ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფრომა
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2012


მოგწერ...

რატომ, არ ვიცი, რად გავცვალე ფიქრები შენში,
გავამარტივე ყველა განცდა, ვნება თუ ტანჯვა.
ჩვენი ქალაქის მონაცრისფრო განწყობას შევრჩით
და აღარც ვცადეთ ცისარტყელას ფერებით ხატვა.

გავამარტივე დიალოგი, შეხება, მზერა,
გავანახევრე სიტყვასიტყვით სავსე დუმილი.
დავარქვათ ამას სინანული გარდასულ დღეთა,
უშენო დღეთა სიმარტივის, გნებავს, წუხილი.

არის წუთები, გვებევრება განცდები წრფელი,
ხელისგულებზე დატეული სამყარო ვრცელი,
მუშტად შევკარით მეოცნებე პეპელას ფრთები
და ცის მაგივრად მონაცრისფრო მიწაზე ვრჩებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები