ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2012


ერთად შევუხსნათ ზეცას ღილები

წამო, სამყაროს ფარდა ავხადოთ,
ერთად შევუხსნათ ზეცას ღილები,
თოვლის ფიფქივით თეთრად ნახატო,
მეძნელები, ხან მეადვილები..

ღრუბლიდან ფიფქად, ფიფქიდან თოვლად,
თოვლიდან წვიმის წვეთად ნაჟურო,
ტყვიის გარეშე გინდა რომ მომკლა,
ჩემსავით ცოტა ეპატაჟურო..

გეუბნები და იჩქარე თორემ,
ასე სიკვდილის მეც არ მჯერა და,
წამოდი, ფრთებსაც შევისხამთ ხოლმე,
ერთხელ კი არა მრავალჯერადად

დავხატავთ ღამეს, აღარ ღირს მოცდა
ზეცა დავკაწროთ ღრუბლის ფრჩხილებით,
ან დაელოდე იმ დღეებს როცა,
გულში თრომბივით გაგეჩხირები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები