ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2012


ნუ ტირი

                             

ნუ ტირი ნუნე,
შენი ცრემლები,როგორც ცხელი სევდის წვეთები,
ჩემს გულს ისე ეწვეთებიან,
ნუ ტირი თორემ,
ერთხელ მომკლავენ,
დამიზნებულ ლულასავით, შენი თვალები.
ჩემი ცხოვრების გაკვალული ბილიკები,
შენი თმებია,
და შენი მკერდი,
ჩემი ვერთქმული ოცნებების პირამიდები და საფლავები.
ნუ ტირი ნუნე,
თორემ უკვე,
ჩემი სულის ორღობეები ვერ იტევს ტბორებს,
ჩემი ღიმილის საკვამურებს ამოსდის ბოლი,
შენი თითები
უშენობის მძიმე ნავში -ხომ ნიჩბებია,
და თეძოები, ერთადერთი მაშველი რგოლი.
ნუ ტირი, გესმის?
მაგ ტკივილის ნიაღვარმა ლამის წამლეკოს,
ლაფში იფლობა ჩვენი კოცნის ნორჩი კვირტები,
ვერ ვუმკლავდები შენს ბაგეზე შეყინულ ექოს,
ნუ ტირი თორენ შენთან ერთად მეც ავტირდები


                5  04  2012                            დავით კუპრავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები