ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ10ა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2012


მაპატიე...

უკუნითი სიბნელეა, ღამის...
ფიფქმა ფიფქი ვეღარ იცნო ლამის...
არ გეძინა ვგრძნობ არცერთი წამი
მაპატიე გაწყენინე მამი...

მეც ეს ღამე გავათენე თეთრად,
გეძებდი და ვერ გიპოვე ვერსად.
გონებაში არეულ ხმებს ვენდე
და ფიქრებში უცხო გზებზე გძებნე.

სად არ ვიყავ... სად არ მიწვდა თვალი...
დამემალე?.. გამებუტე მამი?..
გეფიცები არ დავიშლი ჩემსას
შენს გამო წინ აღვუდგები ბედსაც.

მაპატიე შენს წყენას რომ ვბედავ,
ცხოვრება რომ შემომწირე ვხედავ,
რომც გიპოვო როგორ გითხრა “მადლობ”
მუდამ ასე რომ შრომობ და წვალობ.

მე ხომ მხოლოდ შენით ვდგავარ ფეხზე,
უშენოდ მე ვერ ვისუნთქებ... ვერ ვძლებ...
და ეს ჩემი ძლიერება შენ ხარ,
უნდა დარჩე... ვერ გაგიშვებ ვერსად....

მერე რა თუ წლები ჩუმად მიდის
და მე უკვე გავიზარდე დიდი...
კიდევ ბევრჯერ დამჭირდება შველა...
არა მამი, ვერ გაგიშვებ... ვერა...

და თუ მაინც ვერ გიპოვი სხვებში,
ავდგები და თვით შეგიცნობ ჩემში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები