ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტიტე
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2012


მარდი გრა

                                                                                      “Il pleut des voix de femmes…”

                                            Wilhelm Albert Włodzimierz Apolinary de Wąż-Kostrowicki



  წევხარ, საწოლის თავზე, ღამე ქველობას იჩენს,
  გჩუქნის ვარსკვლავთა ცვენას, ამ დაღამების თებოს,
  ჩუმად, უყურე ხეებს, ფოთლები როგორ ცვივა, –
  წამოსასვლელად წვეთებს, როგორ იმზადებს წვიმა.

  ნუთუ გაყვები სმენას, რომ გამოგიწვევს გარეთ
  და შეგიტყუებს ჩუმად მთვარის მეორე მხარეს.
  ჩუმად, უსმინე ხეებს, ფოთლები… მათაც ტკივათ…
  შეხედე, როგორ წვეთავს თავგამეტებით წვიმაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები