ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
13 აგვისტო, 2012


მინდა გიყვარდე ასე

მინდა მიყვარდე, ძალიან ძლიერად მიყვარდე, მაგრამ არა. ყოველთვის ისე არ ხდება როგორც მე მინდა, ეს ჩემი ბრალია. ვიცი, რომ რაც ჩემს გარშემო ხდება, ყველაფერი არა, მაგრამ უმეტესობა ჩემზეა დამოკიდებული და თუ შევეცდები ბევრ რამეს შევცვლი, მაგრამ არა. ყველაფერი მაინც ისე დარჩება როგორც უნდა იყოს. მინდა შენც გიყვარდე, გიყვარდე ისეთი, როგორიც ვარ და არ გინდოდეს ჩემი შეცვლა, გადასხვანაირება, გადასხვაფერება, არც არავის უნდოდეს, ან რატომ უნდა გინდოდეს. არაფერი მაქვს განსხვავებული, განსხვავებულები თქვენ ხართ, ყველა, არასდროს მდომებია რომ ვყოფილიყავი განსხვავებული, სხვანაირი, ვინმესგან გამორჩეული და ეს ასეც არის, მე ვიცი რომ ეს ასეა. არასდროს ვყოფილვარ ისეთი, როგორიც უნდოდოდა ვყოფილიყავი დედას, ან მამას, არც ისეთი ვყოფილვარ როგორიც უნდოდა ჩემს პირველ მასწავლებელს,არც ისეთი, როგორიც უნდოდა ჩემს დას, არც ისეთი, როგორიც ჩემს მეგობრებს, სამწუხაროდ... არც ისეთი ვარ, როგორიც მე მინდა ვიყო, მაგრამ ვიცი, რომ ვარ ის, ვინც უნდა ვიყო. მიდა შემიყვარო ასეთი, შემიყვარო ჩემი ხასიათით, ჩემი სუნთქვით, ჩემი მოკლე თმით, ჩემი თვალის ფერით, ჩემი ხმის ტემბრით, ჩემი ჯიუტობით, ჩემი უყურადღებობით, ან ზედმეტი ყურადღებიანობით, ჩემი უინტერესობით, ჩემი აზროვნებით, ჩემი სიტყვით და მოქმედებით, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი ფიქრით, მინდა ყველაფერი შეიყვარო რაც ჩემში არ მოგწონს, მინდა გამაღვიძო მაშინ, როცა მეძინება და დამაძინო მაშინ, როცა მეღვიძება, მინდა ამატირო როცა ვიცინი და მინდა გამაცინო როცა ვტირი. მინდა მენდობოდე, მინდა გქონდეს ჩემი იმედი, მინდა მთხოვო დახმარება როცა რამე დაგჭირდება, სულ უმნიშვნელო, თუნდაც წყლის მოტანა, მინდა ჩამეხუტო და გამათბო, ან მთხოვო ჩახუტება როცა გეციება, მინდა იყო თავისუფალი ჩემთან ერთად, მინდა იყო ჩემიანი, ჩემი ნეკნიდან გამოსული ევა, ჩემი ნაწილი. მინდა მეჩხუბო მაშინ, როცა იცი, რომ ცუდს ვაკეთებ და მინდა შემაქო მაშინ, როცა იცი რომ კარგს ვაკეთებ, მინდა არასდროს დამტოვო, მინდა იყო ჩემი ოჯახი. მინდა იცოდე ის, რაც მე მინდა ვიცოდე და გაინტერესებდეს ის, რისი მოყოლაც ან თქმაც მე შემიძლია, მინდა იყო ბედნიერი, თუ ბედნიერება არ შეგცვლის. მინდა იყო ჩემი შეუცვლელი სიყვარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები