ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
5 აგვისტო, 2012


ჩემი ბედნიერება შენ ხარ +

ჩემიდან შენამდე ორი ნაბიჯია, ზუსტად ორი ნაბიჯი, ერთს შენ გადადგამ, ერთს მე. შენი ჩახუტება ყველაფერს მირჩევნია. ჩაგეხუტები და ჩაგჩურჩულებ, რომ მიყვარხარ... ჩემი ბედნიერება სულ თან დაგდევდა, მოგყვებოდა ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყავი, შენ კი ქარს მიჰყვებოდი, ნაზად მიფარფატებდი ბაბუაწვერას ბუმბულივით. ეხლა კი აქ დგახარ, ჩემი ბედნიერება აქ არის, ჩემს წინ, შემიძლია ხელები მოვხვიო, ჩავეხუტო, მოვუსმინო მის გულის ცემას, ყველაზე ლამაზი ბედნიერება მე მყავს, მას ხელს ჩავკიდებ და წავლათ, მოვივლით ზღვის ნაპირს, ქუჩებს გადავივლით, ცაზეც ვივლით ყველგან წავალთ, ღრუბლებს დავემალებით, ჩვენთვის სულ ერთი იქნება ყველაფერი, მერე ალბათ სიჩუმეც მიხვდება რომ ჩვენს შორის ზედმეტია და გაგვშორდება, წვიმა არ დაგვასველებს, თოვლი არ გაგვყინავს. მერე  ბედნიერებაც ხელს გამიშვებს და ისევ ქარს გაყვება, გაფრინდება , ჩემი ღიმილიც მას გაყვება, წვიმაც დამასველებს, თოვლიც გამყინავს. მხოლოდ იმედი დამრჩება, იმედი, რომ ისევ მოვა. სადმე დავჯდები და დაველოდები. ვიცი, მოვა, აუცილებლად მოვა, მიყვარს ჩემი ბედნიერება, ჩემი ბედნიერება შენ ხარ, მიყვარხარ. გელოდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები