ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2008


ჩემი პოეზია

სულის პროფესია
არის პოეზია...
სიტყვით
გაშიშვლების
რთული პროცესია,
როგორც მიმავალი ჩუმი პროცესია,
თვალებში ჩამხრჩვალი
ცრემლიც რომ გრცხვენია.

ყველაზე მარტივი ლექსებიც არაა
ნარნარა, მსუბუქი,
უბრალოდ...
ჩემია.

მაგრამ, სულერთია,
ვერავის შველიან,
ვერაფერს შეცვლიან.

ნებით, უნებლიედ,
ცოდვის ქვებს ესვრიან
მხილებულ მესიას.

ჰოდა, ამიტომაც,
ყოფის პროტესტია
ჩემი პოეზია,
უწესო წესია,
მუზის გროტესკია,
ანუ ნონსენსია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები