 | ავტორი: რჰაეგარი ჟანრი: პროზა 16 ივლისი, 2012 |
ბნელი დღეა, და მისდა გასაკვირად, ამ გამშრალ მხარეშიც გადაუღებლივ წვიმს. ისე კი, თურმე რამდენი საუკუნეა, არ უწვიმია. იდგა ჩუმად, უხმაუროდ და უსმენდა, თუ რა ხმაურიანად ეცემოდა წვეთები მწკრივად განლაგებულ პატარა სახლებს, თითოეულის ჩამოვარდნა კი ექოდ გაისმოდა და შემაწუხებელ აურზაურს ქმნიდა. ცვალებადი ამინდისგან გაკვირვებული, ნაბიჯ-ნაბიჯ გაუყვა ატალახიანებულ ბილიკს და ძლივს მიაღწია იმ თითქმის მინიატურულ სახლამდე, ტბას რომ გადაჰყურებდა. თავს შევაფარებინებო, გაიფიქრა, კარი ფრთხილად შეაღო და მხედველობის არეში გოგონების სილუეტი მოექცა. - ერთი მოგრძოსახიანი გახლდათ, შავი თმები კოხტად დაეწნა, ფერკმრთალ სახეზე კი თოჯინასავით გადაჰფენოდა ნაზი ღიმილი. მეორე შედარებით თხელი ეჩვენა, დასავით მეტყველი თვალები და შავი თმა ჰქონდა. - ,,შემობრძანდით!” - გაისმა სანდომიანი ხმა და კაცი (რომელსაც ფროდერიკ ფლეტჩერი ერქვა) ზანტი ნაბიჯებით გაუყვა ოთახს; მისალმების ნიშნად თავი დაუკრა და მათგან ერთ-ერთს, უფრო ზუსტად კი - დაწნულთმიანს ჰკითხა, თუ სად იყვნენ მათი მშობლები. ,,ჩვენ მშობლები არ გვყავს.” - ექოდ გაისმა ხმა უკუნით სიბნელეში. კაცი შეცბუნდა, თუმცა მეორე ტყუპისცალის მომნუსხველმა მზერამ იგი იოლად დაიყოლია. ფეხებს, რაც შეიძლებოდა ფრთხილად ადგამდა, რადგან შენობას საგრძნობლად დასტყობოდა სიძველე. შორიახლოს სანთლის შუქი ჩაინთქა; გოგონებმა ერთროულად ჩაჰკიდეს ხელები გაფითრებულ კაცს და გზა გააგრძელებინეს, ისიც აღარ შეპასუხებია, გაიფიქრა, ვნახავ სახლის პატრონს და მკაცრად დავასჯევინებ ბავშვებს, ჩემი ასეთი გამასხარავებისთვისო. თუმცა, რა იცოდა ფროდერიკმა, რომ ასე ძალიან ცდებოდა. ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა უკვე კარგა ხნის მთვლემარე სიცარიელეს... შეადგა თუ არა პირველი ნაბიჯი სანთლის სუსტი შუქით განათებულ ოთახში, მყუდროება მაშინვე დაირღვა. ჟრუანტელმა მთელ სხეულში დაუარა, მექანიკური პიანინოს მჭახე ჟღერადობამ კი თავში ჩაქუჩივით ჩაურაკუნა. ტყუპები სიღრმისაკენ გაემართნენ და ფროდერიკ ფლეტჩერი უკან ჩამოიტოვეს. ახლა თუ შეამჩნია კაცმა, რომ ორივე მათგანს ერთი მოსასხამი უფარავდა ფორმადაკარგულ სხეულს. ღიღინი ჯერ დაბალ ტემბრში წამოიწყეს, ნელ-ნელა კი უმატეს გალობას. ჰარმონიულმა ხმამ კიდეც ასიამოვნა და ამავდროულად, კიდეც შეაშინა კართან გაქვავებული ფროდერიკი, - საღ გონზე რომ ვიყო, ახლავე წავიდოდიო! - გაიფიქრა და შუბლზე ხელი მიიდო, სიცხე ხომ არა მაქვსო. ამასობაში, გარეთ წვიმა გაშმაგებით გამძვინვარდა, წვეთებმა კი დაჟანგულ ოთახშიც შემოაღწიეს. ,,მისტერ ფლეტჩერ, გვიამბეთ თქვენი ცოდვების შესახებ.” - დაიჩურჩულა დაწნულთმიანმა, - ,,ორ ნაბიჯში სიკვდილის მოციქულები გელიან!” ფროდერიკმა ხმამაღლა შეჰყვირა, იქნებ მშობელს ხმა მივაწვდინოო. დაიყვირა ერთჯერ, ორჯერ, თუმცა ხმა ამ წყვდიადში ორჯერვე ჩაინთქა. გაოგნებულმა აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება: - ,,ეს რა, ხუმრობაა?” - ჩურჩულებდა იგი, თუმცა ხვდებოდა, რომ ხრიკებით არ ჩამქრალიყვნენ ოთახში მკრთალად მოკაიფე სანთლები... ,,თქვენი აზრით, რატომ წვიმს ამ მშრალ მხარეში?” - ჰკითხა დაწნულთმიანმა, - ,,ან რატომ ვერ გძალუძთ ტირილი?” - დაამატა მეორემ, - ,,ცოდვებმა მოგიყვანეს ჩვენთან, ფროდერიკ!” - მონოტონურად მეორდებოდა ეს ხმა ოთახში, კაცი კი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორმე გამკლავლავებოდა დემონურ ფანტომებს. სახლის სიღრმიდან რამდენიმე აჩრდილი ერთდროულად გამოქროლდა და ოთახი გამყინავმა სიცივემ მოიცვა. სიამის ტყუპებმა ნაზად გააგრძელეს გალობა, სახლში კი შიშისმომგვრელი აურა გამეფდა. მისტერ ფლეტჩერმა დამარცხებულმა დალია სული, ბოლოჯერ ამოიგმინა და ცხოვრების ნაცრისფერ გზას გაუდგა. სიკვდილის მოციქულები კი ხელახლა ჩამწკრივდნენ კართან, და ახალ მსხვერპლს დაუწყეს ლოდინი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
26. მომეწონა, კარგი თხრობაა, ფანტაზია მდიდარი, აზროვნება ნათელი, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, აქ კარგი ლიტერატორები არიან და თუ მოუსმენ წაგადგება წინსვლაში და წარმატებაში! მომეწონა, კარგი თხრობაა, ფანტაზია მდიდარი, აზროვნება ნათელი, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, აქ კარგი ლიტერატორები არიან და თუ მოუსმენ წაგადგება წინსვლაში და წარმატებაში!
25. ბნელი დღეა დასაწყისიდანვე.. +
ვაახ ..
აუ ახლა იმდენი მინდა დავწერო აქ კომენტარებიდან გამომდინარე, მაგრამ სხვა დროს მოვბრუნდები აქ..
++ ბნელი დღეა დასაწყისიდანვე.. +
ვაახ ..
აუ ახლა იმდენი მინდა დავწერო აქ კომენტარებიდან გამომდინარე, მაგრამ სხვა დროს მოვბრუნდები აქ..
++
24. მომეწონა = + სათქმელი ბოლომდე თქვი და ძალიან კარგადაც გადმოეცი :) ქვემოთ მართლა კარგი რჩევებია, ალბათ წერაში ისწავლი :) მომეწონა = + სათქმელი ბოლომდე თქვი და ძალიან კარგადაც გადმოეცი :) ქვემოთ მართლა კარგი რჩევებია, ალბათ წერაში ისწავლი :)
23. ბოდიში ავტორთან! აზგო რარაცეები გეშლება ბიჭო :))) დაუფიქრდი სიტყვებს. ჩემთვის არის, და მორჩა. ბოდიში ავტორთან! აზგო რარაცეები გეშლება ბიჭო :))) დაუფიქრდი სიტყვებს. ჩემთვის არის, და მორჩა.
22. რჰაეგარი, თუ მოფიქრების უნარი გაქვს განავითარე იგი! მაგია რაცაა! ლამაზი და სწორი წინადადების წერას თანდათან ისწავლი. მასეთი წინადადების წერა ყველა ლიტ.ფაკ დამთავრებულმა იცის, მარა უნდა ვინმეს შაურად? პუ.სუ. ზორო, არაფერი ფეხბურთელი არაა ფლეტჩერი! სირცხვილი შენი რომ აქ ლიტერატორები შეცდომაში შეგყავს! ეჰ! რჰაეგარი, თუ მოფიქრების უნარი გაქვს განავითარე იგი! მაგია რაცაა! ლამაზი და სწორი წინადადების წერას თანდათან ისწავლი. მასეთი წინადადების წერა ყველა ლიტ.ფაკ დამთავრებულმა იცის, მარა უნდა ვინმეს შაურად? პუ.სუ. ზორო, არაფერი ფეხბურთელი არაა ფლეტჩერი! სირცხვილი შენი რომ აქ ლიტერატორები შეცდომაში შეგყავს! ეჰ!
21. 20.ლევან მაისურაძე. 2012-07-17 15:02:03
consentimiento 20.ლევან მაისურაძე. 2012-07-17 15:02:03
consentimiento
20. კომენტარს შემოვყევი. ბატონ ჰარირამას არასგზით არ ვეთანხმები რომ უნდა წერო საკუთრ თავზე გადახდენილ ან გაგონილ ამბებზე. სწორედ ეს ჭირი სჭირს დღევანდელ ქართულ პროზას და საბოლოოდ ფანტაზიის დეგრადაციას იწვევს. ახალაიასი არ იყოს და დღევანდელი ქართული პროზის 90 % ავტორის უღიმრამო თავგადასავლების მოყოლაა. ეს კლიშეებში ჩაჯდომაა. კომენტარს შემოვყევი. ბატონ ჰარირამას არასგზით არ ვეთანხმები რომ უნდა წერო საკუთრ თავზე გადახდენილ ან გაგონილ ამბებზე. სწორედ ეს ჭირი სჭირს დღევანდელ ქართულ პროზას და საბოლოოდ ფანტაზიის დეგრადაციას იწვევს. ახალაიასი არ იყოს და დღევანდელი ქართული პროზის 90 % ავტორის უღიმრამო თავგადასავლების მოყოლაა. ეს კლიშეებში ჩაჯდომაა.
19. რჰაეგარი. ..:-* მე შეცდომებს არ ვაკვირდები, ალბათ იმიტომ რომ თავადაც ბევრ შეცდომებს ვუშვებ ნაწერში..:) ჩემთვის ნაწერის მთავარი დატვირთვა ემოციაზე მოდის...რამდენად სწორად და თანმიმდევრობით ვითარდება ეს ემოცია...ამას კი შენ როგორც ავტორი ძალიან კარგად გრძნობ...ძალიან...:-* და ამიტომაც მომწონხარ ძალიან...აქედან გამომდინარე გამიკვირდა შენი ასაკიც...:-* რათქმაუნდა უკეთესებს მეც ველი შენგან და აქ ჩამოთვლილი შენიშვნებიც უნდა გაითვალისწინო... კარგი შენიშვნები მოუციათ...ჰარირამას ყველაზე მეტად...
რჰაეგარი. ..:-* მე შეცდომებს არ ვაკვირდები, ალბათ იმიტომ რომ თავადაც ბევრ შეცდომებს ვუშვებ ნაწერში..:) ჩემთვის ნაწერის მთავარი დატვირთვა ემოციაზე მოდის...რამდენად სწორად და თანმიმდევრობით ვითარდება ეს ემოცია...ამას კი შენ როგორც ავტორი ძალიან კარგად გრძნობ...ძალიან...:-* და ამიტომაც მომწონხარ ძალიან...აქედან გამომდინარე გამიკვირდა შენი ასაკიც...:-* რათქმაუნდა უკეთესებს მეც ველი შენგან და აქ ჩამოთვლილი შენიშვნებიც უნდა გაითვალისწინო... კარგი შენიშვნები მოუციათ...ჰარირამას ყველაზე მეტად...
18. შეცდომები რომ მექნებოდა ვიცოდი, მაგრამ თუ ამდენი გამომეპარებოდა ნამდვილად აღარ მეგონა -__- უგჰ შეცდომები რომ მექნებოდა ვიცოდი, მაგრამ თუ ამდენი გამომეპარებოდა ნამდვილად აღარ მეგონა -__- უგჰ
17. :) წავიკითხე (სულ იმპროვიზატორის ბრალია ყველაფერი),ჰოდა,მაინც ლევანს უნდა დავეთანხმო,ბიძია ჰარის მითუმეტეს :)
ეს ,,სანთთელი ჩაინთქა,, კიდევ,მთლად არ მომეწონა.
:) წავიკითხე (სულ იმპროვიზატორის ბრალია ყველაფერი),ჰოდა,მაინც ლევანს უნდა დავეთანხმო,ბიძია ჰარის მითუმეტეს :)
ეს ,,სანთთელი ჩაინთქა,, კიდევ,მთლად არ მომეწონა.
16. არაფერია საწყენი, პირიქით, დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ მდებთ პატივს და კითხულობთ, მინდება უკეთესად და უკეთესად ვწერო :)) გმადლობთ რჩევებისთვის. არაფერია საწყენი, პირიქით, დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ მდებთ პატივს და კითხულობთ, მინდება უკეთესად და უკეთესად ვწერო :)) გმადლობთ რჩევებისთვის.
15. რჰაეგარ, უამრავი შეცდომებია, არ შეიძლება გადაუღებლად წვიმდეს და გზა დანამული იყოს,მეტყველი თვალები შეიძლება იყოს და არა თვალის ჭრილი, " ფეხებს, რაც შეიძლებოდა ზანტად ადგამდა, რადგან შენობას საგრძნობლად დასტყობოდა სიძველე" რა შუაშია სიზანტე? ალბატ ფრთხილად? და ბევრი ასეტი შეცდომაა, ყველას ვერ ამოვწწერ, მე ტუ მკითხავ ასეტ თემებს ,ჯობია არ შეეხო და წერო უფრო ისეთი ამბები რაც თავს გადაგხდენი , ან გადახდენილის მსგავსი, ეს კ,იდევ წაკიტხული , ან ნანახი ფილმის , შემდეგ დაწერილ ნაწყვეტს ჰგავს. იმედია არ გეწყინება, და გაიტვალისწინებ.:))) აბა წარმატებებს გისურვებ რჰაეგარ, უამრავი შეცდომებია, არ შეიძლება გადაუღებლად წვიმდეს და გზა დანამული იყოს,მეტყველი თვალები შეიძლება იყოს და არა თვალის ჭრილი, " ფეხებს, რაც შეიძლებოდა ზანტად ადგამდა, რადგან შენობას საგრძნობლად დასტყობოდა სიძველე" რა შუაშია სიზანტე? ალბატ ფრთხილად? და ბევრი ასეტი შეცდომაა, ყველას ვერ ამოვწწერ, მე ტუ მკითხავ ასეტ თემებს ,ჯობია არ შეეხო და წერო უფრო ისეთი ამბები რაც თავს გადაგხდენი , ან გადახდენილის მსგავსი, ეს კ,იდევ წაკიტხული , ან ნანახი ფილმის , შემდეგ დაწერილ ნაწყვეტს ჰგავს. იმედია არ გეწყინება, და გაიტვალისწინებ.:))) აბა წარმატებებს გისურვებ
14. +5 უკეთესის და უკეთესის მოლოდინით :) +5 უკეთესის და უკეთესის მოლოდინით :)
13. სიმართლე გითხრათ ვერ აღვფრთოვანდი. გამიკვირდა რატომ არის დავა ასაკთან დაკავშირდებით. სწორედაც რომ ნიჭიერ ავტორს 15 წლის ასაკში ასეთი ხელწერა უნდა ქონდეს და ნუ შეუქმნით რაიმე ილუზიას, რაც მხოლოდ ცუდად თუ წაადგება.
გამართული ნაწერია ნამდვილად, უბრალოდ ცოტა მეტს ველოდი რატომრაც.
წარმატებები და ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
+3 სიმართლე გითხრათ ვერ აღვფრთოვანდი. გამიკვირდა რატომ არის დავა ასაკთან დაკავშირდებით. სწორედაც რომ ნიჭიერ ავტორს 15 წლის ასაკში ასეთი ხელწერა უნდა ქონდეს და ნუ შეუქმნით რაიმე ილუზიას, რაც მხოლოდ ცუდად თუ წაადგება.
გამართული ნაწერია ნამდვილად, უბრალოდ ცოტა მეტს ველოდი რატომრაც.
წარმატებები და ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
+3
12. http://www.facebook.com/nika.momtselidze ბლაგვი, დიდი მადლობა! :)) http://www.facebook.com/nika.momtselidze ბლაგვი, დიდი მადლობა! :))
11.
ხო დამავიწყდა მეთქვა... "სმიტ" გაიხსენე ჯგუფი შინის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი "ეგარი" :)
მე ეს კომბინაცია შევადგინე ამ ნიკისგან.. :))
ხო დამავიწყდა მეთქვა... "სმიტ" გაიხსენე ჯგუფი შინის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი "ეგარი" :)
მე ეს კომბინაცია შევადგინე ამ ნიკისგან.. :))
10. სმიტმა დამასწრო.. ცოტა გაწელილი მეჩვენა... \\ეს ჟანრი დიდად მომწონსთქო ვერ ვიტყვი მაგრამ აღწერები და თხრობა მისაღები და დასაფასებელია.. არც მე მგონია 15 წლის "ბავშვს" ასეთი ხელწერა ჰქონდეს.. :) თუმცა თუ ასეა მივესალმები.. :)
მოკლედ 4+
პატივისცემით: ბლაგვი სმიტმა დამასწრო.. ცოტა გაწელილი მეჩვენა... \\ეს ჟანრი დიდად მომწონსთქო ვერ ვიტყვი მაგრამ აღწერები და თხრობა მისაღები და დასაფასებელია.. არც მე მგონია 15 წლის "ბავშვს" ასეთი ხელწერა ჰქონდეს.. :) თუმცა თუ ასეა მივესალმები.. :)
მოკლედ 4+
პატივისცემით: ბლაგვი
9. გარი - საინტერესოდ ჟღერს ;პ მე თვითონაც წინა უფრო მომწონს :) დიდი მადლობა რომ კითხულობ და მიკომენტარებ ნაწარმოებებს.. აუცილებლად გავითვალისწინებ შენს შენიშვნებს :)) გარი - საინტერესოდ ჟღერს ;პ მე თვითონაც წინა უფრო მომწონს :) დიდი მადლობა რომ კითხულობ და მიკომენტარებ ნაწარმოებებს.. აუცილებლად გავითვალისწინებ შენს შენიშვნებს :))
8. გარი (სხვანაირად ვერ შეგიმოკლე ნიკი =) ), წინა მეტად მომეწონა. აქ ოდნავ წელავ. დასაწყისში ცოტა გამიჭირდა კიდეც გაგრძელება. თუმცა ნამდვილად საინტერესო იყო თვითონ იდეა =) გარი (სხვანაირად ვერ შეგიმოკლე ნიკი =) ), წინა მეტად მომეწონა. აქ ოდნავ წელავ. დასაწყისში ცოტა გამიჭირდა კიდეც გაგრძელება. თუმცა ნამდვილად საინტერესო იყო თვითონ იდეა =)
7. მარტოსულო ზორო, თარგმანი ნამდვილად არ არის, ჩემი შემოქმედებაა :3 სანი, დიახ ნამდვილად 15 წლის ვარ. ჭა, სულ ვკითხულობ თქვენს ნაწარმოებებს და დიდ პატივს გცემთ, ძალიან მახარებს თქვენი თბილი კომენტარები... და საერთოდაც, ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შეფასებებს... უღრმესი მადლობა ყველას! მარტოსულო ზორო, თარგმანი ნამდვილად არ არის, ჩემი შემოქმედებაა :3 სანი, დიახ ნამდვილად 15 წლის ვარ. ჭა, სულ ვკითხულობ თქვენს ნაწარმოებებს და დიდ პატივს გცემთ, ძალიან მახარებს თქვენი თბილი კომენტარები... და საერთოდაც, ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შეფასებებს... უღრმესი მადლობა ყველას!
5. ძალიან...555 ისე კარგად მიგყავს მკითხველი..ემოციის თანდათან გამზაფრებით,,ფინალი ძალიან კარგი...555 და ვერ დამაჯერებთ რომ თქვენ 15 წლის ხართ..:) ძალიან...555 ისე კარგად მიგყავს მკითხველი..ემოციის თანდათან გამზაფრებით,,ფინალი ძალიან კარგი...555 და ვერ დამაჯერებთ რომ თქვენ 15 წლის ხართ..:)
4. კარგად წერ. ძალიან მომწონს!!! +2 მართლა 15-ის ხარ? კარგად წერ. ძალიან მომწონს!!! +2 მართლა 15-ის ხარ?
3. მომეწონა. გუდ +2 ოფ ქოურსე მომეწონა. გუდ +2 ოფ ქოურსე
2. ვააჰ :)საშინელებათა ჟანრი რაღაც ახალია საიტზე. ნუ, მე არ წამიკითხავს ჯერ. თარგმანია თუ თქვენი შემოქმედებაა? საწყალი ფლეტჩერი. თან რა ფეხბურთელის მოგვარეა? :))) ვააჰ :)საშინელებათა ჟანრი რაღაც ახალია საიტზე. ნუ, მე არ წამიკითხავს ჯერ. თარგმანია თუ თქვენი შემოქმედებაა? საწყალი ფლეტჩერი. თან რა ფეხბურთელის მოგვარეა? :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|