 | ავტორი: ვალდამი ჟანრი: პროზა 22 აპრილი, 2012 |
მომყოლი (ეძღვნება პატარა ელენე ადამაშვილს) გუშინ ჩემს ძმაკაცს ბავშვი შეეძინა. საკმაოდ ექსტრემალური სიტუაცია იყო, მისი მეუღლე საავადმყოფოში როცა მივიყვანეთ, წყლები უკვე დაღვრილი ქონდა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ფეხმძიმობის მხოლოდ მერვე თვე იყო, ამ საკითხებში მეტნაკლებად ჩახედულ ხალხს არ გაუჭირდება იმის წარმოდგენა, თუ როგორ ვინერვიულებდით ყველა. ღვთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გვეყოლა პატარა ელენე - 2 კგ და 43 სმ. ამ ამბავმა ერთი ძველი ისტორია გამახსენა, რომელიც ზოგს შეიძლება გაგონილიც კი ჰქონდეს. თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ იტალიურ ეზოში, ჩვეულებრივი თბილისელები ცხოვრობდნენ. ისევე როგორც ყველა თბილისურ ეზოში, აქაც ერთი ოჯახივით შეხმატკბილებულად გაჰქონდათ წუთისოფელი და ისევე, როგორც ყველა სხვა ეზოში, აქაც იყვნენ წამყვანი ფიგურები - ლუბა დეიდა და კარენა ძია. ლუბა დეიდას ქმარი 10 წლის გარდაცვლილი იყო, შვილები - ერთი მოსკოვში, მეორე კი სტავროპოლში წამყვანი მედიკოსები გახლდნენ. თუმცა მარტოხელა ლუბა დეიდა სულაც არ გრძნობდა მარტოდ თავს, რადგან თავის დედობრივ მზრუნველობას მთელს ეზოზე აფრქვევდა - იგი ყველას დეიდა, მამიდა, სიდედრი და დედამთილი იყო. ზოგს ეს მოსწონდა, ზოგი კიდევ ღიზიანდებოდა, თუმცა რაიმე პრობლემა თუ ჩნდებოდა, ყველა მაინც ლუბა დეიდას მიმართავდა ხოლმე - სახურავისა თუ ეზოს ჭიშკრის შეკეთება, ავადმყოფობა, ბავშვის მოწყობა უმაღლესში, კარგი საგზურებისა თუ „ნოლშესტის“ რიგში წინა ადგილების დათრევა, სამსახურში მოწყობა და დაწინაურებაც კი. წამყვან საავადმყოფოს ყოფილ მთავარ ექიმს, ყოველთვის ჰქონდა საჭირო ტელეფონის ნომერი, სადაც დარეკავდა და ყველაფერს მოაგვარებდა. კარენა ძია ტაქსის მძღოლი იყო და ამავე დროს მთელი ეზოს (და ზოგჯერ მეზობელი ეზოებისაც) იმედი. შესაბამისად, „ტაქსაობაზე“ მეტ დროს, თავისი მეზობლების მომსახურებას ახმარდა. მეორე სართულზე ახალგაზრდა ცოლქმარს, თენგოს და მანანას ჰქონდათ ერთი ოთახი და პატარა სამზარეულო აღებული. თენგოს მუდმივად მივლინებებში უწევდა სიარული, მანანა კი იმ მომენტისთვის, როცა ეს ამბავი მოხდა, მეცხრე თვის ფეხმძიმე გახლდათ. ... ხოდა ერთ მშვენიერ ღამეს, როდესაც თენგო მივლინებაში იყო, მანანას მუცელმა წამოუარა. - ალბათ გადამივლის - გაახსენდა წინა კვირის შემთხვევა, როდესაც ასევე წამოსტკივდა და კარენა ძიას მანქანით უკანვე გამოაბრუნეს სამშბიაროდან და გვერდი იცვალა უმტკივნეულო პოზის მოსაძებნად. მაგრამ ტკივილებმა არ გაუარა. უფრო სწორად გაუარა და ისევ ასტკივედა. ასე განმეორდა რამოდენიმეჯერ. - დილამდე მოვითმენ - გაიფიქრა, თუმცა ამის თვითონაც არ სჯეროდა, რადგან ყოველ ჯერზე ტკივილები უფრო და უფრო მწვავე იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთიც წამოსტკივდა და ფეხებშუა სისველე იგრძნო - წყლები დაიღვარა. აი ეხლა მიხვდა, რომ წინა ტკივილები თურმე ტკივილები საერთოდ არ ყოფილა იმასთან შედარებით, რასაც ეხლა განიცდიდა - ტკივილი უკვე აღარ წყდებოდა. - ვაიმე - უნებურად წამოიკივლა, როდესაც ფეხზე წამოდგომა სცადა და ფეხები აღარ დაემორჩილა, და ხმამაღალი კვნესაც მიაყოლა. წამოკივლება იმდენად ძლიერი და სასოწარკვეთილი იყო, რომ სულ ორიოდ წუთში თმებგაწეწილი და ხალათში გახვეული ლუბა დეიდა შემოფრატუნდა ოთახის ფუმფულა ფლოსტებით. ახალგაღვიძებული და შეშუპებული თვალებით შეხედა მანანას, რომელსაც მარცხენა ფეხის გადმოყოფა მოეხერხებინა საწოლიდან, ხელებზე იყო წამოწეული, ქვედა ტუჩი კბილებში მოექცია და მოგუდულად კვნესოდა. - დაგეწყო ? - ნახევრად ყვირილით კითხა მანანას და ისე, რომ პასუხს არ დაელოდა, სწრაფი ნაბიჯებით გაბრუნდა აივანზე. - კარენ ! კარენ! კარენ! - თითოეული ჩაძახება წინაზე უფრო ხმამაღალი იყო. - ჰო რაიყო ? - გაისმა ავლაბრულ კილოზე, ახლადგაღვიძებული კარენა ძიას ხმა. - მანქანა გაამზადე, მანანა მშობიარობს. ხმაურზე მთელმა ეზომ გამოიღვიძა - სანამ კარენა ძია ჩაიცმევდა და მანქანას დაქოქავდა, მანანას ტანსაცმელი, ადიელა, ზეწარი, ბალიში, ჩუსტები, საბუთები და ყველა აუცილებელი და ალბათ აუცილებელი ნივთი, ორ ნაჭრის ჩანთაში იყო გადანაწილებული; ლუბა დეიდას უკვე დარეკილი ჰქონდა სამშბიაროში და ჩაცმულს, მეზობლებთან ერთად ჩაჰყავდა მკვნესარი მანანა ხის კიბეებზე. სულ რამოდენიმე წუთში მანქანა, კარენა ძია, მანანა და ლუბა დეიდა სამშობიაროს გზაზე იდგნენ. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მანანას უკვე სამშობიარო ჭინთვები დაეწყო ! ... - ნუ გეშინია შვილო! - თავდაჯერებული კილოთი ამხნევებდა ლუბა დეიდა, რომელსაც თავის დროზე ალბათ ათასობით მშობიარობა ჰქონდა მიღებული და მაგრად იკრავდა მხრებით. - ვ ა ი მ ე დედდდააააა! - კიოდა მანანა - გზას უყურე, აქეთ არ მჭირდები! - დაუყვირა ლუბა დეიდამ მანანას სასოწარკვეთილ კივილზე კარენა ძიას ასოთხმოცი გრადუსით შემობრუნებულ თავს. როცა მანქანა სამშობიაროსთან გაჩერდა, მშობიარობა უკვე დაწყებული იყო, სანიტრები, ექიმები და ექთნები, ყველა გარეთ გამოფენილიყო და მათ ელოდებოდა - ყველას უნდოდა ქალბატონი ლუბასთვის რაიმეთი ესიამოვნებინა. მშობიარობა მანქანაშივე დასრულდა ლუბა დეიდას თაოსნობითა და რამოდენიმე სანიტრის დახმარებით. ბავშმა წამოიტირა - ესეიგი ყველაფერი კარგად იყო, ეხლა საჭირო იყო დედა-შვილის შესაბამის გარემოში გადაყვენა და რამოდენიმე თეთრხალათიანმა, ქალბატონი ლუბას ხელმძღვანელობით, ფრთხილად გადააწვინეს ისინი მანქანის უკანა სავარძლიდან საკაცეზე და ცუხცუხით შეაგორეს საავადმყოფოში. ამასობაში კარენა ძია მანქანიდან გადმოსულიყო და ამ ყველაფერს გაფითრებული და სახეგაყინული, გაუნძრევლად აკვირდებოდა. როდესაც დედა-შვილი საკაცეით საავადმყოფოში შეაგორეს, ამოისუნთქა და აკანკალებული ხელით „კოლხეთს“ გაუკიდა. სულ ბოლთის სამი თუ ოთხი რეისი ჰქონდა შესრულებული, როდესაც საავადმყოფოს კარებიდან ერთერთი თეთრხალათიანი სანიტარი (თუ ექთანი) გამოვარდა, ქოშების ტკაპუნით მიირბინა მანქანასთან და უკანა სავარძელში (სადაც მშობიარობის პროცესი შედგა) ჩაყვინთა. - რა გნებავთ გოგონი? - მორიდებულად იკითხა კარენა ძიამ. - მომყოლს ვეძებ - თავისამოუყოფლად უპასუხა სანიტარმა. - მერე აქ არა ვარ ? - ავლაბრული კილოთი და დამშვიდებულ-გაკვირვებული ღიმილით მიუგო კარენა ძიამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. როგორ გამომპარვია ეს მოთხრობა, მიკვირს ძალიან თავისუფალი და სასიამოვნო ხელწერაა. შეზავებული გემოვნებიანი იუმორით.
როგორ გამომპარვია ეს მოთხრობა, მიკვირს ძალიან თავისუფალი და სასიამოვნო ხელწერაა. შეზავებული გემოვნებიანი იუმორით.
20. მოკლედ, ეხლა პაწა მოვიცალე და ... პირველ რიგში ლალის შემოვევლე შენს პოსტს მინდა ცოტა დეტალურად ვუპასუხო: - "ეს არის ანეკდოტი.ბევრ ანაკდოტს სრულიად რეალური ამბავი უდევს საფუძვლად . ამხელა ტექსტი საჭირო იყო მხოლოდ ფინალისთვის...და ისიც სიტყვების თამაშია რა." - და ანეკდოტის უკან სიტუაციები თუ დავინახე და მაგის მოყოლა მომინდა ეგ რომელ სახე"ნ"ღვანელოში წერია არ ქნაო ? - და რომელი ნაწარმოები იცი, რომელიც ფინალისთვის არ იწერება, არა აქვს კულმინაცია და ა.შ.? - იქნებ ძველი თბილისური ეზოს მუღამებზეც მინდოდა ორი სიტყვით მეთქვა (ქალის ტკივილებზე რომ არაფერი ვთქვათ მშობიარობისას) ?
ახლა კი რამოდენიმე რჩევა მინდა მივცე ლალის შემოვევლეს :) 1. როცა ადამიანს აკრიტიკებ და ეს კრიტიკა კეთილი სურვილებით არის მოტივირებული, მაშინ კონკრეტულ ხარვეზებზე უნდა (!) მიუთითო და გამოსწორების გზებიც შესთავაზო 2. როცა ადამიანის კრიტიკა "რეზკი" შეფასებებით შემოიფარგლება, მაშინ ეს აგრესიაა !!! 3. როცა ადამიანს აკრიტიკებ, საკმარისი ღვაწლი და შესაბამისად ავტორიტეტი უნდა გქონდეს - დალოცვილო, ან სახელი და გვარით დარეგისტრირდი, რომ გავარკვიო, რამდენად სერიოზულად მივიღო შენი კრიტიკა (თუკი ეს სახელი და გვარი რამეს მეტყვის), ან კიდე ნუ წაშლი რა შენს ნამუშევრებს, რომ გავარკვიო თავად რამდენად პროფესიონალური ხარ ! 4. მე მართლა დამაინტერესებდა კონკრეტულად, თუ რაში მდგომარეობს ნაწერის არაპროფესიონალიზმი და აი მანდ მართლა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის თუ გაქაჩავ :) 5. აწი აღარ წაშალო შენი ნაწერები - ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როდესაც საკუთარი თავის სცხვენიათ!
... ვა ! მოკლედ, ეხლა პაწა მოვიცალე და ... პირველ რიგში ლალის შემოვევლე შენს პოსტს მინდა ცოტა დეტალურად ვუპასუხო: - "ეს არის ანეკდოტი.ბევრ ანაკდოტს სრულიად რეალური ამბავი უდევს საფუძვლად . ამხელა ტექსტი საჭირო იყო მხოლოდ ფინალისთვის...და ისიც სიტყვების თამაშია რა." - და ანეკდოტის უკან სიტუაციები თუ დავინახე და მაგის მოყოლა მომინდა ეგ რომელ სახე"ნ"ღვანელოში წერია არ ქნაო ? - და რომელი ნაწარმოები იცი, რომელიც ფინალისთვის არ იწერება, არა აქვს კულმინაცია და ა.შ.? - იქნებ ძველი თბილისური ეზოს მუღამებზეც მინდოდა ორი სიტყვით მეთქვა (ქალის ტკივილებზე რომ არაფერი ვთქვათ მშობიარობისას) ?
ახლა კი რამოდენიმე რჩევა მინდა მივცე ლალის შემოვევლეს :) 1. როცა ადამიანს აკრიტიკებ და ეს კრიტიკა კეთილი სურვილებით არის მოტივირებული, მაშინ კონკრეტულ ხარვეზებზე უნდა (!) მიუთითო და გამოსწორების გზებიც შესთავაზო 2. როცა ადამიანის კრიტიკა "რეზკი" შეფასებებით შემოიფარგლება, მაშინ ეს აგრესიაა !!! 3. როცა ადამიანს აკრიტიკებ, საკმარისი ღვაწლი და შესაბამისად ავტორიტეტი უნდა გქონდეს - დალოცვილო, ან სახელი და გვარით დარეგისტრირდი, რომ გავარკვიო, რამდენად სერიოზულად მივიღო შენი კრიტიკა (თუკი ეს სახელი და გვარი რამეს მეტყვის), ან კიდე ნუ წაშლი რა შენს ნამუშევრებს, რომ გავარკვიო თავად რამდენად პროფესიონალური ხარ ! 4. მე მართლა დამაინტერესებდა კონკრეტულად, თუ რაში მდგომარეობს ნაწერის არაპროფესიონალიზმი და აი მანდ მართლა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის თუ გაქაჩავ :) 5. აწი აღარ წაშალო შენი ნაწერები - ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როდესაც საკუთარი თავის სცხვენიათ!
... ვა !
19. "აი აგრესიას და სარკაზმს კი არ გირჩევ,მაგ სკოლაში:)სადაც ესენი ისწავლება და სწავლობ:)ია პრიპადაიუ :)" გეტყობა :/ მაგ საკითხში აკადემიკოსი იქნები და აშკარად დიდ წარმატებებსაც მიაღწევ :) პ.ს. .. იმედია გიხდიან ქე მაინც მაგ პრიპადავანიეში ...
"აი აგრესიას და სარკაზმს კი არ გირჩევ,მაგ სკოლაში:)სადაც ესენი ისწავლება და სწავლობ:)ია პრიპადაიუ :)" გეტყობა :/ მაგ საკითხში აკადემიკოსი იქნები და აშკარად დიდ წარმატებებსაც მიაღწევ :) პ.ს. .. იმედია გიხდიან ქე მაინც მაგ პრიპადავანიეში ...
18. მოდი არ გინდა მეგობარო ეს ''რიჟა ბაზარი'' დადე ნაწერი დადე. არ მომეწონა. როცა დებ ნაწერს,ნებისმიერი კომენტარისთვის უნდა იყო მზად.არა მე არ მეშინია კომენტარების:)ზუსტად ვიცი ჩემინაწერების ღირებულება და ამიტომ იდება :)შენი არ იყოს როცა გეწერინება წერ:)და მერე იშლება . აი აგრესიას და სარკაზმს კი არ გირჩევ,მაგ სკოლაში:)სადაც ესენი ისწავლება და სწავლობ:)ია პრიპადაიუ :)ასე რომ რელაქს. და ინტერნეტი ყველასია .აგერ ვიღაცას მოეწონება,ვიღაცას არა. არა დოლჩე გაბანა არ ვარ:)დაჟე არც ზარა :) გამხნევება და დათვური სამსახური სხვაა კაროჩე ბევრი რაღაცას დაწერდა კაცი,მაგრამ არ ღირს :)დაბოღმა ცუდი თვისებაა:)წარმატებებიც ეწერა აქ და ელენიკოს კიდევ ერტხელ ბედნიერება ამ სამყაროში. მოდი არ გინდა მეგობარო ეს ``რიჟა ბაზარი`` დადე ნაწერი დადე. არ მომეწონა. როცა დებ ნაწერს,ნებისმიერი კომენტარისთვის უნდა იყო მზად.არა მე არ მეშინია კომენტარების:)ზუსტად ვიცი ჩემინაწერების ღირებულება და ამიტომ იდება :)შენი არ იყოს როცა გეწერინება წერ:)და მერე იშლება . აი აგრესიას და სარკაზმს კი არ გირჩევ,მაგ სკოლაში:)სადაც ესენი ისწავლება და სწავლობ:)ია პრიპადაიუ :)ასე რომ რელაქს. და ინტერნეტი ყველასია .აგერ ვიღაცას მოეწონება,ვიღაცას არა. არა დოლჩე გაბანა არ ვარ:)დაჟე არც ზარა :) გამხნევება და დათვური სამსახური სხვაა კაროჩე ბევრი რაღაცას დაწერდა კაცი,მაგრამ არ ღირს :)დაბოღმა ცუდი თვისებაა:)წარმატებებიც ეწერა აქ და ელენიკოს კიდევ ერტხელ ბედნიერება ამ სამყაროში.
17. ლალის შემოვევლე, ყველა ნაწარმოებს რაღაცა მაინც უდევს საფუძვლად, პროფესიონალობაზე კიდევ არც მე მაქვს პრეტენზია და ნურც შენ გექნება მაინცადამაინც, იმიტომ რომ არც ჩემი ნაწერია "ზარა" და არც შენ მყავხარ "დოლჩე და გაბანა". მე უბრალოდ ხანდახან მეწერინება ხოლმე და ვწერ, და შენ თუ არ გეწერინება, ვიღაცა თუ ვიღაცას გაამხნევებს, ნუ დაიბოღმები, ადექი და შენ უკეთესი ქენი !!! ... ისე შენი ნაწარმოებები მარტო ჩემთვისაა დაბლოკილი თუ შენნაირი კომენტარების გეშინია და მაგიტომ არ გეწერინება ?
ლალის შემოვევლე, ყველა ნაწარმოებს რაღაცა მაინც უდევს საფუძვლად, პროფესიონალობაზე კიდევ არც მე მაქვს პრეტენზია და ნურც შენ გექნება მაინცადამაინც, იმიტომ რომ არც ჩემი ნაწერია "ზარა" და არც შენ მყავხარ "დოლჩე და გაბანა". მე უბრალოდ ხანდახან მეწერინება ხოლმე და ვწერ, და შენ თუ არ გეწერინება, ვიღაცა თუ ვიღაცას გაამხნევებს, ნუ დაიბოღმები, ადექი და შენ უკეთესი ქენი !!! ... ისე შენი ნაწარმოებები მარტო ჩემთვისაა დაბლოკილი თუ შენნაირი კომენტარების გეშინია და მაგიტომ არ გეწერინება ?
16. გმადლობთ ვისაც მოეწონა :)
გმადლობთ ვისაც მოეწონა :)
15. პატარა ელენე კი ღმერთმა გაზარდოს დიდი გოგო.
პატარა ელენე კი ღმერთმა გაზარდოს დიდი გოგო.
14. ეს არის ანეკდოტი.ბევრ ანაკდოტს სრულიად რეალური ამბავი უდევს საფუძვლად . ამხელა ტექსტი საჭირო იყო მხოლოდ ფინალისთვის...და ისიც სიტყვების თამაშია რა. და მომეწონა გუშინ ბელგრადის მოჩვენების კომენტარი გადავაკეთებ ცოტას - ზარას კი არა ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ხლამი რომაა და ეტყობა ისე ჭრის თვალს,არაპროფესიონალობა ნაწერში ძალიან გამიკვირდა აქ ეს კომენტარები. წარმატებები ავტორო. ეს არის ანეკდოტი.ბევრ ანაკდოტს სრულიად რეალური ამბავი უდევს საფუძვლად . ამხელა ტექსტი საჭირო იყო მხოლოდ ფინალისთვის...და ისიც სიტყვების თამაშია რა. და მომეწონა გუშინ ბელგრადის მოჩვენების კომენტარი გადავაკეთებ ცოტას - ზარას კი არა ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ხლამი რომაა და ეტყობა ისე ჭრის თვალს,არაპროფესიონალობა ნაწერში ძალიან გამიკვირდა აქ ეს კომენტარები. წარმატებები ავტორო.
13. გაიხარე ვალდამ! კარგად ვიცინე! კიდე გექნება სხვა ამდაგვარებიც და სამ დღეში ველოდები! ++ (მეტს უბრალოდ ვერ ვწერ, რადგან არ ვარ პრივილეგირებული წევრი, თორემ ალალად გეკუთვნის) გაიხარე ვალდამ! კარგად ვიცინე! კიდე გექნება სხვა ამდაგვარებიც და სამ დღეში ველოდები! ++ (მეტს უბრალოდ ვერ ვწერ, რადგან არ ვარ პრივილეგირებული წევრი, თორემ ალალად გეკუთვნის)
12. ჰო...რაღაც თბილისური, თბილი მოთხრობა იყო...:-* ჰო...რაღაც თბილისური, თბილი მოთხრობა იყო...:-*
11. თხრობის მანერა - ძალდაუტანებელი, სიუჟეტიც კარგად განვითარებული. კარგი ფინალი მოჰყვა თქვენს "მომყოლს", ჰოდა, ჩემი შეფასებაც - კარგი! თხრობის მანერა - ძალდაუტანებელი, სიუჟეტიც კარგად განვითარებული. კარგი ფინალი მოჰყვა თქვენს "მომყოლს", ჰოდა, ჩემი შეფასებაც - კარგი!
10. ეს არის ნაღდი იუმორისტული , მომყოლი- მედიცინის ენაზე პლაცენტა.
ეს არის ნაღდი იუმორისტული , მომყოლი- მედიცინის ენაზე პლაცენტა.
9. კარგია. თხრობა თავისუფალია და საინტერესო. კარგია. თხრობა თავისუფალია და საინტერესო.
8. ძალიან კარგი იყო. ხელწერა განსაკუთრებით მომეწონა. 5! ძალიან კარგი იყო. ხელწერა განსაკუთრებით მომეწონა. 5!
7. ფინალი კარგი იყო მართლაც...ღიმილის მომგვრელი! ფინალი კარგი იყო მართლაც...ღიმილის მომგვრელი!
6. ჟანრი იუმორისტული :D :D
გაუმარჯოს კარენა ძიას და ლუბა დეიდას +2!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me ჟანრი იუმორისტული :D :D
გაუმარჯოს კარენა ძიას და ლუბა დეიდას +2!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
4. - მომყოლს ვეძებ - თავისამოუყოფლად უპასუხა სანიტარმა. - მერე აქ არა ვარ ? - ავლაბრული კილოთი და დამშვიდებულ-გაკვირვებული ღიმილით მიუგო კარენა ძიამ. :)
ისევე როგორც ყველა თბილისურ ეზოში, აქაც ერთი ოჯახივით შეხმატკბილებულად გაჰქონდათ წუთისოფელი და ისევე, როგორც ყველა სხვა ეზოს, აქაც იყვნენ წამყვანი ფიგურები - ლუბა დეიდა და კარენა ძია.-მართლაც, როგორი მეზობლობა იცოდნენ ადრე?!მთელი ეზო ერთი ოჯახივით:) - მომყოლს ვეძებ - თავისამოუყოფლად უპასუხა სანიტარმა. - მერე აქ არა ვარ ? - ავლაბრული კილოთი და დამშვიდებულ-გაკვირვებული ღიმილით მიუგო კარენა ძიამ. :)
ისევე როგორც ყველა თბილისურ ეზოში, აქაც ერთი ოჯახივით შეხმატკბილებულად გაჰქონდათ წუთისოფელი და ისევე, როგორც ყველა სხვა ეზოს, აქაც იყვნენ წამყვანი ფიგურები - ლუბა დეიდა და კარენა ძია.-მართლაც, როგორი მეზობლობა იცოდნენ ადრე?!მთელი ეზო ერთი ოჯახივით:)
3. მაგარი იყო :დ:დ
მაგარი იყო :დ:დ
2. აუ მართლა ძალიან მაგარია.... :)))))))))
საღოლ....... თან ჯიგრული ენითაა დაწერილი...ბევრი ვიცინე...
:)))))))))))
++++++++++ აუ მართლა ძალიან მაგარია.... :)))))))))
საღოლ....... თან ჯიგრული ენითაა დაწერილი...ბევრი ვიცინე...
:)))))))))))
++++++++++
1. აუუუუ:))))))))))))))))))))))))) მაგააარ:)))))))))))))))))))))) აუუუუ:))))))))))))))))))))))))) მაგააარ:))))))))))))))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|