 | ავტორი: კენტავრი ჟანრი: პოეზია 13 ივლისი, 2012 |
მწარეა და გულსატკენია, როგორც უკნიდან ნასროლი ტყვია, როგორც ზურგში ჩარტყმული დანა, მაგრამ რა უჭირს არ მეშინია, ჩემი უმიზნოდ დაღვრილი სისიხლის, ჩემი უმიზნოდ დაცლილი ვნების. ის თეთრი იყო, მშვენიერი და წასვლის წინ დამიბარა ჭირთა დათმენა, და ცრემლების -პურივით ხმელი, მარილიანი მადლის შენახვა. ნაფეხურებს კი - იქნება ქარი,ან წაშლის წვიმა, ამიტომ არ ღირს იფიქრო მათზე. წინ - საიდანაც მზე ამოდისო, უნდა სწორად მოზომო და გადადგაო ყველა ნაბიჯი, დაღვრილ ცრემლივით და პურივით მარილიანი და მადლიანი. წითელ ლარნაკში ღიღილოები დასაძინებლად ემზადებიან, რათა აღივსონ სიცარიელით, ხვალინდელი მზის დასატევად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. და წასვლის წინ დამიბარა ჭირთა დათმენა, და ცრემლების -პურივით ხმელი, მარილიანი მადლის შენახვა. ნაფეხურებს კი - იქნება ქარი,ან წაშლის წვიმა, ამიტომ არ ღირს იფიქრო მათზე... ++++ და წასვლის წინ დამიბარა ჭირთა დათმენა, და ცრემლების -პურივით ხმელი, მარილიანი მადლის შენახვა. ნაფეხურებს კი - იქნება ქარი,ან წაშლის წვიმა, ამიტომ არ ღირს იფიქრო მათზე... ++++
8. მომეწონა, თან დავიბენი. მომეწონა, თან დავიბენი.
7. მშვენიერია... მშვენიერია...
6. 4. არ ვარგა. მეხი. 2012-07-13 20:23:19
:დ:დ:დ:დ
5 4. არ ვარგა. მეხი. 2012-07-13 20:23:19
:დ:დ:დ:დ
5
5. ძალიან მაგარია <3 ძალიან მაგარია <3
2. ფინალის გამო +2
,,არ მეშინია, ჩემი უმიზნოდ დაღვრილი სისიხლის,’’
ეს ვერ გავიგე.. ფინალის გამო +2
,,არ მეშინია, ჩემი უმიზნოდ დაღვრილი სისიხლის,’’
ეს ვერ გავიგე..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|