ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2008


როდესაც ვკვდებოდი

როდესაც ვკვდებოდი,კვლავ ვიბადებოდი
და მადგებოდა ცრემლი თვალებზე
საფლავთა ქალაქში სულ მენატრებოდი
თამამად ვნავარდობდი ღამეზე

სულ მახსოვდა და სულ ვოცდებოდი
საიდან იყვნენ თვალები,
რომელნიც სულში ჩამწვდომოდა და
მახვევდნენ ცეცხლის ალებში

შენი ნათელი თან დამყვებოდა,
გზას მინათებდა მხარეში
როდესაც ვკვდებოდი და ვიძახოდი
მე ცოცხალი ვარ ამ ბნელში!

ყოველთვის ასე იყო და არ მახსოვდა
გრძნობათა სიტყვა იყო თავხედი
როდესავ ვკვდებოდი,კვლავ ვიბადებოდი
მზესაც უქრებოდა ნაღველი

ასე გაგრძელდება და ასე იქნება,
ცას რომ დუმილი მუდამ ენდომება
ხატს რომ ცრემლები აღარ დასცვივდება
ცივ ქანდაკებას მზერა გაუთბება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები