კომუნიზმის წითელი, შტაინერის გაკიცხვა გაუზიარებლად, თავისუფლების სურნელი და, მწვანე ჭაობში მოყიყინე სისხლიანი თვალები. ჩიბუხში ჩაყრილი ადამიანების ფერფლი, შევერცხლილი სიამოვნება ყველას დაკრძალვაზე, სიცოცხლე ჩაის ფინჯანთან ჰარმონიაში, სასაფლაოზე ჩამოფრენილი ამოუცნობი ობიექტი.
მათ შორის ერთი, ოთხმოცდაათიანების ბავშვი, თვრამეტი წლის ნირწამხდარი, გაყვითლებული სხეული, უკვე ადრეა იმაზე ფიქრი როდის დაშორდა, ან სად გამორჩა პარადოქსი, რომელიც არავისთვის დაუწერიათ კუთხემომწვარ ქაღალდზე. როცა იყო მარტო შიმშილი და ფურთხის სუნი, მინაცრებულ ტროტუარებზე, დედები ისევე ტიროდნენ, როგორც ყოველთვის.
ის გვკარნახობს, როგორ მოვიკლათ თავი, თანაც მტკივნეულად, ვიღაც მეორე, უფრო კეთილი, მიხსნის, რა სასიამოვნოა ბალიშის ქვეშიდან, საკუთარი ხრიალის მოსმენა. რა ტკბილია, როცა მდინარის დინებას მიჰყვები, მე კი ვპასუხობ: "მდინარის დინებას, მკვდარი თვეზები მიჰყვებიან!" კარს, ზურგს უკან, მაგრად ვაჯახუნებ, ქუჩაში გავდივარ, სადაც აღარავინ ყვირის: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს" უბრალოდ არავინ დარჩა ცოცხალი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჰო, გეორგია... გამოდის, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვყოფილვარ - აქაც, იქაც...:) ჰო, გეორგია... გამოდის, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვყოფილვარ - აქაც, იქაც...:)
5. ბასტი :* მახსოვდა ეს ლექსი :)
ბასტი :* მახსოვდა ეს ლექსი :)
4. ანუ თემაა იმდენად მტკივნეული და მზაფრი,რომ ...და არაფერი ზემდეტი რომ არაა ლექსში -ეს ვიგულისხმე გემოვნებაში ანუ თემაა იმდენად მტკივნეული და მზაფრი,რომ ...და არაფერი ზემდეტი რომ არაა ლექსში -ეს ვიგულისხმე გემოვნებაში
3. გემოვნებიანი ადამიანის დაწერილი ლექსია. გემოვნებიანი ადამიანის დაწერილი ლექსია.
2. ჩიბუხში ჩაყრილი ადამიანების ფერფლი...
მეორე სტროფს გამოვარჩევდი მთლიანად.
რა ტკბილია, როცა მდინარის დინებას მიჰყვები, მე კი ვპასუხობ: "მდინარის დინებას, მკვდარი თვეზები მიჰყვებიან!"
ჩიბუხში ჩაყრილი ადამიანების ფერფლი...
მეორე სტროფს გამოვარჩევდი მთლიანად.
რა ტკბილია, როცა მდინარის დინებას მიჰყვები, მე კი ვპასუხობ: "მდინარის დინებას, მკვდარი თვეზები მიჰყვებიან!"
1. ჩემი, ემოციის ქვაბში მოხარშული, ამ შესანიშნავი ლექსის გადასახედიდან, საწყლადდარჩენილი პატრიოტიზმი გამახსენდა.
შესანიშნავადაა ყველაფერი ასახული ახალ-პოეტურად. მხატვარია საჭირო. ჩემი, ემოციის ქვაბში მოხარშული, ამ შესანიშნავი ლექსის გადასახედიდან, საწყლადდარჩენილი პატრიოტიზმი გამახსენდა.
შესანიშნავადაა ყველაფერი ასახული ახალ-პოეტურად. მხატვარია საჭირო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|