ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2012


ახლა სიყვარულით სავსე წუთებია

იცი? მენატრები ახლა გამალებით,

ახლა მოლოდინის ჩუმი წუთებია,

შენი გაცინება მიყვარს გაშმაგებით,

ჩემი ოცნებები აღარ ხუნდებიან.

შენი ამოსუნთქვა ჩემი სიცოცხლეა,

შენი სევდა დარდი ჩემი ტკივილია,

შენით ეს ცხოვრება ჩემთვის სამოთხეა,

შენ ხარ ჩემი გულის ნაზი გაზაფხული,

წრფელი სიყვარული სულში ჩასახული,

დიდი საოცრება არსად არ ნახული,

ახლა სიყვარულით სავსე წუთებია....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები