 | ავტორი: ნიინ ჟანრი: პროზა 18 ივლისი, 2012 |
დილა დაიწყებოდა ყველასთვის ჩვეულებრივად, მაგრამ ჩემთვის არაჩვეულებრივი იყო მაშინ ყველა დილა... სხვები ჩაის დალევდნენ, მე კი მის მიერ ჩანთაში გუშინ ჩუმად ჩადებულ შოკოლადებს შევექცეოდი და ვფიქრობდი – ,,სახის ნაკვთები, ლურჯი თვალები, ხვეული, ქერა აჩეჩილი თმა.“ ვიცოდი შენ მე მელოდი სკოლის ჭიშკართან, ნახევარი საათით ადრე მოსული და მინდოდა ამ მონდომებას ტყუილად არ ჩაევლო. სხვები თუ დილით ალაგებდნენ ჩანთას – მე უკვე გუშინ მომზადებული, მთელი დილა სარკესთან ვტრიალებდი – ,,დღეს ყველაზე ლამაზი უნდა ვიყო!“ როცა ძალიან მომენატრებოდი, დავიგვიანებდი, მინდოდა სკოლის ეზოში მხოლოდ მე და შენ ვყოფილიყავით. ალბათ ამ დროს როგორ გიცემდა ხოლმე გული – ,,ნუთუ დღეს არ მოვა?“ – მე კი მოვიდოდი თავაწეული, შორიდან გიმზერდი და ერთი ნაბიჯის გადადგმას ერთ წუთს მაინც ვანდომებდი, ამ ნაბიჯების შუალედებში, რომ მოგფერებოდი და ამ საშინელ მონატრებას გაევლო თუნდაც, წამით... ახლოს მოსული თვალს აგარიდებდი, შენს მოურიდებელ მზერას ვერ გავუძლებდი მეგონა, თითქოს ვერ გამჩნევდი, თუმცა ჩემზე უკეთესად ამ დროს ვერავინ გხედავდა, შენს გულისცემას ვგრძნობდი ჩემსას, რომ ერთვოდა, თითქოს ვერ ვსუნთქავდი და სხეულის ყველა ნაწილი ითხოვდა ჩემგან ძალას. ერთხელ დაგვიანებულმა კლასში შესვლისას ისე ამოვისუნთქე, მასწავლებელი მომვარადა – „ხომ კარგად ხარ?“ საღამოობით, ძილის წინ ცას ვუცქერდი, წვიმაშიც კი ვცდილობდი ცამდე მიმეღწია. ერთხელ გავიგე, რომ შენც ჩემს მსგავსად იქცეოდი ძილის წინ... მივხვდი ერთმანეთი ბევრად ადრე გვიპოვია ვიდრე გვეგონა... და მაშინ ვარსკვლავებში შენ ერთს უფუნჯოდ გხატავდი, ფერად ფერებში, ისეთში სხვა ვერავინ, რომ ვერ შეძლებდა გამოეყვანე... არაფერს ვამბობდით ჩვენს გრძნობებზე, თუმცა იყო კი რამე სათქმელი? – ამას სიტყვა ვერასოდეს გამოხატავდა, შეიძლება დაემახინჯებინა კიდეც. რამდენი ბავშვურობა და გულწრფელობა იყო... მართალი უთქვამთ, ის პირველია და არ კვდება თურმე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მართალი უთქვამთ, ის პირველია და არ კვდება თურმე...
პირველი მართლაც არასდროს კვდება....+++++++++ მართალი უთქვამთ, ის პირველია და არ კვდება თურმე...
პირველი მართლაც არასდროს კვდება....+++++++++
20. რა საყვარელი ხარ... არაფერს ვამბობდით ჩვენს გრძნობებზე, თუმცა იყო კი რამე სათქმელი? – ამას სიტყვა ვერასოდეს გამოხატავდა, შეიძლება დაემახინჯებინა კიდეც. რამდენი ბავშვურობა და გულწრფელობა იყო... ++ ძალიან თბილი და სუფთაა წარმატებები!... რა საყვარელი ხარ... არაფერს ვამბობდით ჩვენს გრძნობებზე, თუმცა იყო კი რამე სათქმელი? – ამას სიტყვა ვერასოდეს გამოხატავდა, შეიძლება დაემახინჯებინა კიდეც. რამდენი ბავშვურობა და გულწრფელობა იყო... ++ ძალიან თბილი და სუფთაა წარმატებები!...
18. გმადლობთ ყველას, რომ მკითხულობთ... გმადლობთ ყველას, რომ მკითხულობთ...
17. ლამაზი,პატარა,საყვარელი, მეოცნებე გოგონა :* :* :*
ლამაზი,პატარა,საყვარელი, მეოცნებე გოგონა :* :* :*
16. მწერალი, მართლა იგრძნობა სითბო და სიწრფელე...:) მწერალი, მართლა იგრძნობა სითბო და სიწრფელე...:)
15. ვაა რა კარგია :) ძალიან, ძალიან ბევრი სითბო იღვრება... ვაა რა კარგია :) ძალიან, ძალიან ბევრი სითბო იღვრება...
14. კი სასაცილოა და მიხარია რომ იცინი:)
კი სასაცილოა და მიხარია რომ იცინი:)
13. კაპეტოლიონი
ეს ,,არ" მხოლოდ იმიტომ, რომ მე თქვენი ლექსი ვერ მოვიწონე? :D
ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა.... კაპეტოლიონი
ეს ,,არ" მხოლოდ იმიტომ, რომ მე თქვენი ლექსი ვერ მოვიწონე? :D
ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა....
11. ლამაზი , ბავშვური ჩანახატია... :)
+ 5 ლამაზი , ბავშვური ჩანახატია... :)
+ 5
10. გულში ჩამწვდომი ჩანახატია. გულში ჩამწვდომი ჩანახატია.
9. მომწონს ++ :)) მომწონს ++ :))
8. ძალიან თბილია ძალიან თბილია
7. მოვიხიბლე ძალიან...
მეც გეთანხმები, რა საჭიროა სიტყვები :) მოვიხიბლე ძალიან...
მეც გეთანხმები, რა საჭიროა სიტყვები :)
6. კეთილად გამეღიმა :)
მოდი,ვიტყვი,რომ მომწონს :)
+ კეთილად გამეღიმა :)
მოდი,ვიტყვი,რომ მომწონს :)
+
5. გმადლობთ :) გმადლობთ :)
4. მართლაც . რამდენი ბავშვურობა და გულწრფელობაა...;-* და რა სანდომინი გოგონა მიცქერს ავატარიდან...:-*
მართლაც . რამდენი ბავშვურობა და გულწრფელობაა...;-* და რა სანდომინი გოგონა მიცქერს ავატარიდან...:-*
3. ძალიან გულწრფელია და ბავშვური:) ხო კარგია ასეტი ლამაზი მოგონებები,განსაკუთრებით ბავშვობიდან ...მერეც სულ გითბობს სულს და გილამაზებს ცხოვრებას... ძალიან გულწრფელია და ბავშვური:) ხო კარგია ასეტი ლამაზი მოგონებები,განსაკუთრებით ბავშვობიდან ...მერეც სულ გითბობს სულს და გილამაზებს ცხოვრებას...
2. აბა ბავშვური ? ))))))))))) აბა ბავშვური ? )))))))))))
1. ჰო, ბავშვური ჩანახატია ჰო, ბავშვური ჩანახატია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|