 | ავტორი: ტიტე ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2012 |
ვუძღვნი ჩემი ჯგუფელის, ბუტა რობაქიძის ხსოვნას
მაშინ, არცერთი ჩვენგანის გული არ შეუძრია საეჭვო განცდას, გიორგობის დღით მგზნებარე სული, სანამ თავის თავს თვითონ არ გაცდა.
მე მკითხეს თუ რა უნდოდა ვაზნას წიწამურთან და თუ რატომ ხდება, რომ არ შეიშრო იმ დღიდან ვაზმა ცრემლი. (მაისიც ამ ცრემლით თბება.)
მე მეკითხები თუ ვინ ესროლა ბუტას, - აბა, ხელში რა გიჭირავს?- მე მეკითხები თუ ვინ ისროლა, იარაღი კი თვითონ გიჭირავს.
შემომელევა სიმშვიდის პოვნის განუსაზღვრელი მე სასოება, სამშობლოს მოვლისთვის პირველ ყოვლის,- “ენა, მამული, სარწმუნოება,”
დამიკენტდება ამგვარად სული გალაკტიონის, კვლავ წიწამურთან, თუ ისევ გულთან, თუ ისევ გულთან, არ მივიტანე ახლოს მე გული.
იმ ღამით, ღმერთის ჩამოწყდა გულზე წმიდანობისთვის ნაფენი დაფნა, ეს იყო ღამე, როცა მიწაზე ეგდო თბილისი და ერთი ვაზნა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. არა, არ იცის. თუ შეძლებთ გადაეცით და უთხარით ბუტას ჯგუფელისგანააო.
გაიხარეთ! არა, არ იცის. თუ შეძლებთ გადაეცით და უთხარით ბუტას ჯგუფელისგანააო.
გაიხარეთ!
10. რამოდენიმე დღის წინ ბუტას მამა შემხვდა... იცის ეს ლექსი თუ მე გადავცე? რამოდენიმე დღის წინ ბუტას მამა შემხვდა... იცის ეს ლექსი თუ მე გადავცე?
9. :) წარმატებებს გისურვებთ. გეტყობათ გულწრფელობა და ის, რომ რასაც წერთ, გტკივათ. :) წარმატებებს გისურვებთ. გეტყობათ გულწრფელობა და ის, რომ რასაც წერთ, გტკივათ.
8. ეს არის ხსოვნის ლექსი! არ მაქვს უფლება დავიწუნო! ეს არის ხსოვნის ლექსი! არ მაქვს უფლება დავიწუნო!
7. "ეს იყო ღამე, როცა მიწაზე ეგდო თბილისი და ერთი ვაზნა." ამას ეკუთვნის 2 "ეს იყო ღამე, როცა მიწაზე ეგდო თბილისი და ერთი ვაზნა." ამას ეკუთვნის 2
6. ~ეს იყო ღამე, როცა მიწაზე ეგდო თბილისი და ერთი ვაზნა~ ~ეს იყო ღამე, როცა მიწაზე ეგდო თბილისი და ერთი ვაზნა~
5. "ჰო, ნუ ლექსი ძალიან სუსტია," - ეს შენი აზრია და რა ზოგადი შეხედულება.
ახსნის გარეშე, მაგ სიტყვებს ფასი არ აქვს. რაც შეეხება რამის ცუდად დაწერას, ეს რამე თუ ლექსს ეხება კიბატონო, კრიტიკა მხოლოდ დასაბუთებული ვიცი მე.
"ჰო, ნუ ლექსი ძალიან სუსტია," - ეს შენი აზრია და რა ზოგადი შეხედულება.
ახსნის გარეშე, მაგ სიტყვებს ფასი არ აქვს. რაც შეეხება რამის ცუდად დაწერას, ეს რამე თუ ლექსს ეხება კიბატონო, კრიტიკა მხოლოდ დასაბუთებული ვიცი მე.
4. "არ უნდა სცე მდე" "არ უნდა სცე მდე"
2. ჰო, ნუ ლექსი ძალიან სუსტია, არ აწყენდა გადახედვა. მაგრამ მაინც მივესალმები ტკივილის ასეთი ფორმით გამოხატვას. სულ ცოტა ადამიანის ხსოვნას უნდა ცე პატივი აქ რომ ცუდად დაწერო რამე. ჰო, ნუ ლექსი ძალიან სუსტია, არ აწყენდა გადახედვა. მაგრამ მაინც მივესალმები ტკივილის ასეთი ფორმით გამოხატვას. სულ ცოტა ადამიანის ხსოვნას უნდა ცე პატივი აქ რომ ცუდად დაწერო რამე.
1. "ეს იყო ღამე, როცა მიწაზე ეგდო თბილისი და ერთი ვაზნა."
ვუერთდები ხსოვნას....... :( "ეს იყო ღამე, როცა მიწაზე ეგდო თბილისი და ერთი ვაზნა."
ვუერთდები ხსოვნას....... :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|