ალბათ, ძნელად თუ ვიმე წარმოიდგენდა, რომ „ლიტბუნიობის“ კონკურზე, სადაც დამწყებ ლიტერატორებთან ერთად ცნობილი მწერლებიც მონაწილეობდნენ, ერთ–ერთი გამარჯვებული ყველასათვის უცნობი ავტორი გახდებოდა. გაჩნდა ეჭვი, ნამდვილად არსებობდა თუ არა ეს ავტორი. მე კი არც ესჭი გამკვირვები., ლეგენდები და ეჭვები ხომ იმთავითვე დაჰყვა ბედად ჩოფიკაშვილების ლიტერატურაში გამოჩენას... ესეც რომ არ ყოფილიყო,, ირაკლი ჩოფიკაშვილის „ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანის“ წაკითხვის შემდეგ, ვტორის დიდი წინაპარი ალექსანდრე ყაზბეგი და მისი პერსონაჟები მაინც გამახსენდებოდა. ლიტერატურული ინტერესი მამაცი მთიელების მიმართ, რომელიც ყოველთვის მაწვალებდა ხელახლა გამეღვიძა. სად წავიდნენ, სად გადაიხაფრნენ საბჭოთა პერიოდში თავისუფლებისთვის მებრძოლო კაცები. არა. არაფერი შემშლია. მსგავსება იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ არაფერი მეჩვენება. ირაკლი ჩოფიკაშვილის საბჭოთა ციხეში, სწორედ ელგუჯა, იაგო, კობა, ელბერდი ფარჩო სხედან.... მერე რა რომ მოხევური დიალექტი აღარ ისმის. აღარც ტკბილი „ჩემო ყველავ“ ესალბუნება ყურს, რადგან ტოტალიტარულ სახელმწიფოში რომანტიკული სიყვარულისისთვის ადგილი ნამდვილად არ რჩება. და თუ კიდევ არსებობს ის, ალბათ ღრმადაა დამარხული და თავის დროს ელის... „სიყვარულის შესახებ აქ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. ეს იმდენად პირადულია, რომ უფრთხილდებიან და გარეთ არ გამოაქვთ. თუმცა, ვერც შინაგან განცდას შეატყობ, იმდენად კარგად აქვთ შეფუთული“ აქ გადარჩენისთვის ბრძოლა ხდება მთავარი თემა. აქ იმდენად „ზუსტად“ არის აღწერილი ციხის გარემო, რომ მკითხველს აშკარად გაუჭირდა სიმბოლოების ამოკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ წეკოს მყრალი სუნი და ჩიფირის დუღილი ტექსტიდან გარეთ გამოდის, ეს გარემო მაინც ძალზე პირობითია, რადგან საბჭოთა ციხეს საზღვრები არა აქვს. ის გადაჭიმულია შორეული აღმოსავლეთიდან სამხრეთის საზღვრებამდეა. წინააღმდეგობაც თითქოს აზრს კარგავს.... ეს ნასედკები, მუჟიკები, შნირები, საბჭოთა ცხოვრების სოციალური ფენებია. რკინის კარით (ფარდით) ჩაკეტილ სივრცეში ვნებები მძაფრდება და ხასიათი უნმნიშვნელო ნიუანსები მთელი ძალით იჩენს თავს. ავტორიის სასრგებლოდ მინდა ვთქვა, რომ არცერთი მოძრაობა არც ყრუ ამოკვნესა არ რჩება მისი ყურადღების მიღმა აქ ყოფიერება არ (ვერ) განსაზღვრავს ცნობიერებას. მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანი ადამიანის მიმართ მგელია აქ უარყოფილია. რთულ სიტუაციაში ადანმიანები მაინც არ კარგავენ ურთიერთთანაგრძნობის უნარს: „მე კი მციოდა და დავდიოდი... თან ერთი ფიქრი არ მასვენებდა, – რატომ გავიხადე და დავახურე? იმას თბილად ძინავს, მე კიდევ ვიყინები... ვინ არის? რა არის ჩემი? ახლა, ამის სუნთქვას რომ ვუსმენდი, სულ მინდოდა პირზე ხელი დამეფარებინა და გამეგუდა. აქედან მივხვდი, თუ თანაგრძნობის რამხელა უნარი მოუცია ღმერთს ჩემთვის, რადგან ვერც “ხებე” წავართვი და ვერც გავგუდე“. საინტერესოა თავისუფლებისადმი მისი დამოკიდებულება .« საკანთან ამდენი ხნის ურთიერთობამ, ერთი რამ კარგად მასწავლა. რაც უფრო ახლოს ვგრძნობდი კედლებს, მით უფრო რეალურად აღვიქვამდი გარემოს. უკეთესად ვხედავდი ჩემს თავს და უფრო სწორად ვაფასებდი რეალობას. ვგრძნობდი ჩემს შინაგან ძალას. თითქოს შეზღუდული გარემო უფრო მეტ სიმშვიდეს და თავისუფლებას მანიჭებდა.. გამოდის, რომ საკანში უფრო მეტადა ვარ კონცენტრირებული. რაც უფრო მეტია წნეხი, მით უფრო ვფართოვდები. განა, პირიქით არ უნდა იყოს?“ ავტორი არ აიდიალებს ცხოვრების რომელიმე წესს, მორალი აქ საპირისპრო მხარეს დგას. ავტორი არ მარიაჟობს საინტერეო თავგადასავალით, არ ყოყოჩობს, არ კეკლუცობს. მასალა აქ სტიქიურად მუშაობს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭურჭელი სავსეა და თავისთავად იღვრება სივრცეში. ავტორის ერთდერთი უპირატესობა ის არის რომ, მას ხედვის საინტერესო კუთხე აქვს მოძებნილი. მისი წინ ტოტალიტარული სახელმწიფოს სურათი ჩანს, ხილო სარკმლიდან თავისუფლების მკრთალი ნათელი ირეკლება „...აქ ერთი იმედი ღმერთია მხოლოდ. ამას ჩემთვის ჩუმად ვამბობ. ზოგჯერ იმის შიშიც მაქვს, ხმამაღლა რომ ვახსენო ღმერთი, სიტყვას არ გაყვეს, არ გაქრეს. ამიტომ მე და ჩემსავით დანარჩენებიც არ ლაპარაკობენ ღმერთზე. თავისთვის, შიგნით ინახავენ, რადგან იციან, რომ ერთადერთი ძალაა, ვისაც შეუძლია ასეთი წესრიგის შენარჩუნება. ჩვენი ცუდი ფიქრებიც უძლური ყოფილა მასთან.“ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, რაც მოხდა იმ დაწესებულებაში სადაც მე ვიყავი, ეს იყო სიტყვა « კეთილი », რომელიც მანამდე მხოლოდ გინებებში თუ გამეგონა. სწორედ იქ ვნახე ნამდვილი სიკეთე, ყოველგვარი მორალური ვალდებულების გარეშე“ ეს ტექსტი რომ გასული საუკუნის 70–80–იან წლებში გამოქვეყნებულიყო, ალბათ თოფის გასროლასავით იქნებოდა. თუმც ეს შეფასება ნამდვილად დააკლდებოდა. „რა შეცვალა ამ ინციდენტმა ჩემს ცხოვრებაში? გავიგე, რომ მე მხოლოდ მანქანის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. დამოუკიდებლად არაფერს წარმოვადგენ. სანამ არ გამოვალ ამ მანქანიდან, ვერ გავიგებ მის ნამდვილ არსს. ასეა, შენ რომ სხვას „ამაგნიტებ“, ერთ დღეს შენც „დაგამაგნიტებენ“. მივხვდი, რომ მაგნიტიანი კამათელი კონტაქტში აღარ შემოვა. შენ მისთვის უკვე უცხო ხარ. კამათელს უნდა მოეფერო, ელაპარაკო, სთხოვო რომელ „აჩოკზე“ დაჯდეს. მხოლოდ მოგებისთვის თუ დაჯდები, ბოლოს მაინც წაგებული დარჩები. ერის მარადიულ ცხოვრებაში, 70–წლიანი პეროდი ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრებისა მხოლოდ „ინციდენტია“. ამან უნდა გვასწავლოს, რომ ჩვენ საკაცობრიო მანქანის ერთი ნაწილი ვართ და მომავალშიც „დამაგნიტებული კამათლით თამაშს“ არავინ გვაპატიებს. პროფესიონალი მწერალი ამ მასალიდან ერთ ათიოდე ნოველას მაინც გამოადნობდა. დახვეწდა, გამოაშრობდა, გალაქავდა და ასე გამოიტანდა მკითხველის სამჯავროზე. ირაკი ჩოფიკაშვილს ამ მხრივ სიწუნწე არსოდეს დაჭირდება, რადგან ლიტერატურაში მდიდარი ცხოვრებით შემოვიდა. მას მომავალშიც არ დაჭირდება მასალის ეკონომია და იმედი მაქვს, რომ არც ხელობის დაუწერელ კანონებს გაუწევს ანგარიშს ... ქართველ მკითხველს კი მშვენიერი შესაძლებლობა ეძლევა, დამწყები მწერლის მიმართ მაინც გამოჩინოს ის ყურადღება, რომელიც მის წინაპარს დააკლდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ნაწარმოებიც წვიკითხე თავის დროზე და ეს პუბლიკაიაც მომეწონა! ნაწარმოებიც წვიკითხე თავის დროზე და ეს პუბლიკაიაც მომეწონა!
9. კონკურსზე წარმოდგენილ ნაწარმოებებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც მომეწონა. იგრძნობა რომ ავტორისათვის მთავარი ემოციაა, ცდილობს მისი შინაგანი განწყობა სწორად მიიტანოს მკითხველამდე, გუნდრუკს არ უკმევს გამეფებულ ლიტერატურულ გემოვნებას, წერისას არის გულწრფელი. გულწრფელობა კი ჭეშმარიტ მკითხველამდე გზას აუცილებლად იპოვის. კონკურსზე წარმოდგენილ ნაწარმოებებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც მომეწონა. იგრძნობა რომ ავტორისათვის მთავარი ემოციაა, ცდილობს მისი შინაგანი განწყობა სწორად მიიტანოს მკითხველამდე, გუნდრუკს არ უკმევს გამეფებულ ლიტერატურულ გემოვნებას, წერისას არის გულწრფელი. გულწრფელობა კი ჭეშმარიტ მკითხველამდე გზას აუცილებლად იპოვის.
8. გმადლობ, ტენდი! ამ ტექსტში განსაკუთრებით ის ადგილი მომწონს, საბჭოეთის 70–წლიანი რეჟიმი "ინციდენდატ" რომ არის შეფასებული. ეს ძალიან ზუსტი ტერმინი და "მოფრთხილება" სჭირდება. ერის მრავალსაუკუნოვან ცხოვრებაში. 70 წელი უფრო "მეტ შეფასებას" არც იმსახურებს... :) თანაც "ინციდენტი" საკმაოდ ხელსაყრელი ადგილია (ხედვის კუთხე) უახლესი წარსულის შესაფასებლად... რაც შეეხება ირაკლის ტექსტს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი რამ მოხდა ამ ტექსტის გამოქვეყნებით ჩვენს ლიტერატურაში და სურვილი მისი "გადაფარვისა" არ გამოვა... დღემდე უკვე იმდენი რამ "გადავფარეთ, რომ გვეყოფა, საკმარისია ლიტერატურით თამაში. მართლაცდა, რევოლუციამდელი ბავშვები ხომ არა ვართ, რომ სათამაშოებს ვიყოთ დახარბებულნი? :) გმადლობ, ტენდი! ამ ტექსტში განსაკუთრებით ის ადგილი მომწონს, საბჭოეთის 70–წლიანი რეჟიმი "ინციდენდატ" რომ არის შეფასებული. ეს ძალიან ზუსტი ტერმინი და "მოფრთხილება" სჭირდება. ერის მრავალსაუკუნოვან ცხოვრებაში. 70 წელი უფრო "მეტ შეფასებას" არც იმსახურებს... :) თანაც "ინციდენტი" საკმაოდ ხელსაყრელი ადგილია (ხედვის კუთხე) უახლესი წარსულის შესაფასებლად... რაც შეეხება ირაკლის ტექსტს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი რამ მოხდა ამ ტექსტის გამოქვეყნებით ჩვენს ლიტერატურაში და სურვილი მისი "გადაფარვისა" არ გამოვა... დღემდე უკვე იმდენი რამ "გადავფარეთ, რომ გვეყოფა, საკმარისია ლიტერატურით თამაში. მართლაცდა, რევოლუციამდელი ბავშვები ხომ არა ვართ, რომ სათამაშოებს ვიყოთ დახარბებულნი? :)
7. 5, გია ბატონო, ამ პუბლიცისტიკას. :) ნამდვილად საინტერესო ფაქტია ყაზბეგეგის შთამომავლობაში ლიტერატურული სისხლის ყივილი. :)) გენები თავის საქმეს აკეთებს ჩვენგან დამოუკიდებლად. ბევრი რამ მომეწონა "ბუშლატის სახელოდან დანახულ ქვეყანაში". ბევრი რამ არის ძალიან ყურასდაღები. იმ ჯოჯოხეთში გაკეთებულმა ადამიანურმა დასკვნებმა ნამდვილად გამაკვირვა. სხვა შემთხვევაში შეიძლება უფრო მგლური კანონები ჩამოყალიბებულიყო გმირის ფსიქოლოგიაში. ჩემთვის საინტერესო იყო იცის, რომ გმირი ღმერთის თანადგომას ხედავდა და საყვედური არ დასცდენია თავის მდგომარეობის გამო. ის კი არა და საკუთარ საკუთარ პიროვნებას ისე უყურებს, როგორც სხვას. ამას ფსიქოლოგები "ფსიქოლოგიურ ფანჯარას" ეძახიან. ანუ საკუთარ ნაკლზედაც ისე წერს, როგორც სხვაზე დაწერდა. მომეწონა ისიც, რომ ეს მოთრობა ირაკლი ჩოფიკაშვილისა, საბჭოთა წყობის თავისებური "ფორმულაა", ანუ მაკეტი. :) თუმცა არც ახლა ხდება რაიმე განსხვავებული. ახლა რუსული ტაიგა "თავისუფალ" ციხედ არის გადაქცეული.
პატივისცემით: ტენდი პუბლიცისტიკას კიდევ ერთხელ 5 :) 5, გია ბატონო, ამ პუბლიცისტიკას. :) ნამდვილად საინტერესო ფაქტია ყაზბეგეგის შთამომავლობაში ლიტერატურული სისხლის ყივილი. :)) გენები თავის საქმეს აკეთებს ჩვენგან დამოუკიდებლად. ბევრი რამ მომეწონა "ბუშლატის სახელოდან დანახულ ქვეყანაში". ბევრი რამ არის ძალიან ყურასდაღები. იმ ჯოჯოხეთში გაკეთებულმა ადამიანურმა დასკვნებმა ნამდვილად გამაკვირვა. სხვა შემთხვევაში შეიძლება უფრო მგლური კანონები ჩამოყალიბებულიყო გმირის ფსიქოლოგიაში. ჩემთვის საინტერესო იყო იცის, რომ გმირი ღმერთის თანადგომას ხედავდა და საყვედური არ დასცდენია თავის მდგომარეობის გამო. ის კი არა და საკუთარ საკუთარ პიროვნებას ისე უყურებს, როგორც სხვას. ამას ფსიქოლოგები "ფსიქოლოგიურ ფანჯარას" ეძახიან. ანუ საკუთარ ნაკლზედაც ისე წერს, როგორც სხვაზე დაწერდა. მომეწონა ისიც, რომ ეს მოთრობა ირაკლი ჩოფიკაშვილისა, საბჭოთა წყობის თავისებური "ფორმულაა", ანუ მაკეტი. :) თუმცა არც ახლა ხდება რაიმე განსხვავებული. ახლა რუსული ტაიგა "თავისუფალ" ციხედ არის გადაქცეული.
პატივისცემით: ტენდი პუბლიცისტიკას კიდევ ერთხელ 5 :)
5. რა პოპულარიზაციაა :დ რა პოპულარიზაციაა :დ
4. უდავოდ საინტერესო ავტორია, ირაკლი ჩოფიკაშვილი, უდავოდ საინტერესო ავტორია, ირაკლი ჩოფიკაშვილი,
3. ყაზბეგთან მართლაც ვალში ვართ. ირაკლი ჩოფიკაშვილს ეს "ვალი" ორმაგი სიმძიმით ექნება სატარებელი. წარმატებული ყოფილიყოს მისი გზა-სავალი !
ყაზბეგთან მართლაც ვალში ვართ. ირაკლი ჩოფიკაშვილს ეს "ვალი" ორმაგი სიმძიმით ექნება სატარებელი. წარმატებული ყოფილიყოს მისი გზა-სავალი !
2. წავიკითხე და ძალიან მომეწონა. სიმართლეა ნაჩვენები ამ მოთხრობაში. კარგია რომ საქართველოს ასეთი ავტორი ყავს. წარმატებებს ვუსურვებ გულით და სულით ირაკლი ჩოფიკაშვილს. წავიკითხე და ძალიან მომეწონა. სიმართლეა ნაჩვენები ამ მოთხრობაში. კარგია რომ საქართველოს ასეთი ავტორი ყავს. წარმატებებს ვუსურვებ გულით და სულით ირაკლი ჩოფიკაშვილს.
1. მართლაც ძალიან კარგი მოთხრობაა ,,ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა" და ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ვურჩევდი აუცილებლად წაეკითხა. 5! მართლაც ძალიან კარგი მოთხრობაა ,,ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა" და ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ვურჩევდი აუცილებლად წაეკითხა. 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|