ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2012


წრფეთა პარალელურობის ნიშანი

ასეთი ცხოვრების დედაც ვატირე მეთქი ვთქვი...

ვთქვი და მივიჯახუნე ყველა კარი,რაც კი შეიძლებოდა მიმეჯახუნებინა...


ავდექი მერე და ვიპოვე ადამიანი,რომელიც არაფრით მგავდა და დავემსგავსე...

ავდექი და ვასუნთქე ჩემი ჰაერი,იმისთვის,რომ მე მესუნთქა მისი და დავმსგავსებოდი..

ავდექი და ვიცხოვრე მისი ცხოვრებით,რომ შევცვლილიყავი და მას დავმსგავსებოდი.

ავდექი და გავაღე ყველა კარი,რომელსაც აღებდა,რომ მეცხოვრა იმ კარის მიღმა,რომ დავმსგავსებოდი.

ავდექი და ვაჭამე ჩემი ხელით,რომ მერე მისი ხელით მეჭამა და მისნაირი გავზრდილიყავი და დავმსგავსებოდი.

ავდექი და ფეხებზე დავიკიდე ყველა,ვინც იმას ეკიდა და დავმძიმდი,არ შევშინდი,მინდოდა მისნაირი გავმხდარიყავი...

ავდექი და დავწექი მის საწოლში,დავიძინე,დავისიზმრე და დავიბედე ყველაფერი,რაც მას ებედებოდა...მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის,რომ მისნაირი გავმხდარიყავი...

ავდექი და დავფშვენი ყველა სიტყვა,რომელიც უნდა დამეწერა,რადგან ის ვერ იტანს სიტყვებს,რომლებსაც მე ვწერ...დავფშვენი,რომ მისნაირი ვყოფილიყავი და მას დავმსგავსებოდი..

ავდექი და შევქმენი ჩემი თავისგან ის, ჩემგან ის...

ვძერწე,ვძერწე და როცა სარკეში ჩავიხედე დავინახე ის...

სარკის გვერდით დავინახე "მე", რომელიც ჩემგან გამომიძერწავს...

ხო,მართალია ის იყო ადამიანი,რომელიც
არაფრით მგავდა და მინდოდა დავმსგავსებოდი...

არადა ის დავიმსგავსე,
მე დავემსგავსე იმას და
მივედით ისევ იქ...

საიდანაც დავიწყეთ...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები