ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2012


სიცივე

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი,
ერთხელ, ღამით ,ძილში გითხარი.
რომ მეშინია ამ სიცივის  და ამ ყინვების,
რომ მეშინია ჩვენც არ გავცივდეთ,
კარგა  ხანია ჩვენს აივანზე მერცხლები ბუდეს არ იკეთებენ,
და ნელ-ნელა ხმელი ფოთლებით ივსება ეზო,
ივსება სახლი და საწოლი რომელშიც გვძინავს.
თუმცა ჯერ კიდევ  ფერად- ფერად სიზმრებს ნახულობ.
აქ კი ჩემს სულში და ჩემს ხსოვნაში
(სამყარის შექმნის პირველ დღიდან რომ არაფერი ავიწყდება)
მწვანე ხავსი მოედო ლოდებს და სიყვარულის მტვრიან სხვენში,
თავდაყირა დაკიდებული ღამურები
ერთმანეთს ადგილს ეცილებიან.
ბნელი სარკმლიდან შიშნარევი დაღლილი მზერით,
თვალს არ ვაშორებ სათოვარ ღრუბლებს,
და ტანში მზარავს იმ უსასრულო სიცივის გამო,
ერთხელ ჩვენთანაც რომ აცივდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები