| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 24 აპრილი, 2012 |
ქალბატონი ვენეცია, როგორც ამ მხარეში იტყვიან - კარგა ხნის იყო. არც გათხოვილა, არც შერცხვენილა და არც არავისთან არაფერში შემცდარა. მარტო ცხოვრობდა და ამას სრულებით არ განიცდიდა. - რა მოხთა მერე? მარტუა მუედი და მარტუა წავალ! გული არავის ეტკინება! -
ასე ამბობდა ვენეცია. თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება მის სახელთან დაკავშირებით, მოგახსენებთ: ვენეციას ბაბუა იტალიაში ჩასულიყო და იქ მთელი წელიწადი დაჰყო, ვენეციაც უნახავს და სწორედ ამ შთაბეჭდილების შედეგი გახლავთ ერთადერთი შვილიშვილის სახელი. ვაჟი რომ გაჩენილიყო მაგისთვისაც მზად ყოფილა ვენეციას ბაბუა - მეორე ქალაქის სახელწოდება რომელიც ასევე ძალიან მოწონებია, თურმე ნეაპოლი ყოფილა. ,,ვენეცია ბებია,, - ასე ეძახდა თითქმის ყველა, რადგან მართლაც კარგა ხნის იყო. მიუხედავათ ასაკისა - ცოცხალი, და ამიტომ მშრომელი გახლდათ. მის გადაბიბინებულ ,,ბახჩა-ბოსტანისთვის,, , თითქმის დეკორატიულად შეკრეჭილ ხეხილისთვის და ტალავერზე კოპწიათ ,,აკონილ ადესასთვის,, რომ შეგეხედათ, თუ დამიჯერებთ ნამდვილად გაიხარებდით. ახლა ბოსტანში იყო, დაბალ ზურგიან სკამზე იჯდა და ,,ბულგარულ,, წიწაკას ძირიდან ბალახს აცლიდა. - ვენეცია ბებია, გამარჯობა, რაფერ ხარ? - თავს წაადგა მეზობლის საშაიე, ასე თორმეტი წლის. - ბიჯო, აბდალა ხარ, შეენ? - ამოხედა ვენეციამ. - რეიზა?! - აბა რაფერ უნდა ვიყო ვოთხმოცდათვრამეტი წლის მალაზონი? - მაი რა ვიცი მე?! - მაი რომ არ იცი, იმიზა ხარ აბდალი! - რა ამბავია ისე, ვენეცია ბებია, ამდენი ,,აბდალი, აბდალი,,? - იწყინა საშაიამ. - მაი არ მიკვირს მეეც? კი წამევიდენ, მგონია, და! - წამევიდეენ? - გავს მაგას! - ვერ ვხთები რას ჩივი, ვენეცია ბებია! - ეე, ეგერ ეე! - ვენეციამ ცას გახედა - ღრუბლები წამევიდენ! საშიამაც გახედა ცას: - რაის ღრუბლები?! სა ხედავ ღრუბლებს?! თლათ მოწკრიალებულია ცაი! - გაჩერდი, საშაია, თვარა ვიკივლეფ ახლა! - კაი, არ იკივლო და გავჩერდები! - სხარტად მიუგო საშაიამ, რადგან კარგად იცოდა - ვენეციას კივილი, წივილი და ,,ხმამაღალიც,, კი, არავის გაუგია. - რა გინდა, თქვი ახლა. - ნენამ პაწა ქინძი, მაკიდო და ნიახური გამოგატანოსოო. - მეტი აფერი? - არა, მეტი არაოო. - ჩაი იქინე, ბახჩაში და ბღუჯა-ბღუჯათ მიაწყვიტე ძირში, ასე, ა! ხომ იცი რომელი რომელია? - კი, ვიცი. ასე თქვა ნენამ - მაგას კაი მწვანილი აქოო - გააგრძელა ბახჩისკენ მიმავალმა საშაიამ. - ,,ბულგარული,, არაო? - გასძახა ვენეციამ საქმეში გართულ საშაიას. - არ უთქვამს! - არც პატრიჯანი უთქვამს? - არა, არ უთქვამს! - არც პამიდორი, ბიჯო?! - არაა! - უყურე შენ! - არ უთქვამს დაა! - კაი, მაშინ, რომ წააწყვიტავ მაგენს მოი ჩემთან! ცოტა ხანში საშაია, ნენას შეკვეთით ხელში, ვენეციასთან მივიდა. - გამოწიე, ბიჯო, მაი მაიკა - უთხრა და რაც ნენამ არ შეუქო ვენეციას, იმით გაუვსო მონდომებით გამოწეული, საშაიაზე ორი ზომით დიდი, მაისური. - ახლა დაადევი მაი ყპაი და წუუღე დედაშენს, კაი აჯაბსანდალი იცის. - მადლობა, ვენეცია ბებია, გეიხარე! - და საშაია წავიდა. - შენ გეიხარე, შვილო, შენ გეიხარე და გეეზარდე დედაშენს, ეყოფა მაგას სიმწარე. ჩაილაპარაკა ვენეციამ. - ვენეცია, უუუ! - დაიძახა ნაზიკომ. - ჩამოი, ცა ნაზია, ჩამოი! აქით ვარ პერიცასთან! - რას შობი, ვენეცია დეიდა? დეისვენე პაწა. - რომ მოვკტები დევისვენებ მერე. რაფერ ხართ სახში? - ვართ ნელ-ნელა, აგერ სუპს ვაკეთებ და... - რამდენჯერ გითხრა, ნაზია ცა, ნუ მკითხავ, ჩამოი და წეიღე როიცხა გინდა, რაც გინდა და რამდონეთიც გინდა მეთქინ? მიი ჩაი და მერე გამეიარე ჩემთან. - დღეეს? - დღეს კი არა, ახლა, რომ გადმოხვალ ბახჩიდან, რაცხა სიტყვა მაქ. - კაი, მუალ. ნაზიკო ბახჩისკენ წავიდა. ვენეციამ მკერდზე ხელი მიიდო და - უჰ- ო, სკამიდან წამოდგა, ,,კუხნის,, წინ ,,ატამანკაზე,, ჩამოჯდა. ცოტა ხანში ნაზიკოც მიუჯდა მწვანილების კონით ხელში. - ჰო, რა იყო, ვენეცია დეიდა? - ნაზია, გუშინს აქეთ რაცხა ვერ ვარ თლათ კარქათ. - რეიზა? - გადამრევ ცა შენ! ცას ხომ არ გამევეკერები? - ნუ გეშინია მაგის, ჯერ ადრეა. - სუ, ცა! კაცს რომ კითხო - მაი სულ ადრეა! ...ახლა რომელი იქნება? - ხუთი იქნება. - ჰო, და ასე შვიდზე გამეიარე ჩემთან! - იმგვარად თქვა ვენეციამ, ნაზიკომ ვეღარ ჰკითხა - რატომო. - კი, მუალ, მადლობა - და ნაზიკო წავიდა. - აუცილებლათ, ნაზია! - კი, კი, აბა რაი! ' ვენეცია ცოტა ხანს კიდევ იჯდა ,,ატამანაკზე,, და მერე ისევ ,,ბულგარულს,, დაუბრუნდა. ნაზიკომ სუფი გააკეთა, სტუმრად მისული საშაიე დააპურა, ქათმებს საკენკი დაუყარა, ,,პამიდვრები,, მორწყა და ვენეციასთან წავიდა. არ დაუძახია ისე შევიდა ეზოში, სახლს ჩაუარა და ... დაინახა - როგორ წამოდგა ვენეცია პატარა ზურგიანი სკამიდან, როგორ გასწორდა წელში, როგორ აღმართა ხელები ცისკენ, როგორ აიწია, ასცდა პატარა სკამს, ,,ბულგარულებს,, , ატმის ხეს, მერე ვაშლის ხესაც და ალვის ხის კენწეროსთან წამით შეჩერდა, ხელები დაუშვა, ნაზიკოს გაუღიმა, უცნაურად განათდა და საღამოს ცის ფონზე გაუჩინარდა! ნაზიკო, რა თქმა უნდა, პირღია დატოვა. გონს რომ მოეგო, ნაზიკომ მზერა ისევ სკამისკენ გადაიტანა და შეჰკივლა! ........................................................ - ნაზია, ცა, რა იყო იმ საღამოს სულ ალვის ხეს რომ მიშტერებოდი? ქოყანა მაგას ყობა! - უთხრა მეზობელმა ვარდიკომ ახლად მიწასმიბარებულის საფლავთან. სწორედ იმ წამს ნაზიკოც ამაზე ფიქრობდა, მაგრამ ასე ჰკითხა: - როის მაი? ვენეცია რომ მოკტა? - ჰო, ჰო, იმ საღამოს! - არ დამიჯერებ, ვარდიკო, და იმ საღამოს იმ ალვის ხის კენწეროზე იმფერი ნათება იყო, ცხოვრებაში რომ არ მინახავს! - ამისთანა რა იყო? - არ ვიცი. ვარდიკო, არ ვიცი... ,,რა მოხთა მერე? მარტუა მუედი და მარტუა წავალ! გული არავის ეტკინება!,, - აი აქ კი, ქალბატონი ვენეცია, ცხოვრებაში ალბათ პირველად, მაგრამ მაინც შეცდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. რა კარგ რამეებს ვკითხულობ თქვენთან, ბეთ ავენ! რა კარგ რამეებს ვკითხულობ თქვენთან, ბეთ ავენ!
28. ,,რა მოხთა მერე? მარტუა მუედი და მარტუა წავალ! გული არავის ეტკინება!,, - აი აქ კი, ქალბატონი ვენეცია, ცხოვრებაში ალბათ პირველად, მაგრამ მაინც შეცდა...
მეც ასე მინდა რომ შევცდე... კარგი იყო... ,,რა მოხთა მერე? მარტუა მუედი და მარტუა წავალ! გული არავის ეტკინება!,, - აი აქ კი, ქალბატონი ვენეცია, ცხოვრებაში ალბათ პირველად, მაგრამ მაინც შეცდა...
მეც ასე მინდა რომ შევცდე... კარგი იყო...
27. მჯერა მაი მალაზონიც კი გლოცავს ჩემო ძამია ამფერი კაი რომ ხარ!!! გაიხარე!!! ქალბატონი ვენეციასავით ცხოვრებაში დაშვებული ერთადერთი შეცდომით გაგვევლოს ჩვენც და სხვა არაფერი გვინდა! ჩემი განსაკუთრებული სითბო და სიყვარული! +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ მჯერა მაი მალაზონიც კი გლოცავს ჩემო ძამია ამფერი კაი რომ ხარ!!! გაიხარე!!! ქალბატონი ვენეციასავით ცხოვრებაში დაშვებული ერთადერთი შეცდომით გაგვევლოს ჩვენც და სხვა არაფერი გვინდა! ჩემი განსაკუთრებული სითბო და სიყვარული! +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
26. სალამი ბეთ ავენ... თქვენ ჩემი მწერალი ბრძანდებით, რამეთუ სულს ემსახურებით და ყველა თქვწენს (ჟანრში) დიდი სულიერება, სიკეთე დევს. "ვენეცია" სწორედ ასეთ გარდაცვალებას იმსახურებდა. ის კი არ მოკვდა,სხვად გარდაისახა... სადაც ალბათ იპოვის იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში არ ღირსებია... ის "დიდი ნათელი" ამის სიმბოლოა... გაიხარეთ... სალამი ბეთ ავენ... თქვენ ჩემი მწერალი ბრძანდებით, რამეთუ სულს ემსახურებით და ყველა თქვწენს (ჟანრში) დიდი სულიერება, სიკეთე დევს. "ვენეცია" სწორედ ასეთ გარდაცვალებას იმსახურებდა. ის კი არ მოკვდა,სხვად გარდაისახა... სადაც ალბათ იპოვის იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში არ ღირსებია... ის "დიდი ნათელი" ამის სიმბოლოა... გაიხარეთ...
25. ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ფინალია მთავარი ! ++ (მეტი არ მაქ :) ) ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ფინალია მთავარი ! ++ (მეტი არ მაქ :) )
24. ბეთ ავენ, მაგ რთულ სკითხებს რომ ძალიან არ ჩაუღრმავდეთ , გეტყვი რომ, ჩემთვის ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ მე არანაირი ზებუნებრივი ძალის ან მოვლენის არსებობა არ მჯერავს. რაც შეეხება ჩემს მიერ გამოყენებულ სიტყვა "ტრივიალურობას", იგი, რა თქმა უნდა არ ეხება ტექსტს, რომელიც მართლაც ძალიან კარგი დონისაა. უბრალოდ, სიკეთის მთესველი ადამიანის სულის ზეცაში ამაღლება არაა მეთქი ახალი ამბავი, აგერ უკვე 2000 ათასი წელია მაგის ლაპარაკი ბოდიში და, არ თავდება. ახლა ეს შენი ტექსტია და შენი ნებაა როგორ დაწერ, მაგრამ ჩემთვის "იდეოლოგიურად" უფრო საინტერესო იქნებოდა ვენეციას უფრო "მიწიერი" ჯილდო რომ მიეღო თავისი სიკეთისთვის. ვგულისხმობ არა ჯეკ-პოტის მოგებას, არამედ რაიმე მატერიალურ სიყვარულთან დაკავშირებულს. და არა მხოლოდ მეზობლების მიერ "დაფასებას". აი მაგალითად, მისი დიდი ხნის დაკარგული დის(ან ძმის) შვილი რომ გამოჩენილიყო და... დანარჩენი მგონი გასაგებია. ეს ცხადია ინდური ფილმის "სიუჟეტია" , მაგრამ უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა რას ვგულისხმობ, "რატომ არ მასვენებს გამჩენი".
ბეთ ავენ, მაგ რთულ სკითხებს რომ ძალიან არ ჩაუღრმავდეთ , გეტყვი რომ, ჩემთვის ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ მე არანაირი ზებუნებრივი ძალის ან მოვლენის არსებობა არ მჯერავს. რაც შეეხება ჩემს მიერ გამოყენებულ სიტყვა "ტრივიალურობას", იგი, რა თქმა უნდა არ ეხება ტექსტს, რომელიც მართლაც ძალიან კარგი დონისაა. უბრალოდ, სიკეთის მთესველი ადამიანის სულის ზეცაში ამაღლება არაა მეთქი ახალი ამბავი, აგერ უკვე 2000 ათასი წელია მაგის ლაპარაკი ბოდიში და, არ თავდება. ახლა ეს შენი ტექსტია და შენი ნებაა როგორ დაწერ, მაგრამ ჩემთვის "იდეოლოგიურად" უფრო საინტერესო იქნებოდა ვენეციას უფრო "მიწიერი" ჯილდო რომ მიეღო თავისი სიკეთისთვის. ვგულისხმობ არა ჯეკ-პოტის მოგებას, არამედ რაიმე მატერიალურ სიყვარულთან დაკავშირებულს. და არა მხოლოდ მეზობლების მიერ "დაფასებას". აი მაგალითად, მისი დიდი ხნის დაკარგული დის(ან ძმის) შვილი რომ გამოჩენილიყო და... დანარჩენი მგონი გასაგებია. ეს ცხადია ინდური ფილმის "სიუჟეტია" , მაგრამ უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა რას ვგულისხმობ, "რატომ არ მასვენებს გამჩენი".
23. სალამი აზგო. გმადლობ, რომ წაიკითხე და შენი მოსაზრება გამიზიარე. რაც მინდოდა და როგორც შევძელი - დავწერე:) ,,იყავი აქ მონა... ,, - ეს შენ არ მოგწონს! დავიჯერო ამ სიტყვებში შენ ის მონობა ამოიკითხე რაც - მართლაც არმოსაწონია? რია ვიცი...ვფიქრობ უფრო ღრმად უნდა უნდა ჩასწვდე(ნუ მიწყენ ეს რჩევაა). აზგო, პოპულარულად გეტყვი - იძულებით ტყვეობაში ყოფნას და ,ასევე, იქ იძულებით შრომასა და სიყვარულით მორჩილებაში ყოფნას შორის განსხვავება, რბილათ რომ ვთქვათ შეინიშნება. რაც შეეხება ,,აზრის ტრივიალურობას,, ,,რელიგიურ პროზასთან,, დაკავშირებით, მე არ მიმაჩნია ეს რელიგიურ პროზად. ვფიქრობ, აქცენტი ამაზე არ უნდა გაგეკეთებინა. პირადათ ჩემთვის ვენეციას ხედვა საგნებისა, მისი ფაკტებთან და ადმიანებთან დამოკიდებულება არის პრიორიტეტული. ცოტა უცნაური და უჩვეულო ამბავია ავტორის მიერ ნაწარმოების გარჩევა, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელიც ყოფილა:) მადლობა ყველას!:) სალამი აზგო. გმადლობ, რომ წაიკითხე და შენი მოსაზრება გამიზიარე. რაც მინდოდა და როგორც შევძელი - დავწერე:) ,,იყავი აქ მონა... ,, - ეს შენ არ მოგწონს! დავიჯერო ამ სიტყვებში შენ ის მონობა ამოიკითხე რაც - მართლაც არმოსაწონია? რია ვიცი...ვფიქრობ უფრო ღრმად უნდა უნდა ჩასწვდე(ნუ მიწყენ ეს რჩევაა). აზგო, პოპულარულად გეტყვი - იძულებით ტყვეობაში ყოფნას და ,ასევე, იქ იძულებით შრომასა და სიყვარულით მორჩილებაში ყოფნას შორის განსხვავება, რბილათ რომ ვთქვათ შეინიშნება. რაც შეეხება ,,აზრის ტრივიალურობას,, ,,რელიგიურ პროზასთან,, დაკავშირებით, მე არ მიმაჩნია ეს რელიგიურ პროზად. ვფიქრობ, აქცენტი ამაზე არ უნდა გაგეკეთებინა. პირადათ ჩემთვის ვენეციას ხედვა საგნებისა, მისი ფაკტებთან და ადმიანებთან დამოკიდებულება არის პრიორიტეტული. ცოტა უცნაური და უჩვეულო ამბავია ავტორის მიერ ნაწარმოების გარჩევა, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელიც ყოფილა:) მადლობა ყველას!:)
22. აზგო, თქვენ რომ ეძახით,იმ წაკითხვას არ ვგულისხმობ, მე! აზგო, თქვენ რომ ეძახით,იმ წაკითხვას არ ვგულისხმობ, მე!
21. "არ დაუძახია ისე შევიდა ეზოში, სახლს ჩაუარა და ... დაინახა - როგორ წამოდგა ვენეცია პატარა ზურგიანი სკამიდან, როგორ გასწორდა წელში, როგორ აღმართა ხელები ცისკენ, როგორ აიწია, ასცდა პატარა სკამს, ,,ბულგარულებს,, , ატმის ხეს, მერე ვაშლის ხესაც და ალვის ხის კენწეროსთან წამით შეჩერდა, ხელები დაუშვა, ნაზიკოს გაუღიმა, უცნაურად განათდა და საღამოს ცის ფონზე გაუჩინარდა!..."
გაიხარე, ბეთ ავენ! თვალით დავინახე ყველაფერი, რასაც ვკითხულობდი! 55555555555555 "არ დაუძახია ისე შევიდა ეზოში, სახლს ჩაუარა და ... დაინახა - როგორ წამოდგა ვენეცია პატარა ზურგიანი სკამიდან, როგორ გასწორდა წელში, როგორ აღმართა ხელები ცისკენ, როგორ აიწია, ასცდა პატარა სკამს, ,,ბულგარულებს,, , ატმის ხეს, მერე ვაშლის ხესაც და ალვის ხის კენწეროსთან წამით შეჩერდა, ხელები დაუშვა, ნაზიკოს გაუღიმა, უცნაურად განათდა და საღამოს ცის ფონზე გაუჩინარდა!..."
გაიხარე, ბეთ ავენ! თვალით დავინახე ყველაფერი, რასაც ვკითხულობდი! 55555555555555
20. აზგო, კარგად თუ წაიკითხავ, მონობაზე არაფერი წერია მანდ, სახარებაში, არც ძველ აღთქმაში. პირიქით, ეგვიპტის მონობიდან გაანთავისუფლა ებრაელები ღმერთმა. მანდ მოთმინებაზეა ლაპარაკი, როცა დათვი მოგერევა, მაშინ. :)
პატივისცემით: ტენდი აზგო, კარგად თუ წაიკითხავ, მონობაზე არაფერი წერია მანდ, სახარებაში, არც ძველ აღთქმაში. პირიქით, ეგვიპტის მონობიდან გაანთავისუფლა ებრაელები ღმერთმა. მანდ მოთმინებაზეა ლაპარაკი, როცა დათვი მოგერევა, მაშინ. :)
პატივისცემით: ტენდი
19. კრავაი, წაკითხული მაქვს სახარება. თავიდან ბოლომდე. იდეა "იყავი აქ მონა და იქნები იქ მეფე" - არ მომწონს და არ მაწყობს. ვერ გავიზიარე. იმიტომ რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ზღაპარია. ძველი ბერძნული მითების, რამაიანას, ვალგალას და ა.შ. მსგავსი. კრავაი, წაკითხული მაქვს სახარება. თავიდან ბოლომდე. იდეა "იყავი აქ მონა და იქნები იქ მეფე" - არ მომწონს და არ მაწყობს. ვერ გავიზიარე. იმიტომ რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ზღაპარია. ძველი ბერძნული მითების, რამაიანას, ვალგალას და ა.შ. მსგავსი.
18. ისე აზგომ პატივი რომ დაგვდოს და ბოლომდე წაიკითხოს მოთხრობები , სასურველია გაეცნოს მისთვის არასაყვარელ "რელიგიურ პროზას"-სახარებას და ბევრ რამეს შეისწავლის.
ასე იქცევიან აზგოზე გაცილებით დიდი ადამიანები, ოდით! ისე აზგომ პატივი რომ დაგვდოს და ბოლომდე წაიკითხოს მოთხრობები , სასურველია გაეცნოს მისთვის არასაყვარელ "რელიგიურ პროზას"-სახარებას და ბევრ რამეს შეისწავლის.
ასე იქცევიან აზგოზე გაცილებით დიდი ადამიანები, ოდით!
17.
"მის (კილოკავის) გარეშე თუ იქნებოდა ეს ტექსტი ასევე საინტერესო? აზგო. 2012-04-25 11:17:1"
ეს კითხვა ზუსტადაა დასმული. ბუნებრივია, არ იქნებოდა ასეთი საინტერესო, მაშინ ეს პათეტიკა და ჭკუის დარიგება გამოვიდოდა, ესაა ამ მოთხრობის ღირსება,სწორედ.
ცრემლნარევი ღიმილით იკითხება,
"მის (კილოკავის) გარეშე თუ იქნებოდა ეს ტექსტი ასევე საინტერესო? აზგო. 2012-04-25 11:17:1"
ეს კითხვა ზუსტადაა დასმული. ბუნებრივია, არ იქნებოდა ასეთი საინტერესო, მაშინ ეს პათეტიკა და ჭკუის დარიგება გამოვიდოდა, ესაა ამ მოთხრობის ღირსება,სწორედ.
ცრემლნარევი ღიმილით იკითხება,
16. ბეთ ავენ, მართლა გავიხსენე ხომ იცი შენ! შენი წინა მოთხრობა იყო მთლიანად რომ წავიკითხე! ე.ი. შეგიძლია მკითხველის ინტერესის ტექსტის ბოლო სიტყვამდე "დატყვევება". მოკლედ "ფორმა" ამ ნაწერსაც კარგი აქვს, ხოლო არსი აქაც ტრვიალურია, ანუ წარმოადგენს ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი პოსტულატის ("ნუ ცდილობთ მოხვეჭას"-ო თუ როგორაა, სიტყვასიტყვით აღარ მახსოვს) თვალსაჩინო მაგალითით "დამტკიცება-განმარტებას". მე კი არ ვამბობ ეს ცუდია მეთქი, უბრალოდ მე არ ვარ რელიგიური პროზის მოყვარული. ისე ისიც მაინტერესებს, კილოკავის გარეშე როგორი იქნებოდა ეს ტექსტი? თუმცა ეს კითხვა რა თქმა უნდა, წმინდა წყლის სპეკულაციაა(ცარიელი ბჭობა), მაგრამ მაინც.მაინტერესებს რა ფუნქცი აქვს მას? მის გარეშე თუ იქნებოდა ეს ტექსტი ასევე საინტერესო?
ბეთ ავენ, მართლა გავიხსენე ხომ იცი შენ! შენი წინა მოთხრობა იყო მთლიანად რომ წავიკითხე! ე.ი. შეგიძლია მკითხველის ინტერესის ტექსტის ბოლო სიტყვამდე "დატყვევება". მოკლედ "ფორმა" ამ ნაწერსაც კარგი აქვს, ხოლო არსი აქაც ტრვიალურია, ანუ წარმოადგენს ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი პოსტულატის ("ნუ ცდილობთ მოხვეჭას"-ო თუ როგორაა, სიტყვასიტყვით აღარ მახსოვს) თვალსაჩინო მაგალითით "დამტკიცება-განმარტებას". მე კი არ ვამბობ ეს ცუდია მეთქი, უბრალოდ მე არ ვარ რელიგიური პროზის მოყვარული. ისე ისიც მაინტერესებს, კილოკავის გარეშე როგორი იქნებოდა ეს ტექსტი? თუმცა ეს კითხვა რა თქმა უნდა, წმინდა წყლის სპეკულაციაა(ცარიელი ბჭობა), მაგრამ მაინც.მაინტერესებს რა ფუნქცი აქვს მას? მის გარეშე თუ იქნებოდა ეს ტექსტი ასევე საინტერესო?
15. ძალიან თბილი, უშუალო, ადამიანური და კოლორიტული ერთდროულად... ხასიათის საინტერესო შტრიხები, გემრიელი დიალექტი (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის განსაკუთრებით...), აი, სახელი კი ცოტა უცნაურად ჟღერს ამ შუა გურიაში, მარა მაი აფერი...
გამათბო კეთილმა ნაწერმა და დამასევდიანა კიდეც... ძალიან თბილი, უშუალო, ადამიანური და კოლორიტული ერთდროულად... ხასიათის საინტერესო შტრიხები, გემრიელი დიალექტი (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის განსაკუთრებით...), აი, სახელი კი ცოტა უცნაურად ჟღერს ამ შუა გურიაში, მარა მაი აფერი...
გამათბო კეთილმა ნაწერმა და დამასევდიანა კიდეც...
14. სათაურმა კი მოიკოჭლა, მაგრამ სამაგიეროდ..
არ ვიცი. მშვენიერია, ავტორო =) სათაურმა კი მოიკოჭლა, მაგრამ სამაგიეროდ..
არ ვიცი. მშვენიერია, ავტორო =)
13. რა კარგად წერ...საოცრად...555 გული გამითბა.. როგორ მიყვარს ასე ჩუმი სიყვარულით მცხოვრები ადამიანების ამბები.. ვითომ უბრალო, მაგრამ ყველაზე დიდი გმირები არიან სინამდვილეში...
,,რა მოხთა მერე? მარტუა მუედი და მარტუა წავალ! გული არავის ეტკინება!,, - აი აქ კი, ქალბატონი ვენეცია, ცხოვრებაში ალბათ პირველად, მაგრამ მაინც შეცდა...
უფრო მეტიც...მგონია რომ ეს დედამიწაც მაგათ ზურგზე დგას...:-* რა კარგად წერ...საოცრად...555 გული გამითბა.. როგორ მიყვარს ასე ჩუმი სიყვარულით მცხოვრები ადამიანების ამბები.. ვითომ უბრალო, მაგრამ ყველაზე დიდი გმირები არიან სინამდვილეში...
,,რა მოხთა მერე? მარტუა მუედი და მარტუა წავალ! გული არავის ეტკინება!,, - აი აქ კი, ქალბატონი ვენეცია, ცხოვრებაში ალბათ პირველად, მაგრამ მაინც შეცდა...
უფრო მეტიც...მგონია რომ ეს დედამიწაც მაგათ ზურგზე დგას...:-*
12. კარგი ნაწერია კარგი ნაწერია
11. იქნებ გაიხსენო, აზგო?:) იქნებ გაიხსენო, აზგო?:)
10. აღარც კი მახსოვს ბოლოს აქ როდის წავიკითხე ტექსტი მთლიანად. აღარც კი მახსოვს ბოლოს აქ როდის წავიკითხე ტექსტი მთლიანად.
9. კარგა ხანია ნაწერი ასე არ მომწონებია.. ++ კარგა ხანია ნაწერი ასე არ მომწონებია.. ++
8. რა კარგი იყო! "მარტუა მუედი და მარტუა წავალ", "ვოთხმოცდათვრამეტი წლის მალაზონი"... როგორი ცოცხალი ფრაზებითაა ნაწერი. რა კარგი იყო! "მარტუა მუედი და მარტუა წავალ", "ვოთხმოცდათვრამეტი წლის მალაზონი"... როგორი ცოცხალი ფრაზებითაა ნაწერი.
5. კალამი მაგრად გიჭრის ძმაო. სულ გკითხულობ გარედან. მიდი კიდევ. კალამი მაგრად გიჭრის ძმაო. სულ გკითხულობ გარედან. მიდი კიდევ.
4. ბეთ... ქალები... ქართველი ქალები... გამახსენდა რაღაც... მეტკინა გული... ლამაზი თხრობა გაქვს... და ეს გურული კილო როგორ უხდება ნაწერს ბეთ... ქალები... ქართველი ქალები... გამახსენდა რაღაც... მეტკინა გული... ლამაზი თხრობა გაქვს... და ეს გურული კილო როგორ უხდება ნაწერს
3. ბეთ, კარგია! ვენეციამ რომ იცოდეს, როგორ მეტკინა გული... ბეთ, კარგია! ვენეციამ რომ იცოდეს, როგორ მეტკინა გული...
2. კარგი ხარ ავტორო. ბავშვობაში დავბრუნდი რაღაცნაირად. კარგი ხარ ავტორო. ბავშვობაში დავბრუნდი რაღაცნაირად.
1. ძალიან კარგია. დიდებული ფორმებით მოგაქვს სათქმელი, პატარა, ტევადი და სულიერებითაა დატვირთული. ძალიან კარგია. დიდებული ფორმებით მოგაქვს სათქმელი, პატარა, ტევადი და სულიერებითაა დატვირთული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|