ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მისტერ ღიმილა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2012


  ჩამოტვირთვა

ჩვენი მამები (გიო ედიშერაშვილს)

კაი "ტიპობა" მე და შენ ვიცით მათგან შორს არის,
ვინც დღეს ცხოვრებას საათივით ფეხი აუწყო,
შენ პოეტი და მე უბრალოდ დამნაშავე ვარ,
მაინც ლექსებმა საერთო გზა რომ გვაპოვნინა,
თუნდაც ამისთვის ღმერთს მადლობა აშკარად ეთქმის.

შენი სოფელი სიმშვიდეა ან მამაშენის სავანე უფრო,
ჰო მამაშენის, რომელიც ზის და ცრემლიანი
თვალებით უცქერს იმ გზას, რომელსაც მისი შვილი
აცდა წლების წინ...

დღეს რა თქმა უნდა,
მივყვებით გზებს და ქუჩის მტვერს ვსუნთქავთ,
დედა ვატიროთ ჩარჩოებში ჩასმული გრძნობის
და დავიჯეროთ ჩვენი მამების უკვდავება,
რადგანაც ვიცი,
შენ სოფელში და მე კი ცაში დამელოდება ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები