ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია...
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2012


მგზავრული

                                                                    მგზავრს ყველაზე დიდი რწმენა სჭირდება.
                                                                                                        სადი ნიმარი

აღმოაჩინე
მარადთეთრი კუნძული სადაც,
მონისლულია ნაპირები,
სავალი არ სჩანს.
დგას ერთად–ერთი ბროლის კოშკი,
მინავლდა ალი,
და თოვლის ქალი – სულ ირიბად მოლაპარაკე,
ქსოვს ღამეული მგზავრისთვის მაქმანს.
შენ საიდუმლო – უკანა კარით  შემოუარე,
გახელილ ფანჯრებს ააფარე ორივე ხელი,
და ხმაზე გიცნობს,
გზებით დაღლილს, გზებით გათოშილს,
და ვიდრე მკლავზე შემოგადნება,
გადმოიწერე შენს მაჯებზე
მისი თეთრი, უნაზესი ფოლიანტები...
თოვლიან მთებში
ოაზისი აღმოაჩინე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები