ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2012


"გადარჩენა"

აღმოვაჩინეთ "ერთმანეთი"-
ჩვენი კუნძული,
ნაოსნობისგან გადაღლილმა
ორმა ხომალდმა.
დავრჩით, გულები ღუზებივით
იქვე დავუშვით 
და სამუდამო ერთგულების
დავუდეთ აღთქმა.
ერთხანს, უხვი და ნოყიერი
ჰქონდა მიწები,
მზის მოსავალიც კი მოვიმკეთ
ორჯერ და მახსოვს,
მიტომ გვიკვირდა, უეცარი,
ის გაბერწება.
რა დავუშავეთ, ერთბაშად
რომ გვართმევდა სარჩოს?


თაფლის მარაგი
ვერ შევივსეთ, გამოგველია;
ბალღამი დავდგით
ნათაფლარი ჩვენი კასრებით-
თუ აკლდებოდა,
მისჯილივით ისევ ვავსებდით...
შენ მე მარღვევდი
ტანზე, მზერით მოქსოვილ სითბოს,
მე -შენ, ქათიბებს ნათითურთა,
ვარაყებს სუნთქვის.
შეგვცივდა,  უცებ ქოფაკივით
დაგვიწყო ღრენა
და გავიმეტეთ ჩასაძირად
ჩვენი კუნძული, სხვა გზა არ გვქონდა-
ან, დარჩენა, ან, "გადარჩენა".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები