ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2012


საპყრობილეში

არაფერი დაგვრჩენია ჩვენ ერთმანეთთან,
გარდა შავ-თეთრი უსიცოცხლო მოგონებების
და მკვდარადნაშობი სურვილებისა.
მე ახლა ჩემი სისხლით და ხორცით
საკუთარ სულს. აგურ -აგურ ვაშენებ ჩემთვის,
მაღლა ღმერთამდე.
და რამდენადაც მყარად ვდგავარ დედამიწაზე,
მით უფრო მეტად, მაღლა , ზეცისკენ მიჭირავს თვალი,
ბევრი რამ ისევ უცნობი და ბუნდოვანია,
როგორც მაშინ -მუცელში რომ ვიჯექი
და ყველაფერს მხოლოდ, რომ ვგრძნობდი და არ ვიცოდი,
მაგრამ იმ ღვთიურ სინოტივეში სიმშვიდე მქონდა.
ხოლო მერე...
მას შემდეგ რაც ის მზე ვიხილე რომელიც ჯერაც არ ამოსულა,
სურვილებმა შემიბორკეს ხელები და
საკუთარ თავში გამომწყვდეული დამატუსაღეს,
ერთადერთის, საკუთარი თავის იმედად.
და აქაც, ალბათ როგორც ყველა საპყრობილეში,
დიდი ავდრების მაუწყებლად,
ლეგა ღრუბლებმა გადაიფრინეს გისოსებს მიღმა.
და ეს სიბნელე არ დასრულდება,
ვიდრე ერთხელაც, გამჭვირვალედ მღვრიე თვალებში
დაღლილი  მზე  ამოანათებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები