ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია არგანაშვილი
ჟანრი: პროზა
25 მაისი, 2012


იავნანამ რა ჰქნას? (ასი სიტყვა)

–აჰ, ბავშვი მაინც ბავშვია, გინდა ამერიკელი იყოს, გინდა ქართველი. ახლა ეს პატარა მაიკლი, ყველასთვის გაუგებარ ენაზე რომ მეჟღურტულება, ხელში აყვანას მთხოვს... უთუოდ ეძინება, მაგრამ როგორ ავიყვანო? თუ გამიგეს... მშვიდობით ამერიკავ,  მშვიდობით  კარგო სახლო და კარო.
– წამო, წამო, შე გასახარელო, იმ კუთხეში აგიყვან ხელში. იქ ჯერ არ დაუყენებიათ კამერა.  ვერავინ დაგვინახავს... თუმცა, რა ვიცი? სასეირნოდ რომ გავდივართ,  რა ხდება ამ სახლში!
– ათი წელი ბაბუაშენს დავატარებდი ხელით. დამიფასდა ამაგი. აღარ გამიშვეს, ბავშვიც უნდა გაგვიზარდოო.  ხელში აყვანას კი მიშლიან...
  –ეჰ, ნეტავი, ახლა ჩემი შვილიშვილიც ხელში მყავდეს და ვაძინებდე. აბა, ამ სიშორიდან როგორ მივაწვდინო ჩემი ნანა, ენაცვალოს ბებია....
იავ ნანა, ვარდოვ ნანა, ნანა  ნიკუშასა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები