გავიქცეთ, ფორესტ! (სირბილს მიზეზი არ ჭირდება).
"- შენ უკვე იპოვე ღმერთი, გამპ? - არ ვიცოდი, თუ უნდა მომეძებნდა, სერ! " ფორესტ გამპი.
გავიქცეთ, ფორესტ! გათენება დაგლიჯა მწუხრმა ძაღლის ყბებიდან. იმტვრევიან ლანდები წელში, ვიდრე მამალი გაღვიძებას მოასწრებს ფანჯრებს და ჩამეფშვნება ივლისის მზე ნასესხებ ნეკნში. წავიდეთ ღმერთთან... მე ზურგს ვაქცევ სამყაროს ირიბს. შენ კი მისტირი გულუბრყვილოდ დაკარგულ ჯენის და საერთოდაც (ღმერთზე მეტად) შენ მისი გჯერა, ჯენის გამჭვირვალ შუბლის ძარღვთან გამწყდარი ნერვის. შენ აღარ გახსოვს ჩვენს სოფელში ჩალების სუნი როგორ დიოდათ თავშალწაკრულ დედაბრებს ხელზე და რძის ოხშივარს ხბო თვალებით როგორ ყლაპავდა და სიკვდილის წინ აიტკივა მეცხვარემ მენჯი... ჯენი კი... -ფორესტ, პურის თავთავს ლეწდა და ლეწდა და დიონისეს პირდებოდა ცოლობას მერე; ამ დროს კი შენს მხრებს ჩვენი ყანის ლაბადა ეცვა და მზე სისხლს ღვრიდა მაჯებიდან დახვატულ გზებზე... ცა ვარსკვლავებად გადაიქცა ამ ღამეს, ფორესტ; თითქოს მოსეა (ეგვიპტელთა ფარების მწყემსი). წამო, გავიქცეთ! სიგიჟეა დარჩენა უკვე! მოვასწროთ, ვიდრე იმტვრევიან ლანდები წელში... ქარია ისევ. (მიმართული დღეების გასწვრივ). ფერხულს უვლიან ეშმაკები შენს მარცხნივ როკვით, გწამდეს- დარჩენა უღმერთობას გიქადის ახლა, გარეშეობას... (ხვალინდელზე ვიწრო და შორი ). ... ღამეა, ფორესტ. დედამიწა. (ჯორდანო ბრუნო). გამოეზარდა ხერხემალზე განედებს გრძედი. ვხედავდი: ჯენი შენი სახლის სარკმელებს წმენდდა, მე კი მიცდიდა შორიახლოს დაღლილი ღმერთი...
წავედი, ფორესტ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. საოცარი მთლიანობის განცდა დამიტოვა ამ ლექსმა, კარგი მეტაფორული აზროვნება, კარგი რიტმი, სრულყოფილი შინაარსი, თითქმის არსად ჩავარდნა, რამდენჯერმე წავიკითხე და ყოველ ჯერზე მომეწონა!!!
მხოლოდ ერთი უმნიშვნელო შენიშვნა - "გათენება დაგლიჯა მწუხრმა ძაღლის ყბებიდან." - აზრობრივად და გრამატიკულადაც "ყბებიდან" არასწორად მეჩვენება, იქნებ, ამ ადგილს რამე მოუხერხოთ, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა!!! 5 საოცარი მთლიანობის განცდა დამიტოვა ამ ლექსმა, კარგი მეტაფორული აზროვნება, კარგი რიტმი, სრულყოფილი შინაარსი, თითქმის არსად ჩავარდნა, რამდენჯერმე წავიკითხე და ყოველ ჯერზე მომეწონა!!!
მხოლოდ ერთი უმნიშვნელო შენიშვნა - "გათენება დაგლიჯა მწუხრმა ძაღლის ყბებიდან." - აზრობრივად და გრამატიკულადაც "ყბებიდან" არასწორად მეჩვენება, იქნებ, ამ ადგილს რამე მოუხერხოთ, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა!!! 5
20. ღამეა, ფორესტ. დედამიწა. (ჯორდანო ბრუნო). გამოეზარდა ხერხემალზე განედებს გრძედი. ვხედავდი: ჯენი შენი სახლის სარკმელებს წმენდდა, მე კი მიცდიდა შორიახლოს დაღლილი ღმერთი...
++
მაგარია ღამეა, ფორესტ. დედამიწა. (ჯორდანო ბრუნო). გამოეზარდა ხერხემალზე განედებს გრძედი. ვხედავდი: ჯენი შენი სახლის სარკმელებს წმენდდა, მე კი მიცდიდა შორიახლოს დაღლილი ღმერთი...
++
მაგარია
19. ღამეა, ფორესტ. დედამიწა. (ჯორდანო ბრუნო). გამოეზარდა ხერხემალზე განედებს გრძედი. ვხედავდი: ჯენი შენი სახლის სარკმელებს წმენდდა, მე კი მიცდიდა შორიახლოს დაღლილი ღმერთი...
+5
წავედი, ფორესტ... ღამეა, ფორესტ. დედამიწა. (ჯორდანო ბრუნო). გამოეზარდა ხერხემალზე განედებს გრძედი. ვხედავდი: ჯენი შენი სახლის სარკმელებს წმენდდა, მე კი მიცდიდა შორიახლოს დაღლილი ღმერთი...
+5
წავედი, ფორესტ...
18. წამო, გავიქცეთ! სიგიჟეა დარჩენა უკვე! მოვასწროთ, ვიდრე იმტვრევიან ლანდები წელში...
5 წამო, გავიქცეთ! სიგიჟეა დარჩენა უკვე! მოვასწროთ, ვიდრე იმტვრევიან ლანდები წელში...
5
17. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
16. ძალიან ძალიან დიდი მადლობა! ეს იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე შეიძლება უბრალოდ გითხრა....:* ძალიან ძალიან დიდი მადლობა! ეს იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე შეიძლება უბრალოდ გითხრა....:*
15. აი ამ გვერდიდან არასოდეს გავიქცევი - მომწონხარ!!!! ეს თუ რამეს ნისნავს ავტორისთვის .
აი ამ გვერდიდან არასოდეს გავიქცევი - მომწონხარ!!!! ეს თუ რამეს ნისნავს ავტორისთვის .
12. ყველა თავისებურად აღიქვამს ფორესტ გამპს. ჩემი აღქმა სათაურიდან და ეპიგრაფიდან ჩანს.... და მაინც ვფიქრობ, რომ ერთ საკითხს შევეხე...... გავიქეცი :))) მადლობა. ყველა თავისებურად აღიქვამს ფორესტ გამპს. ჩემი აღქმა სათაურიდან და ეპიგრაფიდან ჩანს.... და მაინც ვფიქრობ, რომ ერთ საკითხს შევეხე...... გავიქეცი :))) მადლობა.
11. მადლობააა!!!!!! დიდიი მადლობააა!!!!! ყველა მოგიკითხეეთ :*:*: მადლობააა!!!!!! დიდიი მადლობააა!!!!! ყველა მოგიკითხეეთ :*:*:
10. მომეწონა! 5!
შენ კიდე მომენატრე ქალბატონო. მომეწონა! 5!
შენ კიდე მომენატრე ქალბატონო.
8. ყოჩაღ ქეთო : )))
5 ! ყოჩაღ ქეთო : )))
5 !
7. ეს ავტორი ძალიან მომწონს. ეს ავტორი ძალიან მომწონს.
6. კარგია.გილა მშვიდობისა გადამფრენი გოგონა.
+
დილა მშვიდობისა შენც მშვენიერო ქალბატონო. კარგია.გილა მშვიდობისა გადამფრენი გოგონა.
+
დილა მშვიდობისა შენც მშვენიერო ქალბატონო.
5. აუფ
ძალიან გარბის მელოდია. სათქმელი ვერ გავიგე, ბევრ რამეს შეეხე ძალიან.
კარგი ფილმია, მსახიობებიც. საუკეთესო მომენტები არ არსებობს ამ ფილმში, მთლიანად საუკეთესოა და მაგიტომ. მაგრამ ძალიან მიყვარს ზანგის და მისი საუბარი როცა იატაკს წმენდენ. აუფ
ძალიან გარბის მელოდია. სათქმელი ვერ გავიგე, ბევრ რამეს შეეხე ძალიან.
კარგი ფილმია, მსახიობებიც. საუკეთესო მომენტები არ არსებობს ამ ფილმში, მთლიანად საუკეთესოა და მაგიტომ. მაგრამ ძალიან მიყვარს ზანგის და მისი საუბარი როცა იატაკს წმენდენ.
4. ვაჰ, რა მაგარი რამე წავიკითხე ახლა... მომეწონე გადამფრენო. +2 ვაჰ, რა მაგარი რამე წავიკითხე ახლა... მომეწონე გადამფრენო. +2
3. ყოჩაღ! ისეთი ქართული ფორესტ გამპი იყო ახლა აქ, ეს... ყოჩაღ! ისეთი ქართული ფორესტ გამპი იყო ახლა აქ, ეს...
2. 5! ძალიან, ძალიან მომეწონა!
ამოსუნთქვის გარეშე წავიკითხავდი გრუმის რომანის ქართულ თარგმანს http://taobebi.site.ge/wordpress/?p=3159 აქ მხოლოდ დასაწყისია
ამ ავტორს კი სიამოვნებით დავუბრუნდები...
კეთილი სურვილებით
5! ძალიან, ძალიან მომეწონა!
ამოსუნთქვის გარეშე წავიკითხავდი გრუმის რომანის ქართულ თარგმანს http://taobebi.site.ge/wordpress/?p=3159 აქ მხოლოდ დასაწყისია
ამ ავტორს კი სიამოვნებით დავუბრუნდები...
კეთილი სურვილებით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|