(ეს ლექსი პაპიკომ დაგვიტოვა შვილებს და შვილიშვილებს, ძალიან მინდა ჩემთან იდოს, თუ არ განიკითხავთ გამიხარდება)
მე ვბერდები, შენ იზრდები, იფურჩქნები, როგორც ვარდი. ვბერდები და თან მიმყვება შენზე ზრუნვა, შენზე დარდი!
ვერ გიტოვებ ოქრო-ვერგცხლებს, ვერც შენობებს - ცათამბჯენებს, მაგრამ რასაც მე გიტოვებ, შენს სიცოცხლეს დაამშვენებს.
მე გიტოვებ დედულს-მამულს, სამშობლოს და დედა ენას. ყველა წმინდა სალოცავებს, პაპის საძვლეს, მამის კერას.
ფრთებს გიტოვებ გასაფრენად, გემს გიტოვებ გასაცურად, ხმალს გიტოვებ გასაფერად, მოიხმარე ვაჟკაცურად.
სავალ გზაზე სიყვარული გაიხადე გზად და ხიდად, ნუ გაიტან შავ ბაზარზე სინდის-ნამუსს გასაყიდად.
გაჭირვებულს დაეხმარე, როცა შეძლებ ფრთების გაშლას, ნუ იქურდებ, ნუ იმრუშებ, ნუ ჩაარტყამ ზურგში დაშნას.
სამშობლო და დედა ენა, პაპის საძვლე, მამის კერა, გულში უნდა ჩაიხუტო, თვალიც გქონდეს მამისკენა.
გემი კარგად შეამოწმე, ზღვაში ცურვა თუ დაიწყო, შენი საძმო - სამეგობრო არასოდეს დაივიწყო.
ხმალზეც ხელი არ აიღო, გაპოხე და ისე ჭრიდეს, რომ დაგჭირდეს ქარქაშიდან დაძრობა არ გაგიჭირდეს.
აგამაღლებს თავმდაბლობა, კარგის ნერგვა, კარგის თესვა, წინაპრებიც შეიწყალე, როცა ყურძნის წვენი შესვა.
იმეგობრე სიკეთესთან, კარგი თქვი და კარგი წერე, ჩემ სახსოვრად შეინახე, მე რომ წიგნი დაგიწერე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. :))))))))))) უბრალო და კარგი :) :))))))))))) უბრალო და კარგი :)
21. ყველას ჩვენი პაპა გაგვახსენა, ტკბილი და ბრძენი ბაბუ :) ყველას ჩვენი პაპა გაგვახსენა, ტკბილი და ბრძენი ბაბუ :)
20. კარგად გარიგებდათ გოგოებო თქვენ პაპები... ყოჩაღ :) კარგად გარიგებდათ გოგოებო თქვენ პაპები... ყოჩაღ :)
19. ახლაც იქნებიან სადღაც მათი მსგავსები... უბრალოდ ცოტანი არიან... მაშინაც ცოტანი იყვნენ.. ახლაც იქნებიან სადღაც მათი მსგავსები... უბრალოდ ცოტანი არიან... მაშინაც ცოტანი იყვნენ..
18. მეც ასეთი კარგი პაპა მყავდა ანი:) ძველი თაობა მაინც სხვა სიწმინდის მატარებელი იყო:) სხვა სული ქონდათ:) მეც ასეთი კარგი პაპა მყავდა ანი:) ძველი თაობა მაინც სხვა სიწმინდის მატარებელი იყო:) სხვა სული ქონდათ:)
17. ნამდვილად, ნამდვილად, თეო... დიდი კაცი იყო პაპაჩემი.... ნამდვილად, ნამდვილად, თეო... დიდი კაცი იყო პაპაჩემი....
16. სავალ გზაზე სიყვარული გაიხადე გზად და ხიდად, ნუ გაიტან შავ ბაზარზე სინდის-ნამუსს გასაყიდად.
ღირსეული კაცის, ღირსეული დარიგებააა ეს. 2++
სავალ გზაზე სიყვარული გაიხადე გზად და ხიდად, ნუ გაიტან შავ ბაზარზე სინდის-ნამუსს გასაყიდად.
ღირსეული კაცის, ღირსეული დარიგებააა ეს. 2++
15. გმადლობ, რომ გაგვიზიარე! გმადლობ, რომ გაგვიზიარე!
14. http://films.mcvane.ge/main/qartulad-dublirebuli/17128-bbbb-bbbbbbbbb-bbyebbbbbb-what-dreams-may-come-bbbbbbbb-geo-.html
აი ამ წამს ამას ვუყურებ <3 <3 ამინ <3 http://films.mcvane.ge/main/qartulad-dublirebuli/17128-bbbb-bbbbbbbbb-bbyebbbbbb-what-dreams-may-come-bbbbbbbb-geo-.html
აი ამ წამს ამას ვუყურებ <3 <3 ამინ <3
13. ანიი, რა პაპა გყავდა, ნამდვილი ბრძენი მოხუცი <3 დარწმუნებული ვარ იქაა სადაც ჯერ არს და იქედან გლოცავთ შენ და შენს ოჯახს ანიი, რა პაპა გყავდა, ნამდვილი ბრძენი მოხუცი <3 დარწმუნებული ვარ იქაა სადაც ჯერ არს და იქედან გლოცავთ შენ და შენს ოჯახს
12. უმაგრესი პაპა და უმაგრესი ადამიანი. რა აქვს ამ ლექსს განსაკითხი. ისე კახური ხასიათისაა ხო იცი:)) ვცდები თუ კახელი ხარ? :))) უმაგრესი პაპა და უმაგრესი ადამიანი. რა აქვს ამ ლექსს განსაკითხი. ისე კახური ხასიათისაა ხო იცი:)) ვცდები თუ კახელი ხარ? :)))
11. მარტო შენთვის კი არა ჩვენთვისაც დაუტოვებია, შენ ბაბუას, მომეწონა! მარტო შენთვის კი არა ჩვენთვისაც დაუტოვებია, შენ ბაბუას, მომეწონა!
10. გავმეორდები და მეც იგივეს ვიტყვი-ძალიან მაგარი ბაბუა გყოლია, საამაყო ადამიანი! 5! გავმეორდები და მეც იგივეს ვიტყვი-ძალიან მაგარი ბაბუა გყოლია, საამაყო ადამიანი! 5!
9. უღრმესი მადლობა ყველას.... უღრმესი მადლობა ყველას....
8. გაიხარე ანა, შენც კარგი ხარ და ბაბუაც კარგი გყოლია...
მოგიკითხე გაიხარე ანა, შენც კარგი ხარ და ბაბუაც კარგი გყოლია...
მოგიკითხე
7. ეს სრულიად ქართველობამ უნდა წაიკითხოს და ათ მცნებასავით გულით ატაროს. დიდი ქართველი ყოფილა შენი ბაბუ ანა.. ეს სრულიად ქართველობამ უნდა წაიკითხოს და ათ მცნებასავით გულით ატაროს. დიდი ქართველი ყოფილა შენი ბაბუ ანა..
6. სავალ გზაზე სიყვარული გაიხადე გზად და ხიდად, ნუ გაიტან შავ ბაზარზე სინდის-ნამუსს გასაყიდად. სავალ გზაზე სიყვარული გაიხადე გზად და ხიდად, ნუ გაიტან შავ ბაზარზე სინდის-ნამუსს გასაყიდად.
5. ყოჩაღ ბაბუს :)) ყოჩაღ ბაბუს :))
4. კიდევ ბევრი რამ დაგვიტოვა...
ჩემთვის ყველაზე დიდია- ვანო ხარაიშვილის შვილიშვილის სახელი : )
დიდი მადლობა... კიდევ ბევრი რამ დაგვიტოვა...
ჩემთვის ყველაზე დიდია- ვანო ხარაიშვილის შვილიშვილის სახელი : )
დიდი მადლობა...
3. არაჩვეულებრივი ბაბუ გყოლია, მშვენიერი ლექსია და უმშვენიერესი დანაბარები.
არაჩვეულებრივი ბაბუ გყოლია, მშვენიერი ლექსია და უმშვენიერესი დანაბარები.
2. კარგი რამეები დაუბარებია ბაბუას. კარგი რამეები დაუბარებია ბაბუას.
1. კარგი დანაბარებია.
+ კარგი დანაბარებია.
+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|