ისე არაფერი მახარებდა,როგორც საკუთარი იუბილეს მოახლოვება.დღეს,რომესაც ჩემი მშობლები 7 წელი ელოდნენ ახლა მე ვუცდიდი გულის ფანცქალით.კალენდარზე ფურცლები ნელ-ნელა წითლად იხაზებოდა და ნანატრ დღემდეც სულ ცოტა რჩებოდა...ასეთ სამზადისში ვიყავი,თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი,რომ ჩემი მოლოდინი არასდროს მართლდებოდა.ეს დღე ისეთი არასდროს იყო,როგორიც მე მსურდა.ვიცოდი ისევ გავიღვიძებდი და შემხვდებოდა ხალხი მიკერებული ღიმილითა და უკვე მერამდენედ გაგონილი სიტყვებით:,,მრავალს დაესწარი,სულ ჯანმრთელად,ბედნიერად..."და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი ასეთი...მოლოცვებით გადაჭედილი სოციალური ქსელების დანახვა აღარ მინდოდა.ოჰ,ეს ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებული,უღიმღამო სიტყვები და ბგერათა უაზრო გროვა...ღმერთო,რა ბანალურია... ეს დღეც დადგა და მე ვეცადე ყველაფერი შემეცვალა.კომპიუტერისაკენ არც გამიხედავს,ტელეფონიც გამოვრთე...არანაირი ნიღბები.ჩემს დაბადების დღეს მასკარადად ვეღარ გადავაქცევდი!ღიმილგადაკრულ მასკარადად... ეზოში სწრაფად ჩავირბინე და საქანელაზე ჩამოვჯექი.ო,როგორ მსიამოვნებდა ქარის ქროლა სახეში რომ მცემდა და თმას მიწეწავდა.კაკლის ხის გვერდით მოხუცი შევნიშნე,თუმცა იმდდენად გვიან აღიბეჭდა მისი სახე ჩემს მეხსიერებაში მისალმებაც ვერ მოვახერხე...მხოლოდ გვიან გავაცნობიერე თუ როგორ უტაქტოდ მოვიქეცი. თვალები დავხუჭე და აქეთ-იქით მოქანავე,ხის ტოტზე დაკიდებულ თოკს ბოლომდე მივენდე.როდესაც გავახილე ჩემს წინ მოხუცი იდგა და ხელით ატმებს მიწვდიდა. -გილოცავ ,,ბაბუ''...გემრიელად მიირთვი... თავი ძლივს შევიკავე ტირილისაგან.ბერიკაცი სევდიანი თვალებმა გული ამიჩუყა.მე გადავეხვიე და მანაც გულში ჩამიკრა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე თბილი დ გულწრფელი მოლოცვა იყო,მათ შორის რაც კი ოდესმე მიმიღია. ნუთუ ადამიანებს არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან ის,რასაც სინამდვილეში ფიქრობენ,როგორც ეს მოხუცმა გააკეთა?ცხოვრება ხომ უფრო მშვენიერი იქნებოდა? ამ დღემ მე უდიდესი ბედნიერება მომიტანა.ყოველთვის ასეთი წარმომედგინა ,,ბაბუ'' ,რომელიც არასდროს მყოლია.მისი სახელით უერთგულესი მეგობარი შევიძინე.ყოველ წილით ჩვენ აივნიდან ვესალმებოდით ერთმანებს და თან ტკბილ მეზობლურ მოკითხვასაც ვუძღვნიდით .მისი სახლიდან ვერასოდეს გაიგონებდით ჟრიამულსა და ბავშვების სიცილს.ის მარტოდმართო ცხოვრობდა ცივ და უსიცოცხლო კედლებში.და წლების შემდეგ მე ვიყავი ის ერთადერთი,რომელიც მის სამარეს მუჭით მიწას აყრიდა... ყოველ წელს პირველს მიმაქვს მის საფლავზე უბით ატამი და დედამიწის გადაღეღილ გულზე ვუგორებ...მგონია ამით მას იმ ბედნიერებისა და სიკეთისათვის სამაგიერსო გადავუხდი,რაც მან მე მომანიჭა... ''ჩემს ეზოში ერთი ატმის ხე იზრდება ,,ბაბუ'' მე მას შენი სახელი დავარქვი...'' ყოველთვის ამ სიტყვებით ვამხნევებ მოხუცს და ვუყვები,თუ როგორ იზრდება მისი ნერგი,მისი გვარის გამგრძელებელი...ვიცი,რომ ესმის ჩემი...ის არ მომკვდარა...ის ხომ უბრალოდ გარდაიცვალა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ამ მასკარადში ვეცდები ყველაზე გამჭვირვალე ნიღაბი მოვირგო...ყოველ შემთხვევაში მე ჩემსას ვეცდები... ამ მასკარადში ვეცდები ყველაზე გამჭვირვალე ნიღაბი მოვირგო...ყოველ შემთხვევაში მე ჩემსას ვეცდები...
9. არადა როგორი მხატვრული ფალშია აქ და გაუწაფავი ხელი.:( წარმატებები ავტორო ცხოვრება კი ერტი დიდი მასკარადია :) არადა როგორი მხატვრული ფალშია აქ და გაუწაფავი ხელი.:( წარმატებები ავტორო ცხოვრება კი ერტი დიდი მასკარადია :)
8. ვფიქრობ რაც მინდოდა დავწერე...''.მოლოცვებით გადაჭედილი სოციალური ქსელების დანახვა აღარ მინდოდა.ოჰ,ეს ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებული,უღიმღამო სიტყვები და ბგერათა უაზრო გროვა...ღმერთო,რა ბანალურია...არანაირი ნიღბები.ჩემს დაბადების დღეს მასკარადად ვეღარ გადავაქცევდი!ღიმილგადაკრულ მასკარადად...'' -ამ დღეს ყველა ერთნაირად გვილოცავს მაგრამ საქმე ისაა ზუგთუკან რახდება...''ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ''ამ სიტყვების უკან რამდენი რამ იმალება...აი ეს მაწუხებს...აფერისტობები... ვფიქრობ რაც მინდოდა დავწერე...``.მოლოცვებით გადაჭედილი სოციალური ქსელების დანახვა აღარ მინდოდა.ოჰ,ეს ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებული,უღიმღამო სიტყვები და ბგერათა უაზრო გროვა...ღმერთო,რა ბანალურია...არანაირი ნიღბები.ჩემს დაბადების დღეს მასკარადად ვეღარ გადავაქცევდი!ღიმილგადაკრულ მასკარადად...`` -ამ დღეს ყველა ერთნაირად გვილოცავს მაგრამ საქმე ისაა ზუგთუკან რახდება...``ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ``ამ სიტყვების უკან რამდენი რამ იმალება...აი ეს მაწუხებს...აფერისტობები...
7. კარგი ნაწერია. თბილია, მაგრამ ბოლომდე ვერ უხსნით მკითხველს თუ რატომ არ გსიამოვნებთ სოც. ქსელებითა და ტელეფონით მიღებული მოლოცვა, ანუ რას უწუნებთ მილოცვის ამ ფორმას. კარგი ნაწერია. თბილია, მაგრამ ბოლომდე ვერ უხსნით მკითხველს თუ რატომ არ გსიამოვნებთ სოც. ქსელებითა და ტელეფონით მიღებული მოლოცვა, ანუ რას უწუნებთ მილოცვის ამ ფორმას.
6. მეც წავიკითხე, კომენტარიც დავტოვე. თბილი, ემოციებით დატვირთული ნაწერია. მეც წავიკითხე, კომენტარიც დავტოვე. თბილი, ემოციებით დატვირთული ნაწერია.
5. უჰ,კიდევ კარგი..:) სერიოზულად შემეშინდა,ვაი-თუ... მეთქი:) უჰ,კიდევ კარგი..:) სერიოზულად შემეშინდა,ვაი-თუ... მეთქი:)
4. კი სხვა ნიკით მედო რაგაცის გამო..აქ ვერ ვტვირთავდი ჯერ და...ნუ იქ წაიშალა სადგაც ნახევარ საათში და საავტორო უფლების დარგვევასაც არ აქვს ადგილი;) კი სხვა ნიკით მედო რაგაცის გამო..აქ ვერ ვტვირთავდი ჯერ და...ნუ იქ წაიშალა სადგაც ნახევარ საათში და საავტორო უფლების დარგვევასაც არ აქვს ადგილი;)
3. აშკარად წავიკითხე,სხვა ნიკით ხომ არ იდო? არა,არ ვცდები...წავიკითხე. აშკარად წავიკითხე,სხვა ნიკით ხომ არ იდო? არა,არ ვცდები...წავიკითხე.
2. არვიცი... რას გულისხმობთ...ეს ჩემი დაწერილია ..ვინმე მედავება? არვიცი... რას გულისხმობთ...ეს ჩემი დაწერილია ..ვინმე მედავება?
1. ვაიმე,ეს ხომ იდო გუშინ,თუ "დეჟავუ" მაქვს? ვაიმე,ეს ხომ იდო გუშინ,თუ "დეჟავუ" მაქვს?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|