თუ არ აპირებ, მაშინ მის გამო ამდენი ტვინის ჭყლეტაც არ ღირს. აქ ყველაფერი "წავა". და თუ გინდა არ "წავიდეს", მერე რა?
9. ჰარი მომწონს ჰერმინესაც თუ მოიგონებ და მერე ერთმანეთს ,,დააჯახებ" ჰესეს მერე კაცი იქნები ;)) ჰარი მომწონს ჰერმინესაც თუ მოიგონებ და მერე ერთმანეთს ,,დააჯახებ" ჰესეს მერე კაცი იქნები ;))
8. აზგო გასაგებია პროტესტის გრძნობა :) მაგრამ ისე არაა როგორც შენ ფიქრობ, თუ წაიკითხავს ბოლომდე მიხვდები რაღაცას...რაც შეეხება ინგლისურ სახელებს, ასე მინდოდა და მორჩა :) აზგო გასაგებია პროტესტის გრძნობა :) მაგრამ ისე არაა როგორც შენ ფიქრობ, თუ წაიკითხავს ბოლომდე მიხვდები რაღაცას...რაც შეეხება ინგლისურ სახელებს, ასე მინდოდა და მორჩა :)
7. ზეუსი, პირველი აბზაცი ინტერესით წავიკითხე, მაგრამ მერე, როცა გაირკვა რომ ეს ამბავი ეხება ჯორჯს, კეტრინს და ასე შემდეგ, "წამიხდა ხასიათი". არ იფიქრო რომ ინგლისური ეროვნების წინაააღმდეგი ვარ. არა, ჩემთვის სულერთია მოქმედ პირს ჰარი ერქმევა თუ კენსაბურო. უბრალოდ მაინტერესებს რატომ შენ, ქართველი ავტორი, წერ ინგლისელებზე? შენ ხომ მაგათი ცხოვრების შესახებ იცი მხოლოდ წიგნებიდან ან ფილმებიდან, ანუ, გაჭრილად რომ ვთქვათ, არაფერი არ იცი. ხოლო, როგორც ცნობილია, მწერალმა უნდა წეროს მხოლოდ იმის შესახებ, რაც კარგად იცის. ახლა თუ მერე სიუჟეტი უფრო "აქეთ", ნაცნობ გარემოში გადმოინაცვლებს, მაშინ კიდე ჰო, გასაგებია. თუ არადა რაღაცა ახსნა უნდა ქონდეს იმას, თუ რატომ საუბრობ შენ სადღაც ინგლისში(იქნება ამერიკაში ან ავსტრალიაში) მომხდარ ამბებზე ? ზეუსი, პირველი აბზაცი ინტერესით წავიკითხე, მაგრამ მერე, როცა გაირკვა რომ ეს ამბავი ეხება ჯორჯს, კეტრინს და ასე შემდეგ, "წამიხდა ხასიათი". არ იფიქრო რომ ინგლისური ეროვნების წინაააღმდეგი ვარ. არა, ჩემთვის სულერთია მოქმედ პირს ჰარი ერქმევა თუ კენსაბურო. უბრალოდ მაინტერესებს რატომ შენ, ქართველი ავტორი, წერ ინგლისელებზე? შენ ხომ მაგათი ცხოვრების შესახებ იცი მხოლოდ წიგნებიდან ან ფილმებიდან, ანუ, გაჭრილად რომ ვთქვათ, არაფერი არ იცი. ხოლო, როგორც ცნობილია, მწერალმა უნდა წეროს მხოლოდ იმის შესახებ, რაც კარგად იცის. ახლა თუ მერე სიუჟეტი უფრო "აქეთ", ნაცნობ გარემოში გადმოინაცვლებს, მაშინ კიდე ჰო, გასაგებია. თუ არადა რაღაცა ახსნა უნდა ქონდეს იმას, თუ რატომ საუბრობ შენ სადღაც ინგლისში(იქნება ამერიკაში ან ავსტრალიაში) მომხდარ ამბებზე ?
6. კი ჭა პირველი ნაწილი გადავაგზავნე და მაგრადაც მივქარე. ასეთ სისულელეს აღარ გავაკეთებ ამიერიდან :))) ქალბატონო მანანა საწყენი არაფერია, მივიღებ შენიშვნებს ყოველთვის და კრიტიკასაც. ჰარირამა, სმიტ, ჯონათან გმადლობთ რომ კითხულობთ ყველას. ხოო, რაც შეეხება დასასრულს, არამგონია წინასწარ ვინმემ გამოიცნოს რა მოხდება :)))) კი ჭა პირველი ნაწილი გადავაგზავნე და მაგრადაც მივქარე. ასეთ სისულელეს აღარ გავაკეთებ ამიერიდან :))) ქალბატონო მანანა საწყენი არაფერია, მივიღებ შენიშვნებს ყოველთვის და კრიტიკასაც. ჰარირამა, სმიტ, ჯონათან გმადლობთ რომ კითხულობთ ყველას. ხოო, რაც შეეხება დასასრულს, არამგონია წინასწარ ვინმემ გამოიცნოს რა მოხდება :))))
5. გახდება ჰარი დიდი კაცი, გული მიგრძნობს:) გახდება ჰარი დიდი კაცი, გული მიგრძნობს:)
4. ჰარიზე ჰესეს ჰარი ჰგამახსენდა =)
ჰოდა ჰგადავხედავ ჰახლა =))
მახსოვს, სათაური ,,დამავიწყდა" კითხვისას. ახლა აღარ დავუშვებ მაგ შეცდომას =) ჰარიზე ჰესეს ჰარი ჰგამახსენდა =)
ჰოდა ჰგადავხედავ ჰახლა =))
მახსოვს, სათაური ,,დამავიწყდა" კითხვისას. ახლა აღარ დავუშვებ მაგ შეცდომას =)
3. მოკლედ , ინტერესი გაცნდა:)))ალბათ , სესავალოდან გამომდინარე რარაც პირობიტ ჰარის დაფინანსების ამბავი გადაწყვიტა, ბიზიამ:))) ვნახოტ სული მოტხოვა თუ სხვა რამე:))) მოკლედ , ინტერესი გაცნდა:)))ალბათ , სესავალოდან გამომდინარე რარაც პირობიტ ჰარის დაფინანსების ამბავი გადაწყვიტა, ბიზიამ:))) ვნახოტ სული მოტხოვა თუ სხვა რამე:)))
2. დაველოდები გაგრძელებას, დამაინტერესა. თუ არ მიწყენ, რამდენიმე შენიშვნას მოგცემ:
ელემენტარული ცხოვრების–ცხოვრების ელემენტარული ვერც კი ვამჩნევდი ისე აკლდებოდა– ისე დააკლდა ზიან ასე – სხედან მიირთმევს– და–ძმა მიირთმევენ. საანგარიშო ჩოთქის–ქართულად "აბაკი" ჰქვია, ან "საანგარიშოს ქვების" ჯობია დაველოდები გაგრძელებას, დამაინტერესა. თუ არ მიწყენ, რამდენიმე შენიშვნას მოგცემ:
ელემენტარული ცხოვრების–ცხოვრების ელემენტარული ვერც კი ვამჩნევდი ისე აკლდებოდა– ისე დააკლდა ზიან ასე – სხედან მიირთმევს– და–ძმა მიირთმევენ. საანგარიშო ჩოთქის–ქართულად "აბაკი" ჰქვია, ან "საანგარიშოს ქვების" ჯობია
1. ეს ფორუმზე ვნახე და წავიკითხე... ( პირველი ნაწილი იდო მხოლოდ...) მომეწონა ძალიან...55555 ეტყობა მხოლოდ პირველი ნაწილი გადააგზავნე?..:( ეს ფორუმზე ვნახე და წავიკითხე... ( პირველი ნაწილი იდო მხოლოდ...) მომეწონა ძალიან...55555 ეტყობა მხოლოდ პირველი ნაწილი გადააგზავნე?..:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|