ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2012


გადასარჩენად

წახვედი...
თითქოს  ყველა გრძნობა ერთად დავმარხე,
სიცოცხლე რითაც მიხაროდა,
მიყვარდა რითაც.
უზარმაზარ ქვა-ქანდაკებად გადავიქეცი
და ახლა ისე  მძიმე-მძიმედ
დავალ ქუჩებში , ჩემი ფეხის ქვეშ
ზანზარებს მიწა...
გადასარჩენად შენ ამ მიწის
უნდა დაბრუნდე!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები