ცეცხლის ტკაცუნი მინელდა.
მხოლოდ აქლემების რიტმული ღეჭვა ისმოდა. დარწმუნებული ვიყავი რომ არავის ეძინა.
"მაინც დამეწივნენ, ნეტავ რა გზით იარეს, ეტყობა რომელიმემ მოკლე გადასასვლელები იცის. როგორც ჩანს, ჩემთვის უსაფრთხო და გრძელი გზა დახატა რუკაზე ბედუინმა. რა მოვიფიქრო რომ კვალში არ ჩამიდგნენ ან ოაზისში არ მიმასწრონ.... მალე ქვიშის უდაბნო დაიწყება, ცხენს გაუჭირდება გახურებულ ქვიშაზე სიარული და მაინც დამეწევიან ან უკეთეს შემთხვევაში გადამასწრებენ, ისინი ხომ აქლემებით არიან."
სიბნელე აზროვნებას მიხშობდა. ბნელში ფიქრი მიჭირდა. ცხენის სითბო მხოლოდ ოდნავ მამშვიდებდა. ჩემი სანთებელა ავანთე და საათს დავხედე ღამის სამი საათი იყო. მთელი გამოქვაბული კედელ-კედელ ხელისფათურით ჩამოვიარე, იმედით იქნებ რაიმე სანთლის მსგავსი მეპოვა. გამოქვაბულის შესასვლელთან, ლიბოს პატარა შვერილზე, ძალიან ნაცნობი მოხაზულობის ჩრდილი სანთებელას ოდნავ მბჟუტავმა სინათლემ გამოქვაბულის კედელზე მიახატა. ეს არაბული ჭრაქი გამოდგა. ძალიან მსუბუქი პიტნის არომატი ასდიოდა. "ალ ადინის ლამპარი, გამოქვაბული, საჰარა, განძიღა მაკლია და ორმოცი ყაჩაღი!.. თუმცა ხუთი ხომ მომდევს." - ირონია მომერია. - რა იქნება, სასწაული მოხდეს, ამ ლამპარს ხელი გადავუსვა, იისფერი ბოლი ამოვიდეს, ჯინის სახე მიიღოს და მითხრას, ახლა შენ ხარ ჩემი ბატონი, ინატრე და აგისრულებო." - ის იყო ლამპარს ხელი გადავუსვი, რომ სულ ახლოს ხრინწიანი ხმა მომესმა:
-სალაჰ, რას ფიქრობ ექიმის ნათქვამზე? -კარგს არაფერს, არ მჯერა მისი. ეგ მონებით არ ვაჭრობს, ჩვენ კარგა ხანია ამ საქმეში ვართ და როდის გინახავს ან გაგიგონია რომ პოლონელი ექიმი მონებით ვაჭრობდა? -მართალი ხარ, არ გამიგონია! -ბედუინის შესახებ მონაყოლი შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ სხვა ყველაფერში რაც თქვა, მისხალიც არ არის სიმართლის. -რაიმე იცი მის შესახებ? -პირადად მე მას არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ სამი წლის უკან ჩემი ბიძაშვილმა, მურადმა, რომელიც ბიძაჩემის უმცროსი ცოლისგან ჰყავდა, უცნაური ამბავი მიამბო. მისმა მონაყოლმა მაშინ ისე შემზარა რომ დღემდე მახსოვს. -რა გიამბო ასეთი? -მურადი ჩვენს გვარში ერთადერთი ნასწავლი კაცი იყო. ის კაიროს ცენტრალური საავადმყოფოს მორგში მუშაობდა. მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ქონდა ერთ ეგვიპტოლოგს. ისინი მაშინ დამეგობრდნენ, როცა ეგვიპტოლოგი ბაჰარიას შავ უდაბნოში ახლად აღმოჩენილ ასობით მუმიას იკვლევდა. ხომ გახსოვს ის ამბავი, ოქროთი მოსილი უამრავი სარკოფაგი რომ იპოვებს ბაჰარიაში. ჰოდა მაშინ, საავადმყოფოდან იმ ეგვიპტოლოგმა ორი გამოცდილი სანიტარი და ერთი პათანატომი, ჩემი ბიძაშვილი მურადი წაიყვანა. იქ საკმაოდ დიდ ხანს დაჰყვეს ერთად და იქედან დაიწყო მათი ახლო ურთიერთობა. ბაჰარიას სამარხების ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, ერთმანეთს კარგახანს აღარ შეხვედრიან, მაგრამ ერთ საღამოს ეს ეგვიპტოლოგი გახარებული მიადგა საავადმყოფოში მურადს და უცნაური პაპირუსი უჩვენა. თურმე იმ პაპირუსზე, იეროგლიფებით დახატული უძველესი ლოცვა იყო, რომელიც ორი მაატის დარბაზში იკითხება, ახალგარდაცვლილის სულის განსჯის წინ.
- ორი მაატის დარბაზი რაღაა? - როგორც მაშინ მურადმა მითხრა ეს „ორი ჭეშმარიტების დარბაზია“ სადაც რიტუალური სიტყვები უნდა ითქვას, რათა გარდაცვლილის სახელი ოსირისმა ახსენოს და აღარსოდეს მიეცეს დავიწყებას. ამ დარბაზში თურმე სვეტები, კედლები და იატაკიც კი ლაპარაკობს და იმ ლოცვებს ითხოვს სულისაგან რომელიც იმ პაპირუსში წერია. მურადმა მითხრა, რომ ბაჰარიაში აღმოჩემილ მუმიებს შიგნეული არ ქონდათ, მაგრამ გული ხელხულებლად ქონდათ დატოვებული. დანარჩენი შიგნეულობა ოთხ კანოპეში იყო განაწილებული და თითოეულს სახურავზე საკუთარი მფარველი ღმერთი ჰქონდა გამოსახული. ჰოდა სწორედ გული იწონება თურმე იმ "ორი ჭეშმარიტების დარბაზში" და თუ გული სიმართლითაა ნაცხოვრები, ის მსუბუქია და ოსირისთან მიდის. იმ სამოცდაათ დღეში როცა მიცვალებულის მუმიად ქცევა ხდება, ადამიანი ნელნელა თავისუფლდება თავისი ექვსი გარსისაგან და მხოლოდ სული, ანუ მეშვიდე გარსი გადადის სამარდაჟამო სამყოფელში. იმ პაპირუსზე დაწერილი სიტყვები მაშინ უნდა იქნას წარმოთქმული, როცა გვამს განბანენ, აცმევენ და თვალებს სურმით უღებავენ. ამის შემდეგ ისეთი მიწისაგან, რომელზეც ფეხი არასოდეს დაუდგია ღორს ან სხვა ცხოველს, - თიხის ამფორა იზილება, რომელზეც უნდა დაიხატოს სულის გადასახლება იმ პაპირსუში მოყვანილი სიტყვების მიხედვით. პაპირუსის ბოლოს, რიტუალური შელოცვების შემდეგ ყოფილა სიტყვები, რომელთა მეშვეობით სული "ორი ჭეშმარიტების დარბაზის" კარში გადის და ოსირისს ხვდება, მისი ნებართვით კი იმ ქვეყანაში სხეულის ექვსივე გარსს და თავის შიგნეულობას იბრუნებს, ლაპარაკს და ჭამას იწყებს და ცხოვრებას აგრძელებს. მისი თქმით, თუ იმ პაპირუსში მოყვანილი წესები დაცული იქნებოდა, სული მიიღებდა იმ სახეს რომელიც მას მოესურვებოდა და დადგებოდა ოსირისის გვერდით, როგორც მისი პირადი მცველი და რა თქმა უნდა ცოცხალი - უკუნითი უკუნისამდე... -ჰოი ალლაჰ, ეს რა მესმის!!! - ბევრი რამ მიამბო ამაზე მურადმა მაშინ, მაგრამ ის უცნაური სიტყვები ვერ დავიხსომე და აზრის მიმდევრობაც არ მახსოვს ზუსტად... მოკლედ იმ ეგვიპტოლოგის თხოვნითა და ჩარევით მურადი ერთ კერძო საავადმყოფოში გადასულა სამუშაოდ, რომელიც ნილოსის დასავლეთით ერთ ექიმს აუშენებია.ხომ იცი, ნილოსის დასავლეთით, უდაბნოში არავინ სახლდება, ეს მკვდართა ველია და ხალხი თავს არიდებს იქაურობას. ეს ამბები იმ ექიმსაც ცოდნია იმავე ეგვიპტოლოგისგან, ამიტომაც დაინტესდნენ ჩემი ბიძაშვილით და დიდი ანაზღაურება შესთავაზეს. ესეც დათანხმებულია. ჰოდა ის პაპირუსი ერთად ამოუკითხავთ და ამის შემდეგ დაწყებულა რაც დაწყებულა.
- რა დაწყებულა? - ამ ამბის შემდეგ მორგში უცნაური რამ ხდებოდა, მიცვალებულთა გვამები ლაპარაკს იწყებდნენ და რაღაც უცნაურ სიტყვებს ჩურჩულებდნენ. ის ეგვიპტოლოგი და ექიმი კი ღამღამობით მათთან იჯდნენ, უსმენდნენ და რაღაცას მაგნიტოფირზე იწერდნენ. მურადმა კარგა ხანს ითმინა, ბოლოს კი ვეღარ გაუძლო და მათი მიტოვება გადაწყვიტა, მაგრამ საავადმყოფოს პატრონი დაპირებია რომ გარდაცვლილებზე ცდები შეწყდებოდა და დიდი ფულიც უჩუქებია.
ამ ამბიდან რამოდენიმე თვეს მშვიდად ჩაუვლია, მურადიც დაწყნარებულა და მიცვალებულებიც. მაგრამ ერთ შუაღამეს, ერთ მიცვალებულს, რომელიც ორი კვირა მორგის საყინულეში ინახებოდა, ხმამაღალი ყვირილი დაუწყია. საავადმყოფოს დაცვა მორგში შევარდნილა და დაუნახავთ რომ ჭკუაზე გადასული მურადი მკვდართან ერთად გაჰყვიროდა ორმოცდაორი ეგვიპტური ღმერთის სახელს, თუმცა ალაჰის ბრწყინვალებამ დამაბრმაოს, თუ ის ისლამის თავდადებული მიმდევარი არ ყოფილიყო და მანამდე წმინდა ყურანის გარდა სხვა რამე ჰქონოდა წაკითხული. მურადი კაიროსთან ახლოს, სულით დაავადებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მიცვალებულის გვამი სასწრაფოდ დაწვეს და ფერფლი ნილოსის დასავლეთით, ღრმად ჩაფლეს. მურადმა მთელი წელი, სულით დაავადებულთა საავადმყოფოში გაატარა და მხოლოდ სამი წლის წინ დაბრუნდა სახლში სრულიად შეცვლილი და მოტეხილი. ეს ამბავი საიდუმლოდ მიამბო, ჩურჩულით მიყვებოდა, შეშინებული აქეთ-იქეთ იცქირებოდა და არც სახელები უხსენებია ვინმესი. ისე იყო დაშინებული რომ მას მერე სახლიდან საერთოდ აღარ გამოსულა, არავის იკარებდა, დღე და ღამე სალოცავ ოთახში იყო ჩაკეტილი და მუდმივად ყურანს კითხულობდა. გასულ შემოდგომას კი ალაჰმა მიიბარა მისი სული.
- მერე ? - ჰოდა მურადმა მითხრა, რომ ის ექიმი რომლის საავადმყოფოშიც ეგ ამბები მოხდა, - პოლონელი იყო ! - რაო ?! ჰოი ალლაჰ, ყოვლისშემძლევ და ყოვლისშემწყნარებელო, დაგვიფარე ყველა უწმინდურისაგან ! ამას ახლა ამბობ სალეჰ! ნახევარი უდაბნო რომ გამოვიარეთ ?! აქამდე სად იყავი?! - შენ ხომ ამ ღამემდე არ გიხსენებია რომ ის პოლონელი იყო... მე ეგ უბრალო ინსტურქტორი მეგონა, რომელიც ხალხის მარაგის შევსებაში მიეხმარა ჩვენს შეფს. პოლონელი რომ იყო მხოლოდ ამაღამ გავიგე ეგ შენგან, ხოლო მისი ნაამბობიდან კი ის შევიტყე რომ ექიმი ყოფილა, თანაც ქირურგი და ელ გიზაშიც უმუშავია საავადმყოფოში, თვითონ რომ ახსენა საკუთარი საავადმყოფო მაქვსო, მერე მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო... - ვალლაჰ, ახლა დავფიქრდი რომ მართალი ხარ, მისი ექიმობის ამბავი ხომ მეც ამაღამ შევიტყე მისი ნათქვამიდან, პოლონელი რომ იყო, როცა გვიქირავა მაშინ მითხრა. შენი ნაამბობიდან გამოდის, რომ მილოში, ის პოლონელი ექიმია ?! ესე იგი, ხალხი მას გასაყიდად კი არ უნდა, არამედ სულების გადასახლების შესასწავლად ჭირდება. ადამიანებს ტვინს გახურებული შანთით ცხვირის ნესტოებიდან აცლის, მათ თირკმელებს, ღვიძლს, კუჭს და ნაწლავებს ეგვიპტის ღმერთების გამოსახულებიან კანოპეებში დებს, სამოცდაათი დღე მათ გვამებს მარილწყალში ინახავს, მერე რაღაც ლოცვებით მკვდრებს ალაპარაკებს და საიქიოს ამბებს ეკითხება ... განა ეს დასაჯერებელია? ან შესაძლებელი, ან ნამდვილი?
- შენ რომ მურადი გენახა, ან მისთვის მოგესმინა, შენც დაიჯერებდი. მე მაშინ ისიც გავიგე, რომ მას წელიწადში ორჯერ მიჰყავს თავის საავადმყოფოში ჯანმრთელი ადამიანები, იქ გალიებში კეტავს და კარგად აჭმევს. მერე კი როცა დასჭირდება, უმოწყალოდ აგლეჯს ძვლებს, თირკმლებს, თვალებს, გულს, ღვიძლს, ზოგს კანოპეებში ათავსებს, ზოგს კი სხვებზე ყიდის, ან იქვე თავად აკეთებს გადანერგვას და თავისი ცდებისთვის ფულსაც ამით შოულობს. მის საქმეს ხომ უამრავი ფული ჭირდება. მასთან ძალიან საიდუმლოდ, სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ დაავადებული მილიონერები, მათი შვილები, ცოლები და შვილიშვილები. ხოლო მდიდარი ნარკომანები ადამიანის ძვლის ცოცხალ ტვინსაც კი ყიდულობენ მისგან რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეგ ოპერაციები მის საავადმყოფოში საიდუმლოდ კეთდება. ისიც გავიგე, რომ თავისი ტყვე კაცების სასქესო ორგანოებს ქალებს უნერგავს, ხოლო ქალისას კი კაცებს. მერე ქალად გადაქცეულ კაცებს, კაცებად ქცეულ ქალებთან დაწოლას აიძულებს და ბუნებრივად ან, ხელოვნურად აორსულებს და დაკვირვებებს ატარებს. მის საავადმყოფოში ერთდორულად ბრმა, უთირკმელო და ფეხმოჭრილ ადამიანსაც ნახავ, წვერულვაშიან ორსულ კაცსაც და "მამაქალსაც".
გეფიცები წმინდა მუჰამედის ხსენებას, რომ ჩვენ ანგელოზები ვართ მასთან შედარებით. ჩვენ, მონებს კარგად ვაჭმევთ და მხოლოდ უფასოდ ვამუშავებთ, მაგის ხელში ჩავარდნილებს კი სიკვდილი აქვთ სანატრელი. სიკვდილს ვინ დაეძებს, იმის იქითაც კი მოსვენებას არ აძლევს მათ სულებს. „მასალა“ კი ბევრი სჭირდება მაგრამ შოულობს.
როგორც მურადმა საბოლოოდ ამიხსნა, მას ყველაზე მეტად სულის უკვდავებაში დარწმუნება სდომებია და რაკი ცოცხალი და საღსალამათი ადამიანის სხეულიდან სულის გამოხმობის ხერხს მიაგნო, ახლა მისი ჩასახლება სურს სხვა ახალგარდაცვლილის ჯერ კიდევ თბილ ოღონდ უსულო სხეულში, თანაც ეს ყველაფერი, ამ ქვეყნად უნდა რომ შეძლოს და არა საიქიოში, როგორც ამას ალლაჰი გვეუბნება, ან ისე, როგორც ეს ძველი ეგვიპტის „მკვდართა წიგნში“ წერია.
- არა არს ღმერთი უფრორე ალლაჰისა, ხოლო მუჰამედი მოციქული და წინასწარმეტყველია მისი! ეს სიგიჟეა სალაჰ! ნამდვილი სიგიჟე... ამას აფთარიც არ კადრულობს, ის სიკვდილს აცლის სულიერს და მერე გლეჯს მის გულ-გვამს. ეგ კაცი აფთარზე უარესია. მხოლოდ იბლისს შეუძლია გულ-გვამში ჩაუსახლდეს კაცს და ასეთი საქმეები აკეთებინოს. ეგ ექიმი მგონი განკაცებული იბლისია, ალლაჰმა გვაშოროს მისი სიავე და დაგვიფაროს მისგან თი’ მელოკ ჟიბრაილმა, წმინდა იყოს ხსენება მისი! ორსული კაცების ამბები საიდანღა იცი? - იმ სულით დაავდებულთა სამკურნალოს სადაც მურადი მოათავსეს, თურმე ერთი კაცი აფარებდა თავს, რომელიც იქედან ყოფილა გამოპარული. თავს იგიჟიანებდა და სულით დაავადებულთა სამკურნალოში ემალებოდა მაგ ექიმს. ჰოდა გაუგია რომ იქედან ვიღაც კაცი მოიყვანეს, მურადი უცვნია, როგორღაც მოუხერხებია და ეგ ამბებიც იმას მოუყოლია. ის კაცი, მურადის საავადმყოფოდან გამოსვლამდე ორი კვირი ადრე, - უგზო-უკვლოდ გამქრალა.
- მაინც ვერ გავიგე ამ გოგოს რატომ დაეძებს ასე გადარეული. ის ხომ ერთი სულელი ქალია, რომელმაც არაბულ ქვეყანაში მარტოკამ მოინდომა სეირნობა და თანაც საჰარაში. როგორ ფიქრობ რაშია საქმე?
- მე გამიგია რომ იმ ქვეყანაში, საიდანაც ეგ ქალია, ძველი ეგვიპტელებივით, ძალიან სწამთ რომ სიკვდილის შემდეგ სული უკვდავია და მისი სიცოცხლე გრძელდება. მათი რწმენა ალბათ სხვაგვარია ვიდრე აქაური კოპტების. იქნებ მისი სული სჭირდება? - შეიძლება ასეცაა, მაგრამ მეორეს მხრივ, მაგნაირ ქრისტიანს სხვასაც იშოვიდა, ან კი მაგ გოგოს მსგავსი გვამის გამოძებნა მისთვის ძნელი არ იქნებოდა, მიუგდებდა იმ დიპლომატს ვიღაც მკვდარს და ამით დასრულდებოდა ეს ამბავი. ანდა ჩვენ, ისლამის მიმდევართაც ხომ გვწამს სიკვდილის მერე სიცოცხლის, ჰოდა არაბებს რატომ არ კიდებს ხელს? ან კიდევ, ხომ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანი არაბებიც? - არაბები დიდ ოჯახებად ცხოვრობენ და დიდი ნათესაობა ჰყავთ. ამიტომ გახმაურებას არიდებს ალბათ თავს. თანაც იქნებ ბედუინის და იმ გოგოს კავშირის ეშინია? ან იქნებ ბედუინისთვის უნდა სამაგიეროს გადახდა?
- არც ეგაა გამორიცხული, ახლა უფრო ვრწმუნდები რომ ეგ გოგო მილოშს მხოლოდ ცოცხალი ჭირდება და არა მკვდარი. იმ ღამეს ბედუინს რომ არ გადაჰყროდა, ქალს ალბათ ნამდვილად უდაბნოში მიატოვებდა. საჰარაში ხომ მხოლოდ ალლაჰის წყალობით შეიძლება გადარჩეს ადამიანი. ალ კაბირს კი მართლა ეცოდინება მაგისი საქმეები. ალბათ მეტიც იცის, ვიდრე ჩვენ. თუმცა სულების გადასახლების ამბავი არა მგონია რომ იცოდეს. თუ მოიხელთა ისეთ დღეში ჩააგდებს, იქნებ თავად იგლეჯავდეს საკუთარ ღვიძლს და თირკმელებს. შეიძლება ადრე, მილოში მართლაც მხოლოდ საკუთარი ბიზნესის დაცვაზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა, გოგო ბედუინისგან თავის დასაცავად უფრო ჭირდება. ამისთვის კი მხოლოდ ცოცხალი შეიძლება გამოადგეს. ქალის მოძებნა მაშინ გადაწყვიტა, როცა დარწმუნდა რომ ბედუინიც ცოცხალი გადარჩა იმ ღამეს და არც ქალი ჩამოვარდა თავისით იმ " შაითნის ფრთებიდან".
- მე კი გამიგია, რომ მაგ გოგოს ხალხი შეუპოვრობით და თავგამეტებით გამოირჩევა, მაგის სისხლის და ჯიშისა იყო გმირი მამალიკ* ლაზ-ოღლი, მისი ძეგლიც კი დგას კაიროს მთავარ მოედანზე. აკი გოგოც შეუპოვარია, ორ კვირაზე მეტია ამ უდაბნოში მშიერი და მწყურვალი მარტო დახეტიალობს და ჯერ კიდევ ცოცხალია. სხვა მის ადგილას თუ გადარჩებოდა, ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებოდა. ბედუინს და მილოშს, მაგ გოგოს მოძებნა უნდათ, ასე რომ მათი მიზანი ამ წუთას ჩვენსას ემთხვევა, მაგრამ როგორც კი ეგ მიზნები გაიყოფა, რამე უნდა მოვიფიქროთ.
მოსაუბრეები დადუმდნენ. ცხენს კისერზე მივეკარი, ვიგრძენი რომ გული მომეწურა და მიილია. ჩემი ყველაზე უარესი მოლოდინებიც კი რასაც აქამდე ამ ამბავზე ვფიქრობდი, ფუჭი გამოდგა. მოსმენილი დაუჯერებლად მეჩვენებოდა, ის უფრო სარწმუნოდ მიმაჩნდა რომ მილოში აფთარივით აგლეჯდა გულ-ღვიძლს ცოცხალ ადამიანებს. ჩინელი გოგონები გამახსენდა, წარმოვიდგინე როგორ გადაუნერგა მათი ორგანოები კორეელ ბაიკერებს და როგორ ემზადებოდა კაცის ორსულობის ექპერიმენტის ჩასატარებლად...
თავზარი დამეცა, მთელი სხეული ამიტირდა, მაგრამ მხოლოდ უხმო კვნესა შემეძლო, მთელი გულ-ღვიძლი ცეცხლმოდებულივით ამეწვა, მთელი სხეულით ვირწეოდი და უხმოდ მთელი გულით შიგნიდან ვტიროდი.
უცერად განწირულმა ყვირილმა გაკვეთა ღამის სიჩუმე... -ააააჰ, შაითან, მიშველეთ, მომეხმარეთ... - გაუჩერებლად ყვიროდა ვიღაც. მოულოდნელ ყვირილზე ცხენი დაფრთხა, ძლივს მოვასწარი და მისი თავი გულში ჩავიხუტე, ჩუმი ხვიხვინი როგორმე რომ ჩამეხშო. ცხენთან ერთად უკან დავიწიე და გამოქვებულის უკანა კედლის სიბნელეს შევერიეთ.
- რა მოხდა აზიზ, რა დაგემართა- ყვირილით გაეპასუხა სალეჰი, ფეხის ხმაზე მივხვდი რომ გარბოდა და რაშიდიც მისდევდა. - არ მიუახლოვდეთ,- მომესმა მილოშის ხმა. - ალბათ კობრამ უკბინა, სანამ გველი არ გაეცლება ახლოს არ მიეკაროთ. - ოი ალლაჰ, ყოვლისშემძლევ და ყოვლისშემწყნარებელო! შეეწიე... აზიზ არ შეგეშინდეს, მოგეშველებით. - მესმოდა არაბების შეშფოთებული შეძახილები. ხმაური და ფაცაფუცი ატყდა. აზიზი გაუჩერებლად ყვიროდა. ნახევარ საათში ყვირილი შეწყდა. ახლა მხოლოდ განწირულის ხრიალი მესმოდა. არაბები გაბმულად ლოცულობდნენ. მივხვდი რომ აზიზი სულს ღაფავდა. ცხენმა ყურები დაცქვიტა და გამოქვაბულის შესასვლელს დააცქერდა. ჩემი ყურადღებაც მიიქცია უცნაურმა ხმაურმა. ამოქვაბულის შემოსასვლელში ქვიშა ჩუმად აშრიალდა. სანთებელა ავანთე. მის მბჟუტავ ალზე ძლივს შევნიშნე ვეებერთელა შავი კობრა, რომელიც გამოქვაბულში ნელი ტაატით შემოდიოდა. განძრევაზე არც მიფიქრია. გველი სპირალებად დაიგრაგნა, მშვიდად მოიკეცა, ბრტყელი თავი, თავის პრიალა შავ სხეულზე ჩამოდო და გამოქვაბულის შესასვლელში გაწვა. დილის ოთხი საათი სრულდებოდა. სადაცაა ირიჟრაჟებდა და ღამის მონადირეები თავშესაფარს ეძებდნენ. ჩემი წასვლის დრო იყო, მაგრამ გამოქვაბულის შესასვლელში კობრა იწვა. გარეთ კი მდევარი იდგა და მომაკვდავის უკანასკნელი ხრიალი მესმოდა. ცხენი გველს ჩემსავით თვალმოუცილებად მისჩერებოდა. გამოქვაბულში გველის სუნი დატრიალდა. გულზიდება დამეწყო. ლამპარი ცხვირთან მივიტანე და პიტნის მსუბუქი არომატით ვცდლობდი გულზიდების შეჩერებას.
იმედი, ჩემი მოწურული და დაპატარავებული გულიდან გაძვრა და მის უკან მიიმალა. მის ადგილას შიში გამეფდა, რომელიც ყოველწამს იზრდებოდა და შავი კობრასავით იგრაგნებოდა, ცდილობდა ყელში ამომჯდომოდა და მოვეგუდე.
თვალები დავხუჭე და ლოცვა დავიწყე, ვლოცულობდი მთელი გონებით, შეგნებით, სულით და სხეულით. ვევედრებოდი მფარველობას უფალს და დედა ღვთისმშობელს, წმინდა გიორგის შევთხოვდი რომ მოფრენილიყო თავისი თეთრი რაშით და შუბით გაეგმირა ეს ვეებერთელა შავი კობრა, რომელიც ჩემს ერთადერთ გასასვლელზე ურჩხულივით გაწოლილიყო.
( იხილე როგორ გაგრძელდა) ------------------------------ * მამალიკ - მამლუქი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ © საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. +2 უბრალო სილამაზე +2 უბრალო სილამაზე
47. ვააჰ, არადა წინა თავში მეგონა, რომ კარტები გაიხსნა :) ეს თავი მოულოდნელობა იყო... სასიამოვნო მოულოდნელობა :)
+5 ვააჰ, არადა წინა თავში მეგონა, რომ კარტები გაიხსნა :) ეს თავი მოულოდნელობა იყო... სასიამოვნო მოულოდნელობა :)
+5
46. უყურეთ თქვენ ამ პოლონელს :)))
ისეთი საინტერესოა და ისეთი სასიამოვნო თხრობაა, რომ არ მინდა დასრულდეს <3
უყურეთ თქვენ ამ პოლონელს :)))
ისეთი საინტერესოა და ისეთი სასიამოვნო თხრობაა, რომ არ მინდა დასრულდეს <3
45. გამაოგნებელი თავია. 100დან ალბათ 99 მკითხველი ვერ მიხვდებოდა მილოშის ნამდვილ განზრახვას. მე წინა თავში ვფიქრობდი რომ ყველა საიდუმლოს აეხადა ფარდა და სიურპრიზი იყო ეს ჩემთვის. თანაც რა ინფორმაციულია, ორი მაატის დარბაზი, სხეულები და სულები, უამრავს რომ დააინტერესებს ისეთი თემაა. სათაურიც ძალიან შესაფერისია. მეგონა ისევ ბუნების ,,საჩუქრები" იწყებოდა და აქ რა დამხვდა....
მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნაწარმოების ყველაზე დიდი ღირებულება, ჩემი აზრით, ზღვა ინფორმაციისა და ძალიან საინტერესო სიუჟეტის შერწყმაა. არასოდეს არის ინფორმაცია ,,ჩართული" ტექსტში. ყოელთვის პირდაპირ კავშირშია განვითარებასთან; ყოველთვის ნელ-ნელა შეაპარებთ ხოლმე მკითხველს. გვონია, უბრალოდ იხსენებს პერსონაჟი, და მერე მოჰყვება თუ რატომ იხსენებს ამას... და რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს ინფორმაცია ისე საინტერესოდ არის ხოლმე გადმოცემული, რომ იქამდეც გაინტერესებს, სანამ გაიგებ ვის უკავშირდება და რატომ... გამაოგნებელი თავია. 100დან ალბათ 99 მკითხველი ვერ მიხვდებოდა მილოშის ნამდვილ განზრახვას. მე წინა თავში ვფიქრობდი რომ ყველა საიდუმლოს აეხადა ფარდა და სიურპრიზი იყო ეს ჩემთვის. თანაც რა ინფორმაციულია, ორი მაატის დარბაზი, სხეულები და სულები, უამრავს რომ დააინტერესებს ისეთი თემაა. სათაურიც ძალიან შესაფერისია. მეგონა ისევ ბუნების ,,საჩუქრები" იწყებოდა და აქ რა დამხვდა....
მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნაწარმოების ყველაზე დიდი ღირებულება, ჩემი აზრით, ზღვა ინფორმაციისა და ძალიან საინტერესო სიუჟეტის შერწყმაა. არასოდეს არის ინფორმაცია ,,ჩართული" ტექსტში. ყოელთვის პირდაპირ კავშირშია განვითარებასთან; ყოველთვის ნელ-ნელა შეაპარებთ ხოლმე მკითხველს. გვონია, უბრალოდ იხსენებს პერსონაჟი, და მერე მოჰყვება თუ რატომ იხსენებს ამას... და რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს ინფორმაცია ისე საინტერესოდ არის ხოლმე გადმოცემული, რომ იქამდეც გაინტერესებს, სანამ გაიგებ ვის უკავშირდება და რატომ...
44. რა საოცარი რამეები ხდება აქ...პოლონელმა ექიმმა შეზარა ...სასინელებააა + + რა საოცარი რამეები ხდება აქ...პოლონელმა ექიმმა შეზარა ...სასინელებააა + +
40. ყველა ნაწილი კარგი და საინტერესოა,მაგრამ ამან რაღაც უფრო მეტად გამიტაცა.
კაი გოგოა ნილნა!
+5+ ყველა ნაწილი კარგი და საინტერესოა,მაგრამ ამან რაღაც უფრო მეტად გამიტაცა.
კაი გოგოა ნილნა!
+5+
39. შესაშური ცოდნა გაქვთ ნეფერტარ მამლუქებზე და მე ეს ძალიან მიხარია. აქვე თქვენის ნებართვით მცირე ცნობებს მეც დავდებ თუკი ვინმე დაინტერესდება ამით ... მურად ბეგი ზემო ეგვიპტეს მართავდა, სწორედ მისი ცოლი იყო ნაფისა რომელმაც მარტოდმარტომ შეაჩერა ნაპოლეონ ბონაპარტი მისი ლაშქრით ქაიროს კარიბჭესთან. რაც შეეხება ალი ბეის იგივე ალფი ბეგს ის მართლაც მოხერხებული მამლუქი იყო, სანამ ის ცოცხალი იყო მამლუქთა სახელი მთელს ეგვიპტეში სჭექდა. სიკვდილის წინ თვალი მოავლო ქვიშიან ბორცვებს და სინანულით წარმოთქვა: -" საქმე გათავდა, ეგვიპტეს ვუტოვებ მუჰამედ ალის (მამლუქთა მტერს), საუჭვოა ის აწი ვინმემ დაამარცხოს, ამიერიდან მას შეუძლია იმბრძანებლოს ეგვიპტის მამლუქებზე, არა მგონია დღეის შემდეგ მათმა დროშამ ოდესმე იფრიალოს.!" აქვე შესწორებას შევიტან. - გავრცელდა ცნობა რომ ამინ ბეგი ციხესიმაგრის მაღალ კედელზე გადაძვრა და სირიაში გაიქცა. . ასევე არის მეორე ამბავიც ამინ ბეგზე, თითქოს მან რაღაც იეჭვა, ყავა სასახლეში ტანსაცმელზე გადაისხა, შემდეგ თავის მსახურს გაუცვალა ტანისამოსი და ქალაქიდან გაიქცა. სინამდვილეში კი ის ვინც კლდიდან გადახტომით თავს უშველა იყო უბრალო მამლუქი ჰასანი. - იგი სასახლესთან, მუკატამის ბორცვთან, ჯარისკაცების მიერ ხრამის პირას მიმწყვდეული აღმოჩნდა და თავის ცხენიანად უფსკრულში გადაეშვა. ცხენი დაიღუპა თვითონ კი გადარჩა. ეს ამბავი ფაშამ რომ გაიგო თავისთან იხმო, შეიწყალა, შეიყვარა, და ჯარში ჩარიცხა.ერთი თუ ორი წლის შემდეგ კი გარდაიცვალა. - ნეფერტარ თქვენ შრომის მოყვარე ხართ და განსწავლული, ეს თქვენს ნაწერებში აშკარად შეიმჩნევა. :) შესაშური ცოდნა გაქვთ ნეფერტარ მამლუქებზე და მე ეს ძალიან მიხარია. აქვე თქვენის ნებართვით მცირე ცნობებს მეც დავდებ თუკი ვინმე დაინტერესდება ამით ... მურად ბეგი ზემო ეგვიპტეს მართავდა, სწორედ მისი ცოლი იყო ნაფისა რომელმაც მარტოდმარტომ შეაჩერა ნაპოლეონ ბონაპარტი მისი ლაშქრით ქაიროს კარიბჭესთან. რაც შეეხება ალი ბეის იგივე ალფი ბეგს ის მართლაც მოხერხებული მამლუქი იყო, სანამ ის ცოცხალი იყო მამლუქთა სახელი მთელს ეგვიპტეში სჭექდა. სიკვდილის წინ თვალი მოავლო ქვიშიან ბორცვებს და სინანულით წარმოთქვა: -" საქმე გათავდა, ეგვიპტეს ვუტოვებ მუჰამედ ალის (მამლუქთა მტერს), საუჭვოა ის აწი ვინმემ დაამარცხოს, ამიერიდან მას შეუძლია იმბრძანებლოს ეგვიპტის მამლუქებზე, არა მგონია დღეის შემდეგ მათმა დროშამ ოდესმე იფრიალოს.!" აქვე შესწორებას შევიტან. - გავრცელდა ცნობა რომ ამინ ბეგი ციხესიმაგრის მაღალ კედელზე გადაძვრა და სირიაში გაიქცა. . ასევე არის მეორე ამბავიც ამინ ბეგზე, თითქოს მან რაღაც იეჭვა, ყავა სასახლეში ტანსაცმელზე გადაისხა, შემდეგ თავის მსახურს გაუცვალა ტანისამოსი და ქალაქიდან გაიქცა. სინამდვილეში კი ის ვინც კლდიდან გადახტომით თავს უშველა იყო უბრალო მამლუქი ჰასანი. - იგი სასახლესთან, მუკატამის ბორცვთან, ჯარისკაცების მიერ ხრამის პირას მიმწყვდეული აღმოჩნდა და თავის ცხენიანად უფსკრულში გადაეშვა. ცხენი დაიღუპა თვითონ კი გადარჩა. ეს ამბავი ფაშამ რომ გაიგო თავისთან იხმო, შეიწყალა, შეიყვარა, და ჯარში ჩარიცხა.ერთი თუ ორი წლის შემდეგ კი გარდაიცვალა. - ნეფერტარ თქვენ შრომის მოყვარე ხართ და განსწავლული, ეს თქვენს ნაწერებში აშკარად შეიმჩნევა. :)
38. კახა, ეგვიპტელების რა მოგახსენო, ისინი აღარ არსებობენ, მაგრამ არაბებს ახსოვთ ალი ბეი, იბრაჰიმ ბეი, მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი /მარტყოფელი შინჯიკაშვილი/, რომელიც ალყაშემორტმული ციხესიმაგრის თვალშეუდგამი სიმაღლის გალავნიდან არაბული ცხენით გადახტა და ასე გაექცა მოღალატეებს. მათ ასევე კარგად ახსოვთ ნაფისა ხანუმი, ქართველი ქალი, "ბაიდა ნაფისა" ანუ "თეთრი განძი" რომელმაც მარტოდმარტომ შეაჩერა ნაპოლეონ ბონაპარტი მისი ლაშქრით ქაიროს კარიბჭესთან და ისე მოხიბლა იმპერატორი თავისი ქცევით, ცოდნით, დიპლომატიური ნიჭით და გარეგნობით, რომ ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ქალმა ქაირო დარბევას და მამლუქთა ლაშქარი ამოჟლეტას გადაარჩინა.
ქაიროს "მკვდართა ქალაქში", უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების საფლავია: ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი იყო, ისმაილ-ბეი - ეგვიპტის მამლუქთა ოსმალური ჯარის მეთაური, ხოლო იბრაჰიმ ქათხუდა კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრის კაცი იყო და დიდი გავლენის მქონე კაცი ყოფილა.
მათი საფლავებიდან ორიოდ ნაბიჯში, უბრალო ხის ჭიშკართან პატარა მავზოლეუმია. სწორედ აქ განისვენებს ქართველი ნაფისა ხანუმი. ოთხივენი ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი მონები იყვნენ.
მათი საფლავები მოვლილი და მოწესრიგებულია, ხოლო ნაფისას "საბილ ქუთაბს" /მოწყალების სახლი/ რესტავრაციაც ჩაუტარდა. აქ ის მოწყალებას არიგებდა და წყალიც უფასო იყო.
ასე არიან დაფასებული ქართველები არაბების მიერ. :) კახა, ეგვიპტელების რა მოგახსენო, ისინი აღარ არსებობენ, მაგრამ არაბებს ახსოვთ ალი ბეი, იბრაჰიმ ბეი, მურად ბეი და იბრაჰიმ ბეი /მარტყოფელი შინჯიკაშვილი/, რომელიც ალყაშემორტმული ციხესიმაგრის თვალშეუდგამი სიმაღლის გალავნიდან არაბული ცხენით გადახტა და ასე გაექცა მოღალატეებს. მათ ასევე კარგად ახსოვთ ნაფისა ხანუმი, ქართველი ქალი, "ბაიდა ნაფისა" ანუ "თეთრი განძი" რომელმაც მარტოდმარტომ შეაჩერა ნაპოლეონ ბონაპარტი მისი ლაშქრით ქაიროს კარიბჭესთან და ისე მოხიბლა იმპერატორი თავისი ქცევით, ცოდნით, დიპლომატიური ნიჭით და გარეგნობით, რომ ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ქალმა ქაირო დარბევას და მამლუქთა ლაშქარი ამოჟლეტას გადაარჩინა.
ქაიროს "მკვდართა ქალაქში", უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების საფლავია: ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი იყო, ისმაილ-ბეი - ეგვიპტის მამლუქთა ოსმალური ჯარის მეთაური, ხოლო იბრაჰიმ ქათხუდა კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრის კაცი იყო და დიდი გავლენის მქონე კაცი ყოფილა.
მათი საფლავებიდან ორიოდ ნაბიჯში, უბრალო ხის ჭიშკართან პატარა მავზოლეუმია. სწორედ აქ განისვენებს ქართველი ნაფისა ხანუმი. ოთხივენი ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი მონები იყვნენ.
მათი საფლავები მოვლილი და მოწესრიგებულია, ხოლო ნაფისას "საბილ ქუთაბს" /მოწყალების სახლი/ რესტავრაციაც ჩაუტარდა. აქ ის მოწყალებას არიგებდა და წყალიც უფასო იყო.
ასე არიან დაფასებული ქართველები არაბების მიერ. :)
37. რომანის ეს ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა. ასევე ძალიან მოუხდა მითოლოგიის ჩართვაც . - "მე კი გამიგია, რომ მაგ გოგოს ხალხი შეუპოვრობით და თავგამეტებით გამოირჩევა, მაგის სისხლის და ჯიშისა იყო გმირი მამალიკ* ლაზ-ოღლი," - საინტერესოა ეგვიპტელებს თუ ახსოვთ წარმოშობით ქართველი, იბრაჰიმ ბეგი, რომელიც ხალხის მიერ აღიარებული ბელადი და მამლუქთა ამირი იყო რომელიც 1816 წელს გარდაიცვალა. მშვენიერი ნაწერი გაქვთ. :) რომანის ეს ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა. ასევე ძალიან მოუხდა მითოლოგიის ჩართვაც . - "მე კი გამიგია, რომ მაგ გოგოს ხალხი შეუპოვრობით და თავგამეტებით გამოირჩევა, მაგის სისხლის და ჯიშისა იყო გმირი მამალიკ* ლაზ-ოღლი," - საინტერესოა ეგვიპტელებს თუ ახსოვთ წარმოშობით ქართველი, იბრაჰიმ ბეგი, რომელიც ხალხის მიერ აღიარებული ბელადი და მამლუქთა ამირი იყო რომელიც 1816 წელს გარდაიცვალა. მშვენიერი ნაწერი გაქვთ. :)
35. როცა აქ მოვდივარ და ახალი თავი მხვდება, ეგრევე წასაკითხად არვ ვჯდები, გავქანდები, ყავას მოვიდღუღებ, ყველაფერ სხვას ვთიშავ ტელევიზორით დაწყებული, კარგად მოვეწყობი ხოლმე ჩემს მაგიდასთან და ვიწყებ კითხვას... სხვა სამყაროში გადავდივარ, და ნილლნას დავყვები საჰარას უდაბნოში. მხოლოდ ეს ნაწერია,ამ საიტზე, რომელსაც სხვაგან მიყავხარ...
მაგრად მომეწონა ! ! !
მისტიკამ დახატა... ეგ ქვეყანაც ისეთია, რომ ყველაზე მეტად უხდება მისტიკა...
ბრავო დედოფალო, ბრავოოოოოოოოოო!!! როცა აქ მოვდივარ და ახალი თავი მხვდება, ეგრევე წასაკითხად არვ ვჯდები, გავქანდები, ყავას მოვიდღუღებ, ყველაფერ სხვას ვთიშავ ტელევიზორით დაწყებული, კარგად მოვეწყობი ხოლმე ჩემს მაგიდასთან და ვიწყებ კითხვას... სხვა სამყაროში გადავდივარ, და ნილლნას დავყვები საჰარას უდაბნოში. მხოლოდ ეს ნაწერია,ამ საიტზე, რომელსაც სხვაგან მიყავხარ...
მაგრად მომეწონა ! ! !
მისტიკამ დახატა... ეგ ქვეყანაც ისეთია, რომ ყველაზე მეტად უხდება მისტიკა...
ბრავო დედოფალო, ბრავოოოოოოოოოო!!!
34. მე პატარა მხეცუნიას ამბავს ხო მართლა რეალურად ვწერ და მეტი რომ არაფერი მომხდარა:( თორემ, დამიჯერეთ, აუცილებლად დავდებდი უფრო მეტს. ამ დღეებში ვაპირებ რუსთავში წასვლას და დავწერ:*
მე პატარა მხეცუნიას ამბავს ხო მართლა რეალურად ვწერ და მეტი რომ არაფერი მომხდარა:( თორემ, დამიჯერეთ, აუცილებლად დავდებდი უფრო მეტს. ამ დღეებში ვაპირებ რუსთავში წასვლას და დავწერ:*
33. იელო, პატარა მხეცუნიას ამბავს ასე ჩქარჩქარა წერდი ? :) იელო, პატარა მხეცუნიას ამბავს ასე ჩქარჩქარა წერდი ? :)
32. მინდა მინდა მინდაააააააააა... უკვე ისეთ აზარტში ვარ ვეღარ ვწერ ვერაფერს:( სუულ გაგრძელებას ველოდები და ნუ იდებთ ჩემს ცოდვას ნეფერტარ...:)
მინდა მინდა მინდაააააააააა... უკვე ისეთ აზარტში ვარ ვეღარ ვწერ ვერაფერს:( სუულ გაგრძელებას ველოდები და ნუ იდებთ ჩემს ცოდვას ნეფერტარ...:)
31. მალე და დავდებ ახალ თავს მათრობელა იელო, მალე. პატარა არ იყო ეს თავი ნამდვილად, საინტერესო იყო და მალე შემოგეხარჯა.... :) მალე და დავდებ ახალ თავს მათრობელა იელო, მალე. პატარა არ იყო ეს თავი ნამდვილად, საინტერესო იყო და მალე შემოგეხარჯა.... :)
30. პატარა იყო ძალიან.:(
პატარა იყო ძალიან.:(
29. ძალიან ძალიააააააააააააან ძალიან მაგარია და მალე რომ არ დაიდოს ახალი თავი გავაფრენ...ნუ დამტანჯეეეეეეეეეე ნეფერტარ, დაამატე კიდევ კიდევ და კიდევ ცოტა უფრო დიდი თავები გთხოოვ. გავჭაღარავდი, რა დაგიშავეთ ამ ერთგულმა მკითხველებმა... ყველას გვიყვარს უკვე..
ძალიან ძალიააააააააააააან ძალიან მაგარია და მალე რომ არ დაიდოს ახალი თავი გავაფრენ...ნუ დამტანჯეეეეეეეეეე ნეფერტარ, დაამატე კიდევ კიდევ და კიდევ ცოტა უფრო დიდი თავები გთხოოვ. გავჭაღარავდი, რა დაგიშავეთ ამ ერთგულმა მკითხველებმა... ყველას გვიყვარს უკვე..
28. მუხავ,
ნამდვილად არ მინდოდა თქვენი შეშინება, თქვენ ხომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წევრი ხართ ამ პორტალზე. არც არმენის "შეშინება" მინდოდა რა თქმა უნდა... იმედია "საშინელებთა" რამოდენიმე ეპიზოდი არ დამაკარგინებს თქვენს კეთილგანწყობას. გამოვსწორდები. :))))))))))) :* მუხავ,
ნამდვილად არ მინდოდა თქვენი შეშინება, თქვენ ხომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წევრი ხართ ამ პორტალზე. არც არმენის "შეშინება" მინდოდა რა თქმა უნდა... იმედია "საშინელებთა" რამოდენიმე ეპიზოდი არ დამაკარგინებს თქვენს კეთილგანწყობას. გამოვსწორდები. :))))))))))) :*
27. დედა რა იყო ეს ნაწილი ა? რამდენჯერმე გადავჭყვიტე წაკითხვა მიმეტოვებინა, რაღაცნაირად მაინც ცნობისმოყვარეობამ დამძლია და ძლივს ჩავედი ბოლომდე, ,არადა მართლა გვიან მომივიდა წაკითცვა, კობრამ გამაზრიალა და საერთოდ მთლიანად ვეთანხმები 4 კომენტარს, ძლივს დავამთავრე კითხვა და ამოვისუნთე, ვერ ვიტყვი, რომ ეს ნაწილი მომეწონათქო, გინ გეწყინოს გინდ არა, მე ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე და მეტი არაფერი, შენ რო შემდგარი მწერალი ხარ, ეჭვიც არ მეპარება, მემძიმა, მემძიმა ეს ნაწილი თუ გინდა ჩათვალე ჩემს მიუხვედრილობაში არც ეს მეწყინება, ასე მგონია მკითხველის გაწვრთნის ტრენინგი იყო! დედა რა იყო ეს ნაწილი ა? რამდენჯერმე გადავჭყვიტე წაკითხვა მიმეტოვებინა, რაღაცნაირად მაინც ცნობისმოყვარეობამ დამძლია და ძლივს ჩავედი ბოლომდე, ,არადა მართლა გვიან მომივიდა წაკითცვა, კობრამ გამაზრიალა და საერთოდ მთლიანად ვეთანხმები 4 კომენტარს, ძლივს დავამთავრე კითხვა და ამოვისუნთე, ვერ ვიტყვი, რომ ეს ნაწილი მომეწონათქო, გინ გეწყინოს გინდ არა, მე ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე და მეტი არაფერი, შენ რო შემდგარი მწერალი ხარ, ეჭვიც არ მეპარება, მემძიმა, მემძიმა ეს ნაწილი თუ გინდა ჩათვალე ჩემს მიუხვედრილობაში არც ეს მეწყინება, ასე მგონია მკითხველის გაწვრთნის ტრენინგი იყო!
26. ნეფერ, გენაცვალე, რეიტინგი ასს გადასცდეს კიარა, სულ რომ არ ჰქონდეს, მაინც უმშვენიერესი ნაწარმოებია ეს და დროის დახარჯვად, რათქმაუნდა ღირს.ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხარ, გადასაკითხავადაც კი ვერ იცლი,მაგრამ ცოტა ოდნავ მეტი რომ მოინდომო?.. უნდა შეძლო და აუცილებლად გამოსცე წიგნად.მე მინდა ეს წიგნი ჩემს თაროზე იდოს და ჩემს შთამომავლებს დარჩეთ. ნეფერ, გენაცვალე, რეიტინგი ასს გადასცდეს კიარა, სულ რომ არ ჰქონდეს, მაინც უმშვენიერესი ნაწარმოებია ეს და დროის დახარჯვად, რათქმაუნდა ღირს.ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხარ, გადასაკითხავადაც კი ვერ იცლი,მაგრამ ცოტა ოდნავ მეტი რომ მოინდომო?.. უნდა შეძლო და აუცილებლად გამოსცე წიგნად.მე მინდა ეს წიგნი ჩემს თაროზე იდოს და ჩემს შთამომავლებს დარჩეთ.
25. ვაჰ.....მაგარია!....მშვენიალური.:) 5. ვაჰ.....მაგარია!....მშვენიალური.:) 5.
24. კი, რათქმაუნდა სამუშაო დასჭირდება მაგ საქმეს....:-* სამაგიეროდ მშვენიერი წიგნი გამოვა...:-* :-* სიამოვნებით შევიძენდი...არა მარტო მე...
კი, რათქმაუნდა სამუშაო დასჭირდება მაგ საქმეს....:-* სამაგიეროდ მშვენიერი წიგნი გამოვა...:-* :-* სიამოვნებით შევიძენდი...არა მარტო მე...
23. ჭავ, ეს ნაწერი ასე ვთქვათ მთავარი ხაზია. წიგნისთვის მას ხორცშესხმა სჭირდება და ბევრი სამუშაო მექნება მაგ ნაწილში. თუმცა რედაქტირება დაწყებულია, პირველი თავი ჩასწორდა, რაღაცეები დაემატა. მართლა გადასამუშავებელია. თუ ამ ვებ გვერდზე ამ ნაწერის რეიტინგი 100-სს გადასცდება ალბათ ეღირება გადამუშავებად, თარგმნად და გამოცემად. ჭავ, ეს ნაწერი ასე ვთქვათ მთავარი ხაზია. წიგნისთვის მას ხორცშესხმა სჭირდება და ბევრი სამუშაო მექნება მაგ ნაწილში. თუმცა რედაქტირება დაწყებულია, პირველი თავი ჩასწორდა, რაღაცეები დაემატა. მართლა გადასამუშავებელია. თუ ამ ვებ გვერდზე ამ ნაწერის რეიტინგი 100-სს გადასცდება ალბათ ეღირება გადამუშავებად, თარგმნად და გამოცემად.
22. ნეფერტარ...:-* მადლობა დიდიიი...რა სასიამოვნო კომენტარი იყო...:-* არ იცი, როგორ ველოდები ხოლმე გაგრძელებას...:) და კარგი იქნება წიგნადაც თუ გამოსცემ...:-* ნეფერტარ...:-* მადლობა დიდიიი...რა სასიამოვნო კომენტარი იყო...:-* არ იცი, როგორ ველოდები ხოლმე გაგრძელებას...:) და კარგი იქნება წიგნადაც თუ გამოსცემ...:-*
21. ლიკა ჭელიძეს, ლიკა არ მოგიწევს დიდხანს ლოდინი. :)
კატიეს: 100 გრამი ეგვპტური პიტნის ზეთი იხდება ერთი ტონა ცოცხალი პიტინისგან. ისეთი კონცენტრაცია აქვს რომ ბოთლიდან არ იღვრება :))))))))))) თან იქაური და აქაური ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან არომატით, რომ სანამ ეგვპიტური პიტნის ზეთს არ გაჩუქებ - მანამ ამისი წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. :) ლიკა ჭელიძეს, ლიკა არ მოგიწევს დიდხანს ლოდინი. :)
კატიეს: 100 გრამი ეგვპტური პიტნის ზეთი იხდება ერთი ტონა ცოცხალი პიტინისგან. ისეთი კონცენტრაცია აქვს რომ ბოთლიდან არ იღვრება :))))))))))) თან იქაური და აქაური ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან არომატით, რომ სანამ ეგვპიტური პიტნის ზეთს არ გაჩუქებ - მანამ ამისი წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. :)
20. აი ამიტომ არ ვკითხულობდი ამას მე:(((
ახლა ინტერესით მოვკვდებისანამ ახალს დადებ რა :( აი ამიტომ არ ვკითხულობდი ამას მე:(((
ახლა ინტერესით მოვკვდებისანამ ახალს დადებ რა :(
19. ვიწყებ :))))))) შენიშვნები: რითმული ღეჭვა? დარწმუნებული ვიყავი რომ არავის არ ეძინა. - დარწმუნებული ვიყავი, რომ არავის ეძინა.
პუნქტუაცია პრობლემას არ წარმოადგენს
მწერლის ფანტაზია კი.... უჰ, უსაზღვრო და ცოტა გადაჭარბებულიც მეჩვენება
მოკლედ ასე, კი მოგიწევს 1000-გზის გადაკითხვა, ჩასწორება და პირობას გაძლევ, რომ ეს ნაწერი ბესტსელერი გახდება და თუ ვინმემ სცენარიც მოგთხოვა, არ გაგიკვირდეს!
+5
ასეთი დიდი ფორმატის ნაწერს აუცილებლად წიგნის სახე უნდა მიეცეს....ავტორს კი ვუსურვებ, მრავალჯერ დაახვიოს თავბრუ მკითხველს (ისე პიტნა მაქვს, გამხმარი) ....
ნუ გეზარებათ, ურაკპარაკელნო, წ ა ი კ ი თ ხ ე თ! წ ა ი კ ი თ ხ ე თ! წ ა ი კ ი თ ხ ე თ!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me ვიწყებ :))))))) შენიშვნები: რითმული ღეჭვა? დარწმუნებული ვიყავი რომ არავის არ ეძინა. - დარწმუნებული ვიყავი, რომ არავის ეძინა.
პუნქტუაცია პრობლემას არ წარმოადგენს
მწერლის ფანტაზია კი.... უჰ, უსაზღვრო და ცოტა გადაჭარბებულიც მეჩვენება
მოკლედ ასე, კი მოგიწევს 1000-გზის გადაკითხვა, ჩასწორება და პირობას გაძლევ, რომ ეს ნაწერი ბესტსელერი გახდება და თუ ვინმემ სცენარიც მოგთხოვა, არ გაგიკვირდეს!
+5
ასეთი დიდი ფორმატის ნაწერს აუცილებლად წიგნის სახე უნდა მიეცეს....ავტორს კი ვუსურვებ, მრავალჯერ დაახვიოს თავბრუ მკითხველს (ისე პიტნა მაქვს, გამხმარი) ....
ნუ გეზარებათ, ურაკპარაკელნო, წ ა ი კ ი თ ხ ე თ! წ ა ი კ ი თ ხ ე თ! წ ა ი კ ი თ ხ ე თ!
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
18. როგორც კი მეთიშება ინტერნეტი, დაბრუნებულზე შენი ულამაზესი რა უძლიერესი მოთხრობის გაგრძელება მხვდება. სიამოვნებით წავიკითხე ეგ თავიც, თუმც, ცოტა არ იყოს დაუჯერებელი მეჩვენა. მალე გააგრძელ რა... როგორც კი მეთიშება ინტერნეტი, დაბრუნებულზე შენი ულამაზესი რა უძლიერესი მოთხრობის გაგრძელება მხვდება. სიამოვნებით წავიკითხე ეგ თავიც, თუმც, ცოტა არ იყოს დაუჯერებელი მეჩვენა. მალე გააგრძელ რა...
17. მადლობა ჭავ,
სულ ვფიქრობ, როგორ ახერხებთ რომ თქვენი კომენტარებით ყველას უღვივებთ საკუთარი თავის რწმენას და წერას ასეთი "გემრიელი ხერხით" აიძულებთ ხოლმე ? თქვენი ერთადერთი მკაცრი კომენტარი ამ საიტის წევრებიდან, მხოლოდ მე მერგო "ბედუინის" პირველ თავზე, მაშინ მიმითითეთ რომ ნაწერს მივბრუნებოდი. ასე რომ ეს მოთხრობა (თუ რაც გამოდის), თქვენი მაშინდელი კომენტარის დიდი წვლილის შედეგია. :) მადლობა ჭავ,
სულ ვფიქრობ, როგორ ახერხებთ რომ თქვენი კომენტარებით ყველას უღვივებთ საკუთარი თავის რწმენას და წერას ასეთი "გემრიელი ხერხით" აიძულებთ ხოლმე ? თქვენი ერთადერთი მკაცრი კომენტარი ამ საიტის წევრებიდან, მხოლოდ მე მერგო "ბედუინის" პირველ თავზე, მაშინ მიმითითეთ რომ ნაწერს მივბრუნებოდი. ასე რომ ეს მოთხრობა (თუ რაც გამოდის), თქვენი მაშინდელი კომენტარის დიდი წვლილის შედეგია. :)
16. "ადამიანებს ტვინს გახურებული შანთით ცხვირის ნესტოებიდან აცლის, მათ თირკმელებს, ღვიძლს, კუჭს და ნაწლავებს კანოპეებში დებს, სამოცდაათი დღე მათ გვამებს მარილწყალში ინახავს, მერე რაღაც ლოცვებით მკვდრებს ალაპარაკებს და საიქიოს ამბებს ეკითხება, განა ეს დასაჯერებელია? ან შესაძლებელი, ან ნამდვილი? "
რა ოსტატურად გადაუხვია ავტორმა... მანიაკისკენ წაიღო მკითხველის ყურადღება და ეს დაუჯერებელი ამბებიც დამაჯერა...:-* ისე ყვება ავტორი, ასე მგონია სამ განზომილებიან ფილმს ვუყურებ....და მეც იქ ვარ...
"იმედი, ჩემი მოწურული და დაპატარავებული გულიდან გაძვრა და მის უკან მიიმალა." 55555
"ადამიანებს ტვინს გახურებული შანთით ცხვირის ნესტოებიდან აცლის, მათ თირკმელებს, ღვიძლს, კუჭს და ნაწლავებს კანოპეებში დებს, სამოცდაათი დღე მათ გვამებს მარილწყალში ინახავს, მერე რაღაც ლოცვებით მკვდრებს ალაპარაკებს და საიქიოს ამბებს ეკითხება, განა ეს დასაჯერებელია? ან შესაძლებელი, ან ნამდვილი? "
რა ოსტატურად გადაუხვია ავტორმა... მანიაკისკენ წაიღო მკითხველის ყურადღება და ეს დაუჯერებელი ამბებიც დამაჯერა...:-* ისე ყვება ავტორი, ასე მგონია სამ განზომილებიან ფილმს ვუყურებ....და მეც იქ ვარ...
"იმედი, ჩემი მოწურული და დაპატარავებული გულიდან გაძვრა და მის უკან მიიმალა." 55555
15. ვა! კარგია! ძალიან მომეწონა. ერთი-ორი უმნიშვნელო შენიშვნა( შეკითხვა) მაქვს და პირადში მოგწერ. ძალიან ვისიამოვნე ამ თავით და დიდი მოუთმენლობით ველოდები შემდეგს. :) ძალიან საინტერესოა პაპირუსუს ამბავი. :))
პატივისცემით: ტენდი.
ვა! კარგია! ძალიან მომეწონა. ერთი-ორი უმნიშვნელო შენიშვნა( შეკითხვა) მაქვს და პირადში მოგწერ. ძალიან ვისიამოვნე ამ თავით და დიდი მოუთმენლობით ველოდები შემდეგს. :) ძალიან საინტერესოა პაპირუსუს ამბავი. :))
პატივისცემით: ტენდი.
14. მაპატიეთ "ნეფერტარი" რომ აქამდე ვერ წავიკითხე ეს საოცრად ძლიერი და დამაინტრიგებელი ნაწარმოები. ჩამითრია და ვერ მოვწყდი. გადავწყვიტე დანარჩენ თავებს გულისყურით ჩავუჯდე. ვხედავ , რომ ჩემს თვალწინ რაღაც დიდებული იქმნება. მაგრად მომეწონა. ამ თავს +5 და დანარჩენებსაც მივხედავ აწი. როგორ ძალიან მომეწონა ვერ წარმოიდგენთ...
მაპატიოს ამ ნაწარმოებმა კიდევ ერთხელ, რომ აქამდე ვერ წავიკითხე.
მაგარიააა... მაპატიეთ "ნეფერტარი" რომ აქამდე ვერ წავიკითხე ეს საოცრად ძლიერი და დამაინტრიგებელი ნაწარმოები. ჩამითრია და ვერ მოვწყდი. გადავწყვიტე დანარჩენ თავებს გულისყურით ჩავუჯდე. ვხედავ , რომ ჩემს თვალწინ რაღაც დიდებული იქმნება. მაგრად მომეწონა. ამ თავს +5 და დანარჩენებსაც მივხედავ აწი. როგორ ძალიან მომეწონა ვერ წარმოიდგენთ...
მაპატიოს ამ ნაწარმოებმა კიდევ ერთხელ, რომ აქამდე ვერ წავიკითხე.
მაგარიააა...
13. პირადად მე, ეს თავი ყველაზე უფრო მომეწონა. თხრობა, როგორც იქნა, აცდა არ მინდა ვთქვა "ბანალურობას", ვიტყვი მგონი უფო შესაფერის სიტყვას - "ყოველდღიურობას". ახლა (ჩემი აზრით რა თქმა უნდა) შენი მთავარი მიზანია რომ ყველაფერ ამას რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობა შესძინო. უფრო სწორად, რაც შეიძლება მეტი კი არა , არამედ ზუსტად იმდენი, რამდენიც სჭირდება. "წიგნი არქეოლოგიური ნამარხია და ამოღებისას მას არცერთი ნატეხი არ უნდა მიატყდეს"( ზუსტად ასეთი ჰორორების დიდოსტატის, სტივენ კინგის გამონათქვამი შევამოკლე) მხედველობაში მაქვს მაგალითად ის, რომ ჩემთვის გაუგებარია, ეს ყაჩაღები რატომ მაინცდამაინც "დღემდე" არ მოუყვნენ ერთმანეთს მილოშის ამბავს? ისე გამოდის, თითქოს საგანგებოდ შეარჩიეს ისეთი დრო და ადგილი, სადაც ნილნა ყველაფერ ამას კარგად მოისმენდა. მოკლედ, დეტალებზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ - დამაჯერებლობა და კიდევ ერთხელ დამაჯერებლობა! ხოლო თუ გინდა გაიგო ეს დამაჯერებლობა როგორ "ხდება", უნდა იკითხო უკვე ნახსენები კინგი და აგრეთვე დინ კუნცი, კარგია თუ ნახავ რობერტ მაკქემონის "ბიჭუნას ცხოვრებას". იქ ძალიან კარგად დაინახავ თუ როგორ ახერხებს ეს ხალხი დააჯეროს მკითხველი ერთი შეხედვით სრული უაზრობის რეალურობაში და "საშიშობაში", და მიხვდები რის ხარჯზე ჰყავთ მათ ასეულ მილიონობით მკითხველი. ერთი სიტყვით, ამ ტექსტს რომ ბოლომდე მიიყვან, მერე დაახლოებით მილიონ რედაქციას რომ ჩაუტარებ, მიიღებ სასურველს. ეს ბოლო სიტყვები ცოტა გულისგამტეხად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში მთლად მასე არაა საქმე. უბრალოდ, იოლად და მალე, რაიმე ფასეულის შექმნა შეუძლებელია და ის უმღლესი კლასის პროფესიონალებიც კი, რომლებიც ზემოთ ვახსენე, მათივე თქმით, სულ უმცირესი, 10 რედაქციას უტარებენ თავის წიგნების პირველ (შავ) ხელნაწერს. აბა! პირადად მე, ეს თავი ყველაზე უფრო მომეწონა. თხრობა, როგორც იქნა, აცდა არ მინდა ვთქვა "ბანალურობას", ვიტყვი მგონი უფო შესაფერის სიტყვას - "ყოველდღიურობას". ახლა (ჩემი აზრით რა თქმა უნდა) შენი მთავარი მიზანია რომ ყველაფერ ამას რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობა შესძინო. უფრო სწორად, რაც შეიძლება მეტი კი არა , არამედ ზუსტად იმდენი, რამდენიც სჭირდება. "წიგნი არქეოლოგიური ნამარხია და ამოღებისას მას არცერთი ნატეხი არ უნდა მიატყდეს"( ზუსტად ასეთი ჰორორების დიდოსტატის, სტივენ კინგის გამონათქვამი შევამოკლე) მხედველობაში მაქვს მაგალითად ის, რომ ჩემთვის გაუგებარია, ეს ყაჩაღები რატომ მაინცდამაინც "დღემდე" არ მოუყვნენ ერთმანეთს მილოშის ამბავს? ისე გამოდის, თითქოს საგანგებოდ შეარჩიეს ისეთი დრო და ადგილი, სადაც ნილნა ყველაფერ ამას კარგად მოისმენდა. მოკლედ, დეტალებზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ - დამაჯერებლობა და კიდევ ერთხელ დამაჯერებლობა! ხოლო თუ გინდა გაიგო ეს დამაჯერებლობა როგორ "ხდება", უნდა იკითხო უკვე ნახსენები კინგი და აგრეთვე დინ კუნცი, კარგია თუ ნახავ რობერტ მაკქემონის "ბიჭუნას ცხოვრებას". იქ ძალიან კარგად დაინახავ თუ როგორ ახერხებს ეს ხალხი დააჯეროს მკითხველი ერთი შეხედვით სრული უაზრობის რეალურობაში და "საშიშობაში", და მიხვდები რის ხარჯზე ჰყავთ მათ ასეულ მილიონობით მკითხველი. ერთი სიტყვით, ამ ტექსტს რომ ბოლომდე მიიყვან, მერე დაახლოებით მილიონ რედაქციას რომ ჩაუტარებ, მიიღებ სასურველს. ეს ბოლო სიტყვები ცოტა გულისგამტეხად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში მთლად მასე არაა საქმე. უბრალოდ, იოლად და მალე, რაიმე ფასეულის შექმნა შეუძლებელია და ის უმღლესი კლასის პროფესიონალებიც კი, რომლებიც ზემოთ ვახსენე, მათივე თქმით, სულ უმცირესი, 10 რედაქციას უტარებენ თავის წიგნების პირველ (შავ) ხელნაწერს. აბა!
12. ეს თავიც საინტერესოდ იკითხება, არაჩვეულებრივად მიგყავს მკითხველი თავის ბოლომდე, მერე დაძაბული, ერთობ დრამატული პასაჟი - გველეშაპი გამოქვაბულთან - ქართული მითოსის არაბული ვარიანტი, აი, შუა ნაწილს კი, მარტალია, მისტიკა მოუხდა, მაგრამ ცოტა ზედმეტი დოზით მომეჩვენა. არაბული სამყარო მისტიკის გარეშე, იგივეა, რაც თევზი უწყლოდ... ველოდები შენი უკიდეგანო ფანტაზია როგორ მონუსხავს თვით კობრასაც კი... ეს თავიც საინტერესოდ იკითხება, არაჩვეულებრივად მიგყავს მკითხველი თავის ბოლომდე, მერე დაძაბული, ერთობ დრამატული პასაჟი - გველეშაპი გამოქვაბულთან - ქართული მითოსის არაბული ვარიანტი, აი, შუა ნაწილს კი, მარტალია, მისტიკა მოუხდა, მაგრამ ცოტა ზედმეტი დოზით მომეჩვენა. არაბული სამყარო მისტიკის გარეშე, იგივეა, რაც თევზი უწყლოდ... ველოდები შენი უკიდეგანო ფანტაზია როგორ მონუსხავს თვით კობრასაც კი...
11. აჰ, მართლა მესიამოვნებოდა. რა მშვენიერი მიპატიჟებაა... ნამყოფი ვარ ვენეციაში. დიდებულია იტალია, ახდენილი ოცნებასავით იდეალური. მადლობა დიდი. :) აჰ, მართლა მესიამოვნებოდა. რა მშვენიერი მიპატიჟებაა... ნამყოფი ვარ ვენეციაში. დიდებულია იტალია, ახდენილი ოცნებასავით იდეალური. მადლობა დიდი. :)
10. სიამოვნებით გისურვებდით ჩეთვის ამ მოთხრობის მოტანას... (ალბათ თქვენც გესიამოვნებოდათ და ამიტომ..)
ვენეციაში ვარ ....
არა ვერ შეგაწუხებთ მართლა ასე ძალიან თუმცა გისურვებთ ვენეციის დათვალიერებას ნამდვილად გულით....
ვეცდები როგორმე წავიკითხო ეს მოთხრობა... (მგონია, რომ რაღაც კარგს ვტოვებ და არ მინდა ეს მოხდეს..) თან რაღაც სახელმაც მიმიზიდა...
გიგა მქვია ...:) სიამოვნებით გისურვებდით ჩეთვის ამ მოთხრობის მოტანას... (ალბათ თქვენც გესიამოვნებოდათ და ამიტომ..)
ვენეციაში ვარ ....
არა ვერ შეგაწუხებთ მართლა ასე ძალიან თუმცა გისურვებთ ვენეციის დათვალიერებას ნამდვილად გულით....
ვეცდები როგორმე წავიკითხო ეს მოთხრობა... (მგონია, რომ რაღაც კარგს ვტოვებ და არ მინდა ეს მოხდეს..) თან რაღაც სახელმაც მიმიზიდა...
გიგა მქვია ...:)
9. დიადო ბლაგვ,
ასე მოგმართავთ ხოლმე "ტენდი" როგორც კომენტარებში წამიკითხავს . თუ "ბედუინის" წაკითხვას ინებებთ თავად ამოვბეჭდავ და მოგართმევთ სადაც ბრძანებთ და რა დროისთვისაც ბრძანებთ.
პატივისცემით, დიადო ბლაგვ,
ასე მოგმართავთ ხოლმე "ტენდი" როგორც კომენტარებში წამიკითხავს . თუ "ბედუინის" წაკითხვას ინებებთ თავად ამოვბეჭდავ და მოგართმევთ სადაც ბრძანებთ და რა დროისთვისაც ბრძანებთ.
პატივისცემით,
8. ძალიან გვიან მოვაკითხე მემგონი ამ მოთხრობას... :(
არადა კომენტარები ისეთია უნდა წაიკითხო ადამიანმა...
ვეცდები თავიდან ბოლომდე ამოვბეჭდო...
გულწრფელად გეტყვით მინდა წავიკითხო მაგრამ კომპში ძალიან მიჭირს... :(
პატივისცემით: გიგარიონი ძალიან გვიან მოვაკითხე მემგონი ამ მოთხრობას... :(
არადა კომენტარები ისეთია უნდა წაიკითხო ადამიანმა...
ვეცდები თავიდან ბოლომდე ამოვბეჭდო...
გულწრფელად გეტყვით მინდა წავიკითხო მაგრამ კომპში ძალიან მიჭირს... :(
პატივისცემით: გიგარიონი
7. არადა მე პირადად ის არ მჯერა რომ მილოში უბრალოდ მონებით მოვაჭრეა.რატომღაც მგონია, რომ ავტორი, მალე გაგვარკვევს რა ხდება სინამდვილეში,ბოლომდე არ მჯერა ასეთ ექსპერიმენტებს მართლა ატარებდეს, მაგრამ ორგანოებით მოვაჭრე,თავისუფლად შეიძლება იყოს(და უფრო უარესიც)ისე კი ნილლნას მდევრები,თვითონ მისტიკაზე ძალიან შეყვარებული ხალხი მგონია და არც გამიკვირდება რომ ცოტას აზვიადებდნენ მილოშის საქმიანობის დეტალებს,თუმცა არც ძალიან აცდენილები უნდა იყვნენ სიმართლისგან:)მოკლედ შესანიშნავი დამაინტრიგებელი სიუჟეტია, ბრავო, ნეფერტარ!კიდევ წავითხე. არადა მე პირადად ის არ მჯერა რომ მილოში უბრალოდ მონებით მოვაჭრეა.რატომღაც მგონია, რომ ავტორი, მალე გაგვარკვევს რა ხდება სინამდვილეში,ბოლომდე არ მჯერა ასეთ ექსპერიმენტებს მართლა ატარებდეს, მაგრამ ორგანოებით მოვაჭრე,თავისუფლად შეიძლება იყოს(და უფრო უარესიც)ისე კი ნილლნას მდევრები,თვითონ მისტიკაზე ძალიან შეყვარებული ხალხი მგონია და არც გამიკვირდება რომ ცოტას აზვიადებდნენ მილოშის საქმიანობის დეტალებს,თუმცა არც ძალიან აცდენილები უნდა იყვნენ სიმართლისგან:)მოკლედ შესანიშნავი დამაინტრიგებელი სიუჟეტია, ბრავო, ნეფერტარ!კიდევ წავითხე.
6. ვაი, თვით თოლია ჯონათანიც კი, - მისტიკის მომხრე ყოფილა. :) ვაი, თვით თოლია ჯონათანიც კი, - მისტიკის მომხრე ყოფილა. :)
5. მისტიკის გარეშე უდაბნო ცარიელი ქვიშა დარჩება.. აჰ, ხომ არ იზამთ მაგას ნეფერტარ? არც ისე სუსტი გული აქვს არმენს, გაუძლებს:) მისტიკის გარეშე უდაბნო ცარიელი ქვიშა დარჩება.. აჰ, ხომ არ იზამთ მაგას ნეფერტარ? არც ისე სუსტი გული აქვს არმენს, გაუძლებს:)
4. არმენ,
მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ, იმედია მაინც არ გამიბრაზდები პირადში მოწერილი შენი შენიშვნები ღიად რომ გამოვაქყვეყნო. კარგა მაგრად "გაგიწურივარ" სხვა ნაწერებზე და ბოლო კრიტიკა მათზე უარესი არფრითაა. :), თანაც ჯობია სხვებმაც თქვან თავისი აზრი, შენი აზრის გათვალისწინებით. ასე რომ პირდაპირ ვაციტირებ:
"ღამით აღარ დამეძინება. ჯერ მუმიებზე წამაკითხე ისტორიები, მორგზე, მკვდრების კივილზე, მერე ისეთი ექსპერიმენტები აღწერე, მაჟრიალებდა! :). მოკლედ რატომღაც მგონია, რომ ძალიან ნაჩქარევად დაწერე ეს თავი. ანუ კომერცია დავიჭირე ბევრი, - მუმიისა და ჯეიმს ბონდის სტილში. ეს არ მომეწონა ძალიან,- ვიცი რომ ჩემგან გულახდილობა არ გეწყინება. ვიდრე სიუჟეტი იქით ვითარდებოდა, რომ მონებით მოვაჭრეები დასდევდნენ და მოწმე არ უნდოდათ, ჩემთვის სრულიად რეალური, მისაღები და გასაგებიც იყო, იმიტომ რომ დღეს ასეთი რაღაც მართლა ხდება ეგვიპტეში, მარა ამდენი გადამეტება? ანუ რაღაც ფანტასტიკის ჟანრში გადაგყავს ნაწერი ჩემი აზრით, აქამდე დიდი დამაჯერებლობით გამოირჩეოდა, ეს თავი კი ვერ დამაჯერე. აი ამ ქვეთავის ფინალი სულ სხვაა, კობრის გამოჩენა და როგორც წინა თავებშია, ძალიან დაძაბულად დამთავრდა, მკითხველი დაინტრიგდა, ანუ ფინალი ამ თავის, ისევ შენ სტილშია, მაგრამ შუანაწილმა მომკლა კაცი ! " :) - . - არმენ, ის შუანაწილის რაღაცაც მართლა ხდება ხოლმე იქ, - ოღონდ საქვეყნოდ არ გამოაქვთ :D თანაც ამ ამბებს ხომ სხვები ყვებიან მილოშზე (ანუ თავად არ ჰყვება ამ ამბავს) ამიტომ მოდი ჯერ ჰიპოტეთიკურად მივუდგეთ. :) შენიშვნისთვის მადლობა. თუ სხვა მკითხველი შენს კომენტარს გაიზიარებს, ვეცდები აღარ გავაკომერციულო და მისტიკა აღარ გავურიო. არმენ,
მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ, იმედია მაინც არ გამიბრაზდები პირადში მოწერილი შენი შენიშვნები ღიად რომ გამოვაქყვეყნო. კარგა მაგრად "გაგიწურივარ" სხვა ნაწერებზე და ბოლო კრიტიკა მათზე უარესი არფრითაა. :), თანაც ჯობია სხვებმაც თქვან თავისი აზრი, შენი აზრის გათვალისწინებით. ასე რომ პირდაპირ ვაციტირებ:
"ღამით აღარ დამეძინება. ჯერ მუმიებზე წამაკითხე ისტორიები, მორგზე, მკვდრების კივილზე, მერე ისეთი ექსპერიმენტები აღწერე, მაჟრიალებდა! :). მოკლედ რატომღაც მგონია, რომ ძალიან ნაჩქარევად დაწერე ეს თავი. ანუ კომერცია დავიჭირე ბევრი, - მუმიისა და ჯეიმს ბონდის სტილში. ეს არ მომეწონა ძალიან,- ვიცი რომ ჩემგან გულახდილობა არ გეწყინება. ვიდრე სიუჟეტი იქით ვითარდებოდა, რომ მონებით მოვაჭრეები დასდევდნენ და მოწმე არ უნდოდათ, ჩემთვის სრულიად რეალური, მისაღები და გასაგებიც იყო, იმიტომ რომ დღეს ასეთი რაღაც მართლა ხდება ეგვიპტეში, მარა ამდენი გადამეტება? ანუ რაღაც ფანტასტიკის ჟანრში გადაგყავს ნაწერი ჩემი აზრით, აქამდე დიდი დამაჯერებლობით გამოირჩეოდა, ეს თავი კი ვერ დამაჯერე. აი ამ ქვეთავის ფინალი სულ სხვაა, კობრის გამოჩენა და როგორც წინა თავებშია, ძალიან დაძაბულად დამთავრდა, მკითხველი დაინტრიგდა, ანუ ფინალი ამ თავის, ისევ შენ სტილშია, მაგრამ შუანაწილმა მომკლა კაცი ! " :) - . - არმენ, ის შუანაწილის რაღაცაც მართლა ხდება ხოლმე იქ, - ოღონდ საქვეყნოდ არ გამოაქვთ :D თანაც ამ ამბებს ხომ სხვები ყვებიან მილოშზე (ანუ თავად არ ჰყვება ამ ამბავს) ამიტომ მოდი ჯერ ჰიპოტეთიკურად მივუდგეთ. :) შენიშვნისთვის მადლობა. თუ სხვა მკითხველი შენს კომენტარს გაიზიარებს, ვეცდები აღარ გავაკომერციულო და მისტიკა აღარ გავურიო.
3. ნილლნა, როცა შემოხვალ, პირადში მომწერე, შენიშვნები მაქვს ამ თავთან. აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სიუჟეტის განვითარება არ მომეწონა. ნილლნა, როცა შემოხვალ, პირადში მომწერე, შენიშვნები მაქვს ამ თავთან. აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სიუჟეტის განვითარება არ მომეწონა.
2. ამაზე ამბობენ -"სისხლი გამეყინა ძარღვებშიო". რა დღეში გყავს ნილლნა, ნეფერტარ?! ეგ გოგო მანახა საქართველოში დაბრუნებული და...:) არაჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის! ამაზე ამბობენ -"სისხლი გამეყინა ძარღვებშიო". რა დღეში გყავს ნილლნა, ნეფერტარ?! ეგ გოგო მანახა საქართველოში დაბრუნებული და...:) არაჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის!
1. 555 ძალიან კარგი იყო, დედოფალო! უფროდაუფრო საინტერესო ხდება ისტორია,გითრევს ბოლომდე,ამიტომაა ალბათ რომ არ მყოფნის ხოლმე .რომ დაასრულებ ბოლოს მთლიანად ხელახლა წავიკითხავ. შენი ცოდნა სულ მაკვირვებს და ეს დინამიური თხრობა, ხომ საერთოდ...ემოციაც რომ არ აკლია?! მოკლედ, ბრწყინვალეა!:-* 555 ძალიან კარგი იყო, დედოფალო! უფროდაუფრო საინტერესო ხდება ისტორია,გითრევს ბოლომდე,ამიტომაა ალბათ რომ არ მყოფნის ხოლმე .რომ დაასრულებ ბოლოს მთლიანად ხელახლა წავიკითხავ. შენი ცოდნა სულ მაკვირვებს და ეს დინამიური თხრობა, ხომ საერთოდ...ემოციაც რომ არ აკლია?! მოკლედ, ბრწყინვალეა!:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|