ვინც ააცილა მიზანში ტყვია, კლდეზე მდგომს, ჩუმად ვინც არ კრა ხელი, ღამით ვინც კარი დატოვა ღია, ვინც გააცივა შანთები ცხელი. ვინც გაშლილ სურას არ უზის მარტო, ვისი ღიმილიც ღამეს ანათებს, ვინც უპატრონოს უპოვის პატრონს და მზაკვრულს, აშლის დაგებულ მახეს. ვინც დაივიწყა სუყველა წყენა, და ყველა უგნურს ვინც აპატია, ვინც გამოსტაცა ბარტყები მელას, დააჯილდოვებს ჩვენი პარტია .