მარტო ვიჯექი ზღვისპირას,ყელში ამოსული თებერვლის და ყურშიგაჩრილი სიგარეტის ამარა... გული მწიწკნიდა ფეხზედაკიდული! -იყო რაღაც იმ ქალში... ველოსიპედს მოაგელვებდა მზემოკიდებული დაგვაჯული ფეხებით,რომლებზეც გახუნებული კაბა ეკიდა,საცვალი უჩანდა ზოგჯერ,ეგეც ეკიდა,იქიდან შავად აბრდღვიალებული დალალ-ბულულებიც და-მეც... უხმო იყო,უენო. არც მიყვარდა. არც მძულდა. დაბერდი ჯეკ! დაქვრივდი ჯეკ! ლექსების ნაცვლად მის სახელს ვწერ თებერვლის ნესტიან სილაზე,წერ და იშლება,იშლება და წერ! იშლები! დარაბებჩარაზულ სახლში შევდივარ,მისი ლაბადა კიდია საკიდზე.ვჩერდები და პირველად ვფიქრობ ღმერთზე... -იყო რაღაც იმ ქალში... პირველად მენატრება... არაფრისმთქმელი მზერა მახსენდება და ბებერ სხეულზე მბურძგლავს.ფოტოს გავხედე და პირველად გავუღიმე... მის კარადას მივუახლოვდი.მისი ნივთები... თმის ჯაგრისი,ასანთისღერჩარჭობილი ტუჩსაცხი,დაჟანგული მაკრატელი,სუნამოს ცარიელი ფლაკონი,წამლის აბები,საქორწინო ბეჭედი და კროსვორდი...გაზეთი ავიღე,აქ ბოლო გვერდზე ჩემი ლექსები იბეჭდებოდა და ერთი ბოთლი ღვინის ფასი ღირდა... ლექსს დავხედე... შავი ფანქრით მინაწერი ძალიან ხმამაღლა წავიკითხე: -შემიყვარე ჯეკ!!! კაი დროსია...წინა ცხოვრებაში კაცი ვიყავი,მაღალი ჭაღარა,უსიყვარულოდ დავბერდი... ამ ცხოვრებაში ქალი ვარ... მაღალი,ჭაღარა... მენატრები ჯეკ!-წამიყვანე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დაგვიანებული სინანული.. დაგვიანებული სინანული..
4. რა ამბავია....ასე არ შეიძლება!...:) 5. რა ამბავია....ასე არ შეიძლება!...:) 5.
3. მოგიკითხეთ მეც... ამ ნაწერით მეც დავისვენე,ჯეკმაც და თქვენც:D ძალიან მაწუხებდა მაგ კაცის ბედი და სასწრაფოდ მოვუკალი ცოლი... ხო გჯერათ სულ ამ კაცზე ვფიქრობდი...მიყვარდა ეს კაცი... მოგიკითხეთ მეც... ამ ნაწერით მეც დავისვენე,ჯეკმაც და თქვენც:D ძალიან მაწუხებდა მაგ კაცის ბედი და სასწრაფოდ მოვუკალი ცოლი... ხო გჯერათ სულ ამ კაცზე ვფიქრობდი...მიყვარდა ეს კაცი...
2. mrs.smith. ვეთანხმები ხოლმე ბევრჯერ :)აქაც. იცი ჩემთვის სუბიექტურად არის რაღაც ამ ნაწერში და ისე დასალაგებელ ხელშესავლები არის მოგიკიტხე. mrs.smith. ვეთანხმები ხოლმე ბევრჯერ :)აქაც. იცი ჩემთვის სუბიექტურად არის რაღაც ამ ნაწერში და ისე დასალაგებელ ხელშესავლები არის მოგიკიტხე.
1. დარაბებჩარაზულ სახლში შევდივარ,მისი ლაბადა კიდია საკიდზე.ვჩერდები და პირველად ვფიქრობ ღმერთზე... -იყო რაღაც იმ ქალში...
ეს გადასვლა მომეწონა დარაბებჩარაზულ სახლში შევდივარ,მისი ლაბადა კიდია საკიდზე.ვჩერდები და პირველად ვფიქრობ ღმერთზე... -იყო რაღაც იმ ქალში...
ეს გადასვლა მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|