ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2012


საქართველოს სახელს ვფიცავ

საქართველოს ცას და მიწას,

მის საყვარელ სახელს ვფიცავ,

წინაპართა გულის ფიცარს,

ვფიცავ მარად რომ დავიცავ.



წამითაც არ დავფიქრდები,

ვფიცავ მისთვის თავს გავწირავ,

მისთვის სანთლად დავინთები,

საქართველოს სახელს ვფიცავ.



სიყვარულით დავიღლები,

ქართულ წესს და ადათს ვიცავ,

სანთელივით დავიღვრები,

საქართველოს სახელს ვფიცავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები